Jump to content

Glassnode-ის ანალიტიკოსებმა დაუშვეს მოკლევადიანი პოზიციების ლიკვიდაცია ექსტრემალური leverage-ის ფონზე


Recommended Posts

image.png 

On-chain ინდიკატორებისა და დერივატივების ბაზარზე რეკორდულად მაღალი საკრედიტო ბერკეტების კომბინაცია მიუთითებს არასტაბილურობის გაზრდისა და მოკლე პოზიციების ლიკვიდაციის მაღალ ალბათობაზე. ამ დასკვნამდე მივიდნენ Glassnode-ის ანალიტიკოსები. 

Bitcoin-ის გაყიდვებმა ფედერალური სარეზერვო სისტემის ბოლო შეხვედრის პროტოკოლის გამოქვეყნებიდან ექვს დღეში გამოიწვია ბაზრის ახალი მონაწილეების აქტივობის შემცირება და მონეტების საშუალო შენახვის პერიოდის ზრდა. 

2021 წლის დეკემბრის Hodler Net Position-ის ინდიკატორი მიუთითებს Bitcoin-ის მომწიფების უფრო მაღალ მაჩვენებელზე მათ ხარჯებთან შედარებით. ეს დამახასიათებელია დათვური ბაზრებისთვის საცალო ინვესტორების მსყიდველობითი ინტერესის ნაკლებობით და მფლობელების (ჰოლდერების) დომინირებით. 

image.png

წყარო: Glassnode. 

სხვა საზომებიც - Value Days Destroyed Multiple და Dormancy Flow - ანალოგიურ სურათს ქმნიდა. როგორც წესი, იგი შეინიშნება მაკროეკონომიკური ვარდნის ტენდენციის შემდეგომ ეტაპებზე, რომელსაც ხშირად თან ახლავს მყიდველების კაპიტულაცია. 

ანალიტიკოსები ჯერ არ არიან ბოლომდე დარწმუნებულები, რომ ინვესტორებმა უკვე განიცადეს მთელი „ტკივილი“ და საბოლოოდ გაჩნდა ზრდის ტრაექტორიაზე დაბრუნების წინაპირობები. 

On-chain ინდიკატორების შედარებითი „სიმშვიდის“ მიუხედავად კრიპტო დერივატივების ბაზარზე აშკარაა სპეკულაციური აქტივობის ნიშნები. უვადო კონტრაქტებისადმი ღია ინტერესმა (OI) მიაღია რეკორდულ 264.000 BTC-ს. 4 დეკემბრის შემდეგ ინდიკატორი 42%-ით გაიზარდა და გადააჭარბა წინა მაქსიმალურ 258 000 BTC-ს. 

image.png

წყარო: Glassnode. 

ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაციის თვალსაზრისით OI-მ მიაღწია 2%-ს, რაც ადრე ღია პოზიციების მოახლოებული შეკუმშვის სიგნალს წარმოადგენდა. ნოემბრის შემდეგ ბაზარზე ჭარბობდა ლონგების ლიკვიდაცია. 2022 წლის დასაწყისში ამ საზომმა მიაღწია 69%-ს - ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2021 წლის მაისის ბაზრის კრახის შემდეგ. 

ფლობის მხრივ ამჟამად მოკლევადიანი პოზიციები შესაბამის ინდიკატორებთან ერთად მეტყველებს ლოკალური აღმავლობის მაღალ ალბათობაზე.  

image.png

წყარო: Glassnode. 

Bitcoin-ის ფიუჩერსების ანალიზმა აჩვენა, რომ აღმავალი ტენდენციის გასაგრძელებლად საჭიროა 45.500 აშშ დოლარიანი დონის გარღვევა. 

ადრე ეკონომისტმა ალექს კრიუგერმა დაუშვა Bitcoin-ის ფასის 40 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ვარდნა მაღალი ინფლაციის პირობებში. 

Link to comment
Share on other sites

ეგ იყო მემგონი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბიტკოინის 69000$-ან უკვე 39700$-მდე დაგდება გუშინწინ რაც დაფიქსირდა და არა კაზახსტანის არეულობები, თან გაამკაცრდა კრიპტოვალუტით ვაჭრობა შტატებში, ეხლა საკმაოთ დიდი ნალოგია მოგებაზე უკვე + იდენტიფიკაციის გავლაა საჭირო სავაჭროთ, ამიტომ ბევრი დიდი ინვესტორი გავიდა ბაზრიდან, მაგას მოყვა გრძელვადიანი ბიტკოინის ფუტურსების ლიკვიდაცია და საკმაოთ დიდხანს ეცემოდა ფასი, თითქოს შეჩერდა ეგ ვარდა ეხლა და გაზრდა დაიწყო, თუმცა ეგეც შეიძლება არ იყოს ხანგძლივი, მაგრამ ცუდათ არ დაუწყიათ მაინც 44000$ ავიდნენ უკვე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.