Jump to content

Meta-მ დააპატენტა რამდენიმე სმარტ-საათი სხვადასხვა ფორმით, სამამდე კამერითა და დამატებითი ეკრანებით


Recommended Posts

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) გამოაქვეყნა Meta-ს სმარტ-საათების ახალი პატენტი. იგი აღმოაჩინა ინტერნეტ-რესურს LetsGoDigital-მა. დოკუმენტში წარმოდგენილია მოწყობილობის ორი დიზაინი მოსახსნელი დისპლეებით და, სავარაუდოდ, სამი ინტეგრირებული კამერით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: LetsGoDigital 

სმარტ-საათების ერთ-ერთ შემოთავაზებულ პატენტში მოცემულია სწორკუთხა დისპლეი, მეორეში - მრგვალი. ორივე მოწყობილობის კამერები, დიდი ალბათობით, რამდენიმე სენსორი იქნება წარმოდგენილი. მიიჩნევა, რომ ორივე მოდელს ექნება მაკროობიექტივი, ტელეფოტოკამერა და ფართოკუთხიანი ოპტიკის სენსორი. 

პატენტში მითითებულია, რომ Meta-ს სმარტ-საათები აღჭურვილი იქნება დამატებითი დისპლეით, რომელსაც ისეთივე ფორმა ექნება, როგორიც ძირითად ეკრანს. მეორე ეკრანზე მოცემული იქნება რამდენიმე კამერა სხვადასხვა ობიექტივით და იფუნქციონირებს ძირითად დისპლეისთან ერთად. ეკრანები სმარტ-საათების კორპუსზე დამაგრებული იქნება მაგნიტური სამაგრების მეშვეობით. 

image.jpeg 

პატენტის თანახმად მრგვალი საათების დისპლეები შესაძლოა ბრუნავდეს. ეკრანის მობრუნებით მომხმარებელი შეძლებს აირჩიოს, რომელი კამერა გამოიყენოს. სასურველი ობიექტივი უნდა დაყენდეს 12 საათის ნიშნულზე. შედეგად იგი გააქტიურდება და სხვა სენსორები გაითიშება. 

არსებობს დიდი ალბათობა იმის, რომ Meta-ს სმარტ-საათები შეძლებენ ვირტუალური და შერეული რეალობის სისტემებთან მუშაობას. თავად კომპანიამ მიანიშნა, რომ სმარტ-საათები გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც მოწყობილობა შერეული რეალობის მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანისთვის. ამგვარი შესაძლებლობა ნახსენებია საპატენტო დოკუმენტაციაშიც. 

image.jpeg 

Meta-ს პირველი სმარტ-საათები აგრეთვე იმუშავებენ, როგორც ფიტნეს-ტრეკერები. მათში წარმოდგენილი იქნება გულისცემის რითმისა და სხეულის ტემპერატორის საზომი სენსორები. არაოფიციალური ინფორმაციით პირველი მოდელები მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა გამოვიდეს. აგრეთვე ცნობილია, რომ მოწყობილობის კორპუსი უჟანგავი ფოლადისგან იქნება დამზადებული. ახალი სმარტ-საათები წარმოდგენილი იქნება შავ, თეთრ და ოქროსფერ ვარიანტებად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.