Magdalena Posted January 13, 2022 Share Posted January 13, 2022 გამოფენა CES 2022-ზე წარდგენილ იქნა ბევრი საინტერესო პროდუქტი. ერთ-ერთია მონიტორი Acer Predator CG48, რომელმაც, კომპანიის აზრით, უნდა ჩაანაცვლოს ტელევიზორი კონსოლებზე თამაშისას. თუმცა მოწყობილობა აგრეთვე გამოდგება პერსონალური კომპიუტერების გეიმერებისთვის. ფოტოს წყარო: Acer Acer Predator CG48-ის ეკრანის დიაგონალი 48 დუიმია. OLED-პანელის გაფართოებაა 4K, კადრის განახლების სიხშირე - 138 ჰერცამდე. მონიტორის კონტრასტულობის კოეფიციენტია 13 000:1 და უზრუნველყოფს 98%-იან DCI-P3 ფერთა გამას. მხარდაჭერილია HDR10. მონიტორს აქვს AMD FreeSync Premium Pro ტექნოლოგიის მხარდაჭერა. მატრიცის რეაგირების დროა 0.1 მილიწამი. მონიტორზე ხელმისაწვდომია HDMI 2.1, ერთი DisplayPort 1.4, ოთხი USB 3.2 Type-A და ერთი Type-C პორტი. Acer Predator CG48 გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. მოწყობილობის ღირებულება 2499 აშშ დოლარს შეადგენს. https://tinyurl.com/ybmax9t9 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.