Jump to content

Radeon RX 6500 XT ევროპაში გამოჩნდა 351 ევროდან - ფასი ორჯერ აღემატება სარეკომენდაციოს


Recommended Posts

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon RX 6500 XT გაყიდვაში გამოვიდოდა არანაკლებ 300 ევრო იმ დროს, როდესაც სარეკომენდაციო ფასი 200 აშშ დოლარია. ეს ინფორმაცია დაადასტურა ASUS-ის გერმანულმა განყოფილებამ და განაცხადა, რომ მისი მოდელების, Radeon RX 6500 XT Dual-ისა და RX 6500 XT TUF Gaming-ს ფასი იქნება 300 და 334 ევრო, შესაბამისად. კომპანია Gigabyte-ის მოდელები როგორც ჩანს კიდევ უფრო ძვირი იქნება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Gigabyte 

ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთში გამოჩნდა ახალი Gigabyte Radeon RX 6500 XT Eagle 351-დან 378-მდე ევროდ, რაც ორჯერ აღემატება AMD-ის მიერ გამოფენა CES 2022-ზე გამოცხადებულ სარეკომენდაციო ფასს. 

image.jpeg 

Gigabyte Radeon RX 6500 XT Eagle. ფოტოს წყარო: Achatnet 

image.png 

Gigabyte Radeon RX 6500 XT Eagle. ფოტოს წყარო: PC21.fr 

მოდელი Radeon RX 6500 XT დამყარებულია 1024 შეიდერული ბლოკის მქონე გრაფიკულ პროცესორ Navi 24-ზე. ვიდეო დაფას აქვს 4 გბ GDDR6 მეხსიერება 64-ბიტიანი სალტით. AMD-ს თქმით, ახალი ვიდეო დაფა კონკურენციას გაუწევს GeForce GTX 1650 და GeForce GTX 1660 მოდელებს, რომელთა ამჟამინდელი ფასი დაახლოებით 260-დან 300 ევრომდეა. 

გრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ AMD-ის ვიდეო დაფაზე მხარდაჭერილია PCI 4.0 ინტერფეისის მხოლოდ ოთხი ხაზი, არ აქვს დეკოდერი AV1 და ენკოდერი H264/265, რის შედეგად იგი შესაძენად არც ისე მიმზიდველი გამოდის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.