Jump to content

გეიმინგ ვიდეო დაფები Intel Arc Alchemist 2022 წლის მარტში გამოვა


Recommended Posts

ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა არა - უსაფუძვლო. 

რაც უფრო ვუახლოვდებით Intel-ის მომავალი თაობის დისკრეტული ვიდეო დაფების ოფიციალურ გამოშვებას, მით უფრო მეტი მოარული ხმა ჩნდება შემადგენლობისა და რეალური ხელმისაწვდომობის თარიღების შესახებ. მაგალითად, IT Home ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Intel გეიმერებს შესთავაზებს მხოლოდ ორ DG2 დესკტოპ ვიდეო დაფას და არ იქნება გამიზნული ბაზრის ყველაზე მაღალი წარმადობის სეგმენტზე, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე. 

image.jpeg 

Intel-ის მარკეტინგული მასალების მიხედვით Arc Alchemist დისკრეტული გრაფიკული პროცესორების სერია (ასევე ცნობილი, როგორც DG2) მოიცავს ორ ჩიპს, თუმცა Intel-ის დრაივერების მიხედვით მოდელების რაოდენობა შეიძლება იყოს 32 ერთეული. მიიჩნევა, რომ Intel თავდაპირველად წარადგენს ორ მოდელს: ერთი - 512 მოდულით (EU) და 16 გბ GDDR6 მეხსიერებით, მისი წარმადობა GeForce RTX 3070/3070 Ti-ს მსგავსი იქნება, მეორე მათგანს კი ექნება 384 EU და 12 გბ DDR6 მეხსიერება, წარმადობის დონე კი - GeForce RTX 3060/3060 Ti-ს მსგავსი. 

საშუალო და მაღალი დონის სეგმენტზე ორიენტირება კარგი გზაა ბაზრის წილის მოსაპოვებლად, რადგან ასეთი დაფების გაყიდვების დონე საკმაოდ მაღალია მათი ფასისა და წარმადობის კომბინაციის გათვალისწინებით. თუმცა ენთუზიასტები შეიძლება არ აღფრთოვანდნენ ამ მიდგომით. 

თავდაპირველად Intel ახალი თაობის გრაფიკული დაფების გამოშვებას იანვარში აპირებდა და პარტნიორებისთვის ნიმუშების მიწოდებაც დაიწყო, მაგრამ ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანია ამჯერად დაფების გამოშვების თარიღად დამდეგი წლის მარტს განიხილავს. თარიღის გადავადება Intel-ს ხელს შეუწყობს განახორციელოს დრაივერების ოპტიმიზაცია და თავიდან აირიდოს Nvidia-ს ახალი გრაფიკული პროცესორებისგან კონკურენცია, რომლებიც იანვარში გამოვა. 

ლეპტოპებისთვის Intel გამოუშვებს საწყისი დონის დისკრეტულ გრაფიკულ პროცესორს 128 შემსრულებელი მოდულით, რომელმაც უნდ უზრუნველყოს GeForce RTX 2050-ის დონის წარმადობა. 

Intel არაოფიციალურ ცნობებზე კომენტარებს არ აკეთებს. სავარაუდოდ კომპანია DG2 სერიის გრაფიკულ პროცესორებზე გამოფენა CES 2022-ზე ისაუბრებს.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.