Jump to content

Mass Effect Legendary Edition


Recommended Posts

ME.jpg

არ ყოფილა ცალკე თემა და ჯობია ალბათ რომ ქონდეს

თამაშის შესახებ:
გამოშვების წელი: 2021  წლის 14 მაისი
ჟანრი: RPG
შემქმნელი: BioWare
გამომცემელი: Electronic Arts
პლატფორმა: PC (X-Box, PlayStation)
გამოცემის ტიპი: ლიცენზია (Denuvo ამოღებულია ბოლო ვერსიაში)
ენა: Multi (ENG&RUS)
კრეკი: არის (FLT)

 

მინიმალური მოთხოვნები

OS: 64-bit Windows 10/11
Processor (AMD): FX-8350 or Equivalent / (Intel): Core i5 3570 or Equivalent
RAM: 8 GB
Graphics card (AMD): Radeon 7970 / R9280X or Equivalent / (NVIDIA): GTX 760 or Equivalent
Hard-drive space: 120 GB

რეკომენდირებული მოთხოვნები

OS: 64-bit Windows 10/11
Processor (AMD): Ryzen 7 3700X or Equivalent /(Intel): Core i7-7700 or Equivalent
RAM: 16 GB
Graphics card: (AMD) Radeon Vega 56 or Equivalent /(NVIDIA): GTX 1070 or Equivalent
Hard-drive space: 120 GB

 

https://store.steampowered.com/app/1328670/Mass_Effect_Legendary_Edition/

https://www.ea.com/games/mass-effect/mass-effect-legendary-edition

Bioware-ს ლეგენდარული ტრილოგიის რემასტერი, განახლებული ძრავით და გრაფიკით, გაუმჯობესებული გეიმფლეით, კონტროლერის მხარდაჭერით და ა.შ. ლეგენდარულ გამოცემაში შესულია თითქმის ყველა DLC რაც ცალკე იყო გამოცემული ინდივიდუალური თამაშებისთვის

Mass Effect-ში ირგებთ კომანდერ შეპარდის როლს (რომლის სქესის და გარეგნობის კონფიგურაცია შეგიძლიათ), რომელიც სამი თამაშის განმავლობაში იბრძვით ადამიანების და სხვა უცხოპლანეტელთა რასების გადასარჩენად

Mass Effect 1-ში ხართ გალაქტიკური საბჭოს სუპერაგენტის წინააღმდეგ, რომელმაც მოახერხა გეტების-ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების რასის დამორჩილება და ადამიანების კოლონიების წინააღმდეგ გამოყენება

Mass Effect 2-ში კი იკვლევთ ადამიანების კოლონიების გაუჩინარებას, რომელიც აღმოჩნდება ენიგმატური უცხოპლანეტელების რასის-კოლექტორების (კოლექციონერების) ჩადენილი

Mass Effect 3-ში კი გალაქტიკას და კონკრეტულად დედამიწას შემოუტევს ლეგენდარული ხელოვნური ინტელექტის მქონე სუპერ-რასა რიპერები, რომლებიც პირველ ორ თამაშში პირდაპირ არ ჩანან, თუმცა შეპარდის თავგადასავალი აჩვენებს, რომ ყველაფრის უკან რიპერები არიან და შეპარდს მოუწევს მთელი გალაქტიკის მოვლა რიპერების წინააღმდეგ სხვადასხვა რასების გასაერთიანებლად

თამაში არის მესამე პირის ხედით, დაფუძნებულია კლასებზე (ჯარისკაცი, ტექნიკოსი, ბიოტიკი და ა.შ), მისიებზე შეგიძლიათ წაიყვანოთ ორი თანაგუნდელი, რომლებიც გარდა ბრძოლებისა, თავიანთი უნარებით გეხმარებიან სხვადასხვა სიტუაციაში (მაგალითად ჰაკინგი და დაშიფრული ფაილების გაშიფვრა), გარდა ბრძოლებისა, ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგები და გადაწყვეტილებები, რომლებმაც თამაშის შედეგები შეიძლება სულ შეცვალონ

ტრილოგიის ძლიერი მხარეა მისი საინტერესო შინაარსი, გარდა ძირითადი მისიებისა, არის ბევრი გვერდითი მისიაც, მართალია ყველა ძალიან საინტერესო არ არის (განსაკუთრებით ME1-ში) თუმცა ზოგიერთი საინტერესო ისტორიებს ყვება Mass Effect-ის სამყაროდან, შეგიძლიათ გმირის იმპორტი შემდეგ თამაშში, რითაც გააგრძელებთ ისტორიას სადაც ყველა მიღებული გადაწყვეტილება იქნება შენარჩუნებული

მოთამაშის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული მისი გუნდის შემადგენლობა და გუნდის წევრების ლოიალობა, ასევე ბევრი სხვა პერსონაჟის, თუ უცხოპლანეტელთა რასის ბედი

 

Legendary Edition წარმოადგენს რემასტერს, რომელსაც აქვს გაუმჯობესებული გრაფიკა და გეიმფლეი, თუმცა არის მოდები, რომლებიც კიდევ უფრო აუმჯობესებენ თამაშს,

მაგალითად მასიური ტექსტურების მოდი ALOT და გაუმჯობესებული სტატიკური განათების მოდი (Improved Static Lights), ასევე ME1-ის DLC Pinnacle Station, რომელიც არ არის LE-ში, იმიტომ რომ მისი კოდი დაეკარგათ  :facepalm:,არის Community Patch ები, რომლებიც წვრილ-წვრილ ბაგებს ასწორრებენ,  ასევე Mass Effect-ის ვეტერანი მოთამაშეებისთვის მრავალი quality of life მოდი, რომელიც თამაშის შედარებით მონოტონურ ნაწილებს ამოიღებს, მაგალითად მინითამაშებს, თუმცა ახალ მოთამაშეებს ვურჩევ რომ გეიმფლეის მოდებს პირველ ჯერზე ნუ გამოიყენებენ

ყველა ეს მოდი შეგიძლიათ გადმოიწეროთ NexusMod-დან

https://www.nexusmods.com/masseffectlegendaryedition/mods/popularalltime/?nav=1&page_size=15&page=2

 

 

  • Thanks 2
Link to comment
Share on other sites

მე პირდაპირ მოდით მიყენია, იწონის 62გბ, მაგის გარეშე 20გბ ძლივს იყო ლოლ, აუმჯობესებს საგრძნობლათ გრაფიკას, ეგ ახალი აღარაა საჭირო, თან მეეჭვება ძველის სეივები მაგაზე მიუდგეს, alot აყენებს აი ეს ნაბორი მაქვს მე ეხლა დაყენებული:

xtJ9zzF.png

ვიზუალიზაცია საგრძნობლათ იზრდება მაგ მოდებით, მე ვიდეოებზეც მიყენია გაუმჯობესებები დაჟე, ანუ კატსცენებსაც ფიქსავს ერთ-ერთი მოდი, ვილეტები და დაკრაშვები ჩემთან არ ქონია თუ სწორათ დააყენებ, ყველა ადონიანათ ეგრე იწონის, ადონებსაც ფიქსავს, ფაქტიურათ მაგ თამაშით დავასრულე დროებით გეიმინგი 2018 წლის იანვარში, თუ მექნება თავისუფალი დრო ისევ დავუბრუნდები, სადღაც 75%-მდე ვარ გასული მგონი უკვე, ბევრი გავიარე მაგრამ ვეღარ მოვახერხე დასრულება მაგ თამაშის, ისე მიყენია და ახალი განახლება რომ გამოდის მოდებზე ვანახლებ ხოლმე ვრედნი პრივიჩკის პონტში, თამასში შეჭყიტვას ჯერ ვერ ვახერხებ, სეივებიც წამეშალა 1.5 თვის ნათამაშები, თუმცა ისეთ ადგილას ვარ მაგას მალე გავივლიდი მაქს 2 კვირაში ბევრი რომ მეთამაშა

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...
  • 2 months later...

Electronic Arts Delights Fans: Mass Effect 2 with Free Complete Edition and Up to 75% Off https://en.gamegpu.com/game/elektronnoe-iskusstvo-raduet-fanatov-mass-effect-2-s-besplatnym-polnym-izdaniem-i-skidkami-do-75

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

BioWare is shifting away from multiplayer projects and focusing on single-player RPGs set in the Mass Effect and Dragon Age universes https://gamegpu.tech/game/bioware-otkhodit-ot-multipleernykh-proektov-pereklyuchayas-na-odnopolzovatelskie-rpg-vo-vselennykh-mass-effect-i-dragon-age

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

რუსულ ოვერებზე მასს ეფექტის ტრილოგია გაიხსენეს: https://overclockers.ru/blog/wwr222/show/123539/legendarnaya-trilogiya-mass-effect-vospominanie-o-bylom-v-preddverii-buduschego

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.