Jump to content

Xiaomi-ს დიდი ანონსი: ოთხი სმარტფონი, პლანშეტი, MIUI 13-ის მეხუთე ვერსია, ყურსასმენები და სმარტ-საათები


Recommended Posts

Xiaomi-მ 2021 წელი დახურა ფართომასშტაბიანი ანონსით, რომელშიც წარმოადგინა სმარტ-საათი, სრულად უსადენო ყურსასმენი, პროგრამული უზრუნველყოფ MIUI-ს მეხუთ ვერსია, პლანშეტის ახალი მოდიფიკაცია, დასაკეცი სმარტფონის სასაჩუქრე გამოცემა და ახალი თაობის სამი ფლაგმანი. 

image.png 

Xiaomi 12, Xiaomi 12X და Xiaomi 12 Pro პრეზენტაციის მთავარი სიახლეებია. ყველა მათგანი ბაზარზე გამოვა დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფა MIUI 13-ით. 

რაც შეეხება სასაჩუქრე გამოცემა Xiaomi MIX FOLD-ს - დასაკეცი სმარტფონი გამოვიდა ლიმიტირებული ვერსიის სახით დამდეგი ვეფხვის წელის პატივსაცემად. ტექნიკური მახასიათებლების კუთხით რაიმე განსხვავება გათვალისწინებული არ არის, თუ არ ჩავთვლით 256 გბ შიდა მეხსიერების მქონე მოდიფიკაციის არარსებობას. 

image.jpeg 

სმარტფონი წარმოდგენილი იქნება სადღესასწაულო შეფუთვით, რომელშიც ფლაგმანის გარდა მომხმარებლები იხილავენ სრულად უსადენო ყურსასმენ Xiaomi True Wireless Earbuds 3 Pro-ს. Xiaomi MIX FOLD-ის ფასი 1400 აშშ დოლარია, რაც 150 აშშ დოლარით ნაკლებია საბაზისო მოდიფიკაციის ორიგინალ სმარტფონთან შედარებით და 600 აშშ დოლარით იაფია მოწინავე ვერსიაზე, რომელიც გაზაფხულზე გამოვიდა. სმარტფონს აქვს 16 გბ ოპერატიული და 512 გბ ფლეშ-მეხსიერება. 

TWS-ყურსასმენის სახელწოდებაა Xiaomi True Wireless Earphones 3. მას გააჩნია ხმის ჩახშობის ადაპტირებული სისტემა, რომლის ფუნქციონირებისთვის გათვალისწინებულია სამი მიკროფონი. ხმაურის მინიმალური დონეა 40 დბ. მხარდაჭერილია HiFi Audio, სწრაფი მართვისთვის კი თითოეულ დამოუკიდებელ მოდულზე განთავსებულია სენსორული პანელები. 

image.png 

კომპანიის განცხადებით, ყურსასმენს ქეისთან ერთად დამუხტვის გარეშე შეუძლია 32 საათამდე იმუშაოს. მისი სარეკომენდაციო ფასი 70 აშშ დოლარია. 

კომპანიის კიდევ ერთი სიახლეა პლანშეტი Xiaomi Pad 5 Pro. ორიგინალი მოდელი გამოვიდა მიმდინარე წლის აგვისტოში, მაგრამ ბაზარზე გამოჩნდა მხოლოდ 6 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ამჯერად მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია 8/256 გბ მეხსიერების მქონე ვარიანტი. 

image.jpeg 

პლანშეტის სხვა მახასიათებლები უცვლელი დარჩა. მასში წარმოდგენილია 11-დუიმიანი IPS დისპლეი 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით და 2560 x 1600 პიქსელი გაფართოებით, ასევე მობილური პროცესორი Snapdragon 870, 8600 მა/სთ მოცულობის ბატარეა 67-ვატიანი სადენიანი დამუხტვის მხარდაჭერით. 

მითითებული არ არის, აქვს თუ არა ამ ვარიანტს მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა.  Xiaomi Pad 5 Pro-ს ტოპ-ვერსიის ფასი 470 აშშ დოლარს შეადგენს. პლანშეტთან ერთად შესაძლებელია კლავიატურის მქონე დამცავი ქეისის შეძენა, რომლის ფასი 65 აშშ დოლარია. 

კომპანიის ახალი სმარტ-საათის სახელწოდებაა Xiaomi Watch S1. მას აქვს საფირონის მინა და ტყავის სამაჯური. კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან და აქვს 5 ATM სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისგან.  

image.png 

სმარტ-საათს აქვს 1.43-დუიმიანი AMOLED დისპლეი 466 x 466 პიქსელი გაფართოებით. წარმოდგენილია სენსორები, რომლებიც ზომავენ სისხლში ჟანგბადის დონეს და განსაზღვრავენ გულისცემას. 470 მა/სთ მოცულობის ბატარეა უზრუნველყოფს 12 დღემდე სამუშა ხანგრძლივობას. ხელმისაწვდომია ასევე NFC და GPS. 

Xiaomi Watch S1-ის ფასი 200 აშშ დოლარია. გაყიდვაში აგრეთვე გამოვა სილიკონის სამაჯურის მქონე ვერსიაც, რომლის ფასი 15 აშშ დოლარით ნაკლები იქნება. სმარტ-საათი ბაზარზე გამოჩნდება მომდევნო თვის პირველ რიცხვებში. 

და ბოლოს, პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ. MIUI 13 firmware განკუთვნილია სმარტფონებისთვის, ხოლო MIUI 13 Pad ხელმისაწვდომია პლანშეტებისთვის. იგი უზრუნველყოფს მთელ რიგ ოპტიმიზაციას და მომხმარებელს საშუალებას მისცემს ფანჯარა გადააადგილოს ისე, როგორც დესკტოპ კომპიუტერში. 

 

Xiaomi-მ აგრეთვე წარადგინა MIUI FOLD ქეისები დასაკეც მოდელ Xiaomi MIX FOLD-ისთვის, ასევე MIUI TV - სმარტ-ტელევიზორებისთვის და MIUI Home - სმარტ-დისპლეებისთვის. პირველი ორი მათგანის შესახებ ცნობილი არაფერია. ბოლო მათგანი კი სმარტ-ეკრანებს აქცევს სმარტ-სახლის მოწყობილობების სრულფასოვან საკონტროლო ცენტრად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.