Jump to content

p8p78-m


Recommended Posts

გამარჯობა,

p8p67-M დედა დაფისთვის ოფიციალურ ასუსის საიტზე მხოლოდ ვინდოუს 7ის დრაივერებია და ესენი არ წავა ხო ალბათ 10ზე? ან საიდან გადმოვწერო სტაბილურად რომ იმუშავოს ისეთი დრაივერები?

Link to comment
Share on other sites

ცადე შეიძლება მიუდგეს 10-ზეც, თუ არ ყენდება სადმე უნდა მოძებნო მოდიფიცირებული ვერსიები 10-ზეც რომ ყენდება, ძველი მაზერია და ცალკე შეიძლება აღარც გამოუშვიათ, ნუ თუ გადმოიწერ სულ ბოლო ვერსიები გადმოიწერე, თუ წავიდა საერთოდ ეგენი უფრო წავა 10-ზე

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ან ავტომატურად დააყენებს სტანდარტულ დრაივერებს, ან 8.1-ს დაყენდება

ნუ მოკლედ იმუშავებს ყველა ვარიანტში

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ოფიციალური დრაივერები ვინდოუს ათისთვის არაა საიტზე, 8.1ის დრაივერები რო ჩავწერო არ ჯობია 7ს? 

ან რამე პროგრამა არაა ოღონდ მუშაო რო იყოს და რაღაც სისულეები არ ჩამიწეროს ავტომატურად რომ დამიყენოს დრაივერები?

Link to comment
Share on other sites

იმუშავებს უპრობლემოდ. რა დრაივერებს გულისხმობ არ მესმის. მე მაგაზე ძველი დედადაფა მაქვს, აი ზუსტად ეგ რაც პროფაილში გიწერია p8p67-m . ყველაფრის დრაივერი თავისით დგება. ერთადერთი ხმის კარტის დრაივერს ვარგებ ძველს რომ რეალტეკის კონტროლპანელი მქონდეს. მაგას 8.1-სას ვაყენებ თუ 7-სას არ მახსოვს. ყველაფერი გამართულად მუშაობს. უბრალოდ დააყენე სისტემა და მორჩა. არაფერი დაგჭირდება. არაა win 10 ისეთი როგორც xp იყო ყველაფრის დაყენება ხელით რომ ჭირდებოდა. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კი მესმის ვინდოუს 10ს ნაკლები ძებნა ჭირდება დრაივერების მაგრამ ვიფიქრე მაინც თავის ოფიციალურ საიტზე ჯობია დრაივერების მოძებნა მარა ვინდოუს 10ისთვის არ დამხვდა :d

Link to comment
Share on other sites

არც ჩემ მაზერზეა ვინდოუს 11-ის დრაივერები გამოსული (დაჟე ლან კარტაზეც კი) მაგრამ უპრობლემოთ მუშაობდა სუყველა რომ ვტესტავდი მაგ ახალ ვინდოუსს, საერთო ლაგები ქონდა თორე დრაივერები კი დადგენ მშვენივრათ, დაჟე 2009 წლის X-FI titanium fatality pro ხმისკარტის სოფტი და დრიავერებიც მუშაობდა, არც შენთან უნდა იყოს პრობლემა, მაქსიმუმ მორგება დაგჭირდეს მოდინფის, ეგეც მაქსიმუმ, ჯერ ისე ცადე

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

დავაყენე როგორც იქნა ვინდოუს 10 , ყველაფერი თავისით დააყენა , მხოლოდ ვიდეო ბარათის დრაივერი შედარებით ახალი დავაყენე ნვიდიას საიტიდან. ანუ აღარ დავაყენო ხო სხვა რამე დრაივერი ხელით? ყველაფერი კარგად მუშაობს დივაის მენეჯერში ამომიგდო ეს ორი რაღაც უბრალოდ და გამოსწორდება თუ დავანებო თავი?

microsoft office 2016 მქონდა ვინდოუს 7ზე და რამე ახალი მოვძებნო თუ დავაყენო იგივე?

device manager.jpg

Link to comment
Share on other sites

მაქს ჩიპსეტის დრაივერის დაყენება შეიძლება მაგ სერიაზე ალბათ ეს მიდის https://www.touslesdrivers.com/index.php?v_page=23&v_code=52137 თუ არაფერი არ გაანახლა კიდე უფრო ძველი უნდა ესე იგი, რამდენადაც ვიცი 10.1.1.10 ქონდა უკვე მაგ ჩიპსეტის საპორტი დატოვებული, უფრო ახლებზე უკვე აღარა აქვს 1.1.1.45 ჩათვლით რაც ჩემზე მიყენია

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

17 minutes ago, George said:

მაქს ჩიპსეტის დრაივერის დაყენება შეიძლება მაგ სერიაზე ალბათ ეს მიდის https://www.touslesdrivers.com/index.php?v_page=23&v_code=52137 თუ არაფერი არ გაანახლა კიდე უფრო ძველი უნდა ესე იგი, რამდენადაც ვიცი 10.1.1.10 ქონდა უკვე მაგ ჩიპსეტის საპორტი დატოვებული, უფრო ახლებზე უკვე აღარა აქვს 1.1.1.45 ჩათვლით რაც ჩემზე მიყენია

დაყენდა მაგრამ არაფერი არ შეცვალა, წავშალო თუ იყოს მაინც? ის ქვედა შეცდომა გამოსწორდა ვებკამერა გამოვაერთე და შევაერთე.

Link to comment
Share on other sites

არ არ ჭირდება წაშლა პრინციპში თუ არ დაყენდა ესე იგი არ მიუდგა, ძველები უნდა ეძებო, ან დაანებე თავი თუ კითხვის ნიშნებს აღარ აგდებს

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ეს შეცდომა კი იყო აწერდა ძახილის ნიშანს - pci simple communications controller - მაგრამ გამოვასწორე ამ ვიდეოს მივყევი და რავიცი კი გაქრა დ

Link to comment
Share on other sites

ხო ეგ მგონი ჩიპსეტს მოყვება თუ სწორათ მახსოვს, ჩემთანაც აგდებდა კითხვის ნიშანს და ჩიპსეტის დრაივერის დაყენების შემდეგ სწორდება უკვე

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ყველაფერი კარგად მუშაობს უბრალოდ ასეთ რაღაცას მიგდებს საიტებზე რომ შევდივარ რამდენიმე წამით და მერე უცებ თავისით შედის საიტზე ჩვეულებრივად, ეშველება რამე?

 

Untitled.jpg

Link to comment
Share on other sites

ეგ თვითონ ბრაუზერის ან ინტერნეტის ბრალიც იყოს შეიძლება, არაა აუცილებელი ლან კარტის დრაივერი ატრაკებდეს, ან თვითონ ვინდოუსი ურევდეს რაღაცას მომენტებში, ბევრ საიტებზე გიკეთებს თუ მარტო ზოგიერთებზე, შეიძლება ბლოკავდეს რამე დოსტუპს არ ვიცი 

Link to comment
Share on other sites

8 hours ago, George said:

ეგ თვითონ ბრაუზერის ან ინტერნეტის ბრალიც იყოს შეიძლება, არაა აუცილებელი ლან კარტის დრაივერი ატრაკებდეს, ან თვითონ ვინდოუსი ურევდეს რაღაცას მომენტებში, ბევრ საიტებზე გიკეთებს თუ მარტო ზოგიერთებზე, შეიძელბა ბლოკავდეს რამე დოსტუპს არ ვიცი 

სხვა ბრაუზერზე არ დავკივირვებივარ სიმართლე რომ ვთქვა , ისე ვინოდუს 7ზე არ შვებოდა რამე მაგდაგვარს, რავიცი არც თუ ისე იშვიათად აგდებს, დიდად შემაწუხებელი არ არის მაგრამ რავიცი რატომ უნდა იყოს თუ სწორდება, ამიტომ დავინტერესდი. ისე ლან დრაივერი არ დამიყენებია ხელით , თვითონ დააყენა ვინოდუს 10მა და თუ მუშაობს ესე იგი წესით დრაივერი არ უნდა იყოს პრობლემა. ინტერნეტის სიჩქარეც როგორიც ქონდა 7ზე ისეთივე აქვს.

Link to comment
Share on other sites

დღეს ჩავრთე კომპიუტერი და ინტერნეტს აღარ უკავშირდებოდა, ქსელის კაბელის თავთან აღარ ციმციმებს არაფერი, ქსელის კაბელი შევაერთე სხვა მოწყობილობაზე (ნოუთბუქზე) და ჩვეულებრივად ჩართო ინტერნეტი ნოუთბუქზე, ანუ მუშაობს კაბელი, ვინდოუს აფდეითიც ვცადე და ისე სხვა პროგრამის დაყენებაც ხელით. ახლა მობილურის usb მაქვს დაერთებული კომპზე და ისე მაქვს გადაყვანილი ინტერნეტი და მუშაობს ჩვეულებრივად. რისი ბრალი უნდა იყოს ? თუ რამე მოწყობილობის ბრალია მობილურიდან ინტერნეტი უნდა გადადიოდეს ? თუ usb სხვა თემაა საერთოდ და მაგიტომ მუშაობს ამ შემთხვევში ინტერნეტი?

Link to comment
Share on other sites

ქსელის კარტას აჩვენებს დევაის მენეჯერში?

Link to comment
Share on other sites

კი

2 hours ago, Gogla1990 said:

ქსელის კარტას აჩვენებს დევაის მენეჯერში?

image.png.df4f4d7aec4e933b150b5953eff4e723.png

ხო მართლა დამავიწყდა დაწერა , მე არ ვიჯექი კომპტან და ამიტომ ზუსტად არ ვიცი რა დაწერა მაგრამ ვინც ჩართო მითხრა ასეთი ეწერაო image.thumb.png.a552724c7344ef29dc7167e8804a6f2f.png

Link to comment
Share on other sites

შეიძლება დრაივერი ატრაკებს, სცადე სხვა ვერსიის ჩაწერა

Link to comment
Share on other sites

34 minutes ago, Gogla1990 said:

შეიძლება დრაივერი ატრაკებს, სცადე სხვა ვერსიის ჩაწერა

რავიცი რაღაცა ეჭვი მაქვს მოწყობილობის მბრალი არ იყოს თან გუგლში სადაც ვნახე წერენ რო თუ არ ანათებს საერთოდ ქსელის კაბელის შესაერთებელთანო ადაპტერის ბრალი იქნებაო , თან ვინოდუსი რომ გადავაყენე კარგად მუშაობდა ეს რამდენიმე კვირა

Link to comment
Share on other sites

დღეს ჩავრთე კომპიუტერი და ინტერნეტი თავისით ჩაირთო და მუშაობს ჩვეულებრივად

Link to comment
Share on other sites

აქვე დავწერ ახალი თემის გახსნას, ვინდოუს 7ზეც შვებოდა ასე და 10ზეც ასეა, ფეისბუქის ვიდეოს რომ ვრთავ ძალიან იმატებს პროცესორის ქულერის ხმა ანუ იტვირთება პროცესორი, მერე შეიძლება გამოირთოს კიდევაც კომპიუტერი და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ცოტა ფლეშზეც ჭედავს , მაგალითად სლოტების თამაშის დროს ცოტა დაყოვნება აქვს, პროცესორი რაც მიწერია პროფილში ის არის და ვიდეო კარტა გამოცვლილი მაქვს GT 210 არის ჩადგმული :D , შეიძლება ასეთი ჭედვები სიძველის ბრალი იყოს? დედაპლატასაც ვაბრალებ უკვე იმდენი პატარ-პატარა რაღაცეები დაეწყო, მაუსის კურსორზე იკარგება კონტროლი ხანდახან თამაშობს თავისით და მერე უსბს რომ გამოავერთებ და შევაერთებ სწორდება. ის ბრტყელი ელემენტი რომ იყოს დაცლილი დრო ხომ უნდა იყოს არეული თუ არა?

Link to comment
Share on other sites

პროცესორის ტემპერატურა ნახე დატვირთვისას

Link to comment
Share on other sites

36 minutes ago, Gogla1990 said:

პროცესორის ტემპერატურა ნახე დატვირთვისას

დაუტვირთავზეა ასე და ქვევით ვოლტაჟები ნორმალურია? ვოლტაჟებში ვერ ვერკვევი საერთოდ სად რამდენი უნდა იყოს. დატვირთულზეც ვიზამ მოგვიანებით.

image.thumb.png.7612f8bfe4f737968483d747a68f9e24.png

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.