Jump to content

Xiaomi Redmi Note 11 პროცესორ Snapdragon 680-ით ევროპაში 250 ევროდან გაიყიდება


Recommended Posts

ჩინური კომპანია Xiaomi ემზადება ევროპაში საშუალობიუჯეტური დონის სმარტფონ Redmi Note 11-ის წარსადგენად. ლოგიკურად, იგი Redmi Note 10 მოდელის შთამომავალი უნდა იყოს, რომელიც გასულ გაზაფხულზე გამოვიდა. თუმცა თავად კომპანია აცხადებს, რომ ახალი თაობა ბაზარზე Redmi Note 9 სერიას ჩაანაცვლებს. 

image.png 

ცნობილია, რომ Xiaomi Redmi Note 11-ში წარმოდგენილი იქნება მობილური პროცესორი Qualcomm Snapdragon 680, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონს მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა არ ექნება. ერთკრისტალიანი სისტემა დამზადებულია 6-ნანომეტრიანი ტექოლოგიით. მასშ მოცემულია 4G მოდემის დაფა, Kryo 265 ბირთვები 1.9-2.4 გჰც სიხშირით და გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 610. 

სმარტფონის ფრონტალურ პანელზე განთავსებულია IPS-მატრიცის ბაზაზე აგებული თხევადკრისტალური დისპლეი, რომლის დიაგონალი 6.5 დუიმია. ზუსტი გაფართოება უცნობია, თუმცა იგი დამოკიდებული იქნება გვერდების შეფარდებაზე და, როგორც ჩანს, საუბარი Full HD+ ფორმატს ეხება. კადრის განახლების სიხშირე 90 ჰერცს შეადგენს. 

Xiaomi Redmi Note 11-ის გლობალურ ვერსიას სამი ძირითადი კამერა ექნება, ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილს კი - ორი. მთავარ, 50-მეგაპიქსელიან და ულტრაფართოკუთხიან 8-მეგაპიქსელიან მოდულებთან ერთად მოცემული იქნება 2-მეგაპიქსელიანი გამოსახულების სენსორი მაკროგადაღებისთვის ან სიღრმის ანალიზისთვის.  

ჩაშენებული ბატარეის მოცულობა 5000 მა/სთ-ს შეადგენს და აქვს 33-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. დანარჩენი მახასიათებლებია თითის ანაბეჭდის სკანერი კორპუსის გვერდით ნაწილზე, IP53 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისგან და ოპერაციული სისტემა Android 11 დამატებით პროგრამულ უზრუნველყოფა MIUI 13-თან ერთად. 

image.jpeg 

Xiaomi Redmi Note 11-ის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალშია დაგეგმილი. გაიყიდება სმარტფონის სამი მოდიფიკაცია. საბაზისო ვარიანტს ექნება 4 გბ ოპერატიული და 64 გბ შიდა მეხსიერება, მისი ფასი 250 ევროა. 4/128 გბ მეხსიერების მქონე ვერსიის ფასი 290 ევრო იქნება. 6-128 გბ ვერსია გათვალისწინებული არ არის. მაქსიმალური ვერსია 8 გბ ოპერატიული და 128 გბ შიდა მეხსიერებით შეფასებულია 330 ევროდ. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის გაზაფხულზე გამოსული Xiaomi Redmi Note 10 ევროპაში გაყიდვების დაწყებისას დაახლოებით 50 ევროთი იაფი ღირდა. მას აქვს პროცესორი Snapdragon 678, 60-ჰერციანი AMOLED დისპლეი და 64-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.