Jump to content

ლარი ჩერმაკმა გააზიარა 2022 წლის Bitcoin-ინდუსტრიის პროგნოზი


Recommended Posts

image.png 

2022 წელს ინვესტორების ინტერესი არსებული კრიპტოპროექტების მიმართ გაგრძელდება, ხოლო ბირჟების ოპერატორები და მონაცემთა პროვაიდერები ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებენ. ასეი პროგნოზი გააკეთა The Block-ის კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა ლარი ერმაკმა. 

„თუ უკვე არსებობს დაფუძნებული ბირჟა ან მონაცემების გაცვლის ბიზნესი და უბრალოდ ცოტა ფულია საჭირო ზრდისთვის, ამგვარ ორგანიზაციებს პრობლემა არასდროს ექნებათ“ - განაცხადა ანალიტიკოსმა. 

მისი აზრით, მომავალ წელს ყურადღების ცენტრში მოექცევა მეორე დონის პროტოკოლები, რომლებიც უზრუნველყოფენ უფრო სწრაფ და იაფ ტრანზაქციებს ბლოკჩეინზე. ამის გარანტი გახდება დეცენტრალიზებული აპლიკაცების არსებობა, რომლებიც L2 გადაწყვეტილებებისთვის შეიქმნა. 

NFT-ის მიმართ ინტერესის შემცირების მიუხედავად ერმაკი თვლის, რომ ბაზარი გააგრძელებს ზრდას და უფრო გააზრებული გახდება მომდევნო ეტაპზე. 

„ დიდი ალბათობით, ზოგი პროფილური NFT არ ისარგებლებს დიდი მოთხოვნით მომავალ წელს. თუმცა უფრო კრეატიული და თამაშში არსებული აქტივების მხრივ... ვფიქრობ, რაღაცას ვნახავთ, ”- განაცხადა მან. 

The Block-ის კვლევითი ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით ერმაკმა აღნიშნა, რომ Tesla-ს მიერ Bitcoin-ის შეძენა გახდა მომხმარებლების ინტერესის კატალიზატორი. ამ თემით ბევრი ისეთი ტრადიციული კომპანია დაინტერესდა, რომელთაც არ ჰქონდათ ინვესტიცია ჩადებული კრიპტოვალუტაში. 

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის Bitcoin. ჩვენ უნდა გავიგოთ მეტი, თუ როგორ მუშაობს ეს ეკოსისტემა, გავიცნოთ DeFi და L2, ″ - გამოკვეთა ჩერმაკმა მათი მოტივები. 

შეგახსენებთ, რომ პირველი კრიპტოვალუტის შეძენის შემდეგ Tesla-მ თავისი აქტივების ნაწილი გაყიდა. კომპანიამ ასევე შეაჩერა ელექტრომობილების Bitcoin-ში გაყიდვები. მოგვიანებით Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლონ მასკმა დააანონსა კორპორატიული მერჩის Dogecoin-ზე გაყიდვა. 

Bloomberg-ის სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი კრიპტოვალუტების მასობრივ მიღებას 2022 წლისთვის პროგნოზირებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.