Jump to content

შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა საბითუმო CBDC-ის ტესტირება წარმატებით ჩაატარა


Recommended Posts

image.png 

შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა (SNB) პარტნიორებთან ერთად წარმატებით გამოცადა საბითუმო CBDC-ის ინტეგრაცია კომერციულ საკრედიტო ინსტიტუტებთან ანგარიშსწორებაში - ნათქვამია მარეგულირებლის პრეს-რელიზში. 

ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა ორგანიზაციებმა: Citi, Credit Suisse, Goldman Sachs, Hypothekarbank Lenzburg და UBS. 

SNB-მა და ხუთმა კომერციულმა ბანკმა განახორციელეს საბითუმო CBDC-ის ინტეგრირება თავიანთ არსებულ სისტემებსა და ბექ-ოფისის პროცესებში. ტესტები მოიცავდა შვეიცარიულ ფრანკებში ფართო სპექტრის ოპერაციებს - ბანკთაშორისი, ტრანსსასაზღვრო, აგრეთვე მონეტარული პოლიტიკის ფარგლებში“ - განაცხადა მარეგულირებელმა.  

ტესტირება წარმოადგენ ინიციატივა Project Helvetia-ს მეორე ფაზას, რომლის ორგანიზატორები იყვნენ SNB, ბირჟა SIX და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი. პროექტი იკვლევს ტოკენიზებულ ფინანსურ აქტივებს და განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის (DLT) ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას. 

„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ინოვაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას არსებული ფინანსური სისტემის საუკეთესო ელემენტების შესანარჩუნებლად, ცენტრალური ბანკის ფულადი ანგარიშსწორების ჩათვლით ახალი პოტენციური სარგებლის გამოვლენისას. როგორც კი DLT მეინსტრიმში შემოვა, იგი გახდება ისეთი აქტუალური, როგორც არასდროს“ - განაცხადა BIS Innovation Hub-ის ხელმძღვანელმა ბენუა კიურემ. 

Project Helvetia-ს პირველი ფაზა პარტნიორებმა 2020 წლის დეკემბერში დაასრულეს და ტესტირების ფარგლებში დაადასტურეს ეროვნული ციფრული ვალუტის გამოყენების შესაძლებლობა ტოკენიზებული ატივებით ანგარიშსწორებისთვის. 

შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ პროექტი საძიებო ხასიათს ატარებს და არ ნიშნავს, რომ მარეგულირებელი გეგმავს საბითუმო CBDC-ის გამოშვებას. 

2021 წელს SNB-მა საფრანგეთის ბანკთან ერთად მიიღო მონაწილეობა ექსპერიმენტ Project Jura-ში  ინოვაციურ ცენტრ BIS-ის პატრონაჟით ტრანსსასაზღვრო გადახდებში CBDC-ის გამოყენების კუთხით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.