Jump to content

MSI გამოუშვებს გეიმინგ ლეპტოპის სპეციალურ ვერსია Crosshair 15 Rainbow Six Extraction Edition-ს Alder Lake პროცესორითა და GeForce RTX 3070 Ti ვიდეო დაფით


Recommended Posts

კომპანია MSI ემზადება გეიმინგ ლეპტოპ Crosshair 15/17-ის ანონსითვის. 15-დუიმიანი ვერსია შექმნილია Ubisoft-თან თანამშრომლობის შედეგად. იგი გაფორმებულია მზადებაში არსებულ შუთერ Rainbow Six Extraction-ის სტილში, რომლის რელიზი დაგეგმილია 2022 წლის 20 იანვრისთვის.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

სტემას საფუძვლად დაედება მე-12 თაობის უახლესი მობილური Intel Core პროცესორები და GeForce RTX 30 სერიის გრაფიკული ამაჩქარებლები. პროცესორების მოდელები დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ინტერნეტში გავრცელებულ დოკუმენტებში მითითებულია Core i9-მდე ჩიპების არჩევის ალბათობის შესახებ - შესაძლოა, საუბარი ეხებოდეს სამომავლო Core i9-12900H(K) მოდელს. როგორც ჩანს, აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება ლეპტოპის ვერსიები Core i7-12700H და Core i7-12800H პროცესორებით. 

MSI Crosshair 15-ში წარმოდგენილი იქნება გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 3070 Ti. სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია ვიდეო დაფის კონკრეტულად რომელი ვერსია იქნება მოცემული - 8 გბ თუ 16 გბ მეხსიერების მქონე მოდელი. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანის ანონსი იანვრის დასაწყისშია მოსალოდნელი. MSI Crosshair 15 და Crosshair 17 მოდელების ამჟამად ცნობილ მახასიათებლებს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში. 

image.jpeg 

ლეპტოპი MSI Crosshair 15/17 Rainbow Six Extraction Edition წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენა CES 2022-ზე მას შემდეგ, რაც Intel და NVIDIA ფორმალურად წარადგენენ თავიანთ ახალ, მობილური სეგმენტისთვის განკუთვნილ პროდუქტებს. აღსანიშნავია, რომ გეიმინგ ლეპტოპის სპეციალურ ვერსიასთან ერთად აგრეთვე მოცემული იქნება Rainbow Six Extraction-ის ასლი, გეიმინგ მაუსი და მაუსპედი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.