Jump to content

გავრცელდა Xiaomi 12-სა და Xiaomi 12X-ის ფასები - ფლაგმანები მოსალოდნელთან შედარებით ძვირია


Recommended Posts

ფლაგმანური სმარტფონები Xiaomi 12 და Xiaomi 12X იმაზე ძვირი ეღირება, ვიდრე ამ დრომდე იყო ცნობილი. ორივე მოდელი გამოვა 8 ან 12 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდიფიკაციებად 128 ან 256 გბ ფლეშ-მეხსიერებასთან ერთად.  

image.jpeg 

სტანდარტულ მოდელს ექნება პროცესორი Snapdragon 8 Gen1, 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 67-ვატიანი დამუხტვით და 6.28-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით Full HD+. სმარტფონში წარმოდგენილი იქნება სამი მოდულისგან შემდგარი ძირითადი კამერა, მთავარი სენსორის გაფართოებაა 50 მეგაპიქსელი, ასევე მოცემულია გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია და სამმაგი ოპტიკური ზუმი. 

მ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბაზისო Xiaomi 12-ის ფასი იქნებოდა 580 აშშ დოლარი, მაქსიმალური კონფიგურაციის კი - 690 აშშ დოლარი. შედეგად ახალი სმარტფონი Xiaomi Mi 11-თან შედარებით 30 აშშ დოლარით იაფი გამოდიოდა. მაგრამ უახლესი ცნობების მიხედვით მომავალი თაობის ფლაგმანური სმარტფონის ყიდვა სულ მცირე 675 აშშ დოლარად იქნება შესაძლებელი. 

ტოპ ვერსია 12 გბ ოპერატიული და 256 გბ შიდა მეხსიერებით ეღირება 785 აშშ დოლარი. ასევე გაყიდვაში გამოვა უფრო მოკრძალებული ვერსია 8 გბ ოპერატიული და 256 გბ შიდა მეხსიერებით. მისი ფასი იქნება დაახლოებით 710 აშშ დოლარი. 

რაც შეეხება Xiaomi 12X-ს, მისი ყველაზე მცირე ვერსია განსხვავებული იქნება პირველ რიგში კამერითა და პროცესორით. მას არ ექნება ტელეობიექტივი. მოწყობილობაში Snapdragon 8 Gen1-ის ნაცვლად წარმოდგენილი იქნება ერთკრისტალიანი Snapdragon 870. ამ მოდელს აგრეთვე არ ექნება უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა, თუმცა ეს დეტალი დადასტურებული არ არის. 

მ დრომდე არსებული ინფორმაციით 8/128 გბ მეხსიერების მქონე Xiaomi 12X შეფასებული იყო 470 აშშ დოლარად, უახლესი ცნობებით კი მისი ფასი 550 აშშ დოლარია. შესაბამისად, 256 გბ მეხსიერების მქონე მოდელიც გაცილებით ძვირადღირებული იქნება. კერძოდ, 8/256 გბ მოდელის ფასი იქნება 520-ის ნაცვლად 600 აშშ დოლარი, 12/256 გბ მოდიფიკაცია კი - 565-ის ნაცვლად 630 აშშ დოლარი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.