Jump to content

Intel-ის დრაივერში ჩამოთვლილია სამომავლო დისკრეტული ვიდეო დაფები და პროცესორები 2025 წლამდე


Recommended Posts

ახალი დრაივერების გამოსვლა ხშირად ავლენს ცნობებს სამომავლო პროდუქტებთან დაკავშირებით. მაგალითად, მიმდინარე კვირაში Intel-მა გამოუშვა დრაივერების ახალი ნაკრები მე-11 თაობის NUC-სისტემებისთვის, რომელშიც უკვე ჩამოთვლილია მოსალოდნელი მე-3 თაობის გრაფიკული პროცესორები, აგრეთვე პროცესორები, რომლებიც 2025 წლამდე პერიოდში უნდა გამოვიდეს. 

image.jpeg 

გარდა იმისა, რომ ჩამონათვალში შედის Intel-ის მრავალი უკვე ხელმისაწვდომი პროცესორი, ასევე ინტეგრირებული და ავტონომიური გრაფიკული პროცესორები, ახალი დრაივერის iigd_ext.inf ფაილში ნახსენებია ბევრი გამოუცემელი პროდუქტი, მათ შორის: 

  • დისკრეტული გრაფიკული პროცესორები Arc Alchemist 'DG2'(სულ 32) 

  • ორი გრაფიკული პროცესორი DG კოდური სახელწოდებით "Elasti", იგი დამყარებულია არქიტექტურა Battlemage-ზე, რომელიც, როგორც ითვლება, DG3 სერიას ეკუთვნის (უნდა გამოვიდეს 2023 წელს). 

  • მობილური პროცესორები Alder Lake (გამოშვება დაგეგმილია 2022 წლის დასაწყისში) 

  • პროცესორები Raptor Lake (მოსალოდნელია 2022 წელს) 

  • პროცესორები Meteor Lake (მოსალოდნელია 2023 წელს) 

  • Arrow Lake (მოსალოდნელია სავარაუდოდ 2024 წელს) 

  • პროცესორები Lunar Lake (მოსალოდნელია, რომ ბაზარზე გამოვა 2025 წელს) 

კოდური სახელების აღმოჩენა, რომლებიც უკვე საკმაოდ კარგად არის ცნობილი, საკმარისი დადასტურებაა იმისა, რომ ეს პროდუქტები მართლაც შემუშავების პროცესშია. იმავდროულად, ახლა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Intel-ის მომავალ პროცესორებს ექნებათ გრაფიკული პროცესორები, რომლებიც დაფუძნებულია Alchemist (DG2) ან Battlemage (DG3) არქიტექტურაზე, ა არა Xe-LP-ზე (DG1), რომელსაც Intel იყენებს როგორც Tiger Lake-ის, ასევე Alder Lake-ის შემთხვევაში. 

კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ დრაივერში ასევე მოხსენიებულია გრაფიკული პროცესორების სამომავლო სერიები - Intel Arc A380, Arc A350, Arc A370M, Arc A350M და Iris Xe A200M. 

ჯერჯერობით ამ სერიების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ Arc A380 და Arc A350 სერიები არის დისკრეტული გრაფიკული პროცესორები დესკტოპ კომპიუტერებისთვის, ხოლო Arc A370M და Arc A350M სერიები - ლეპტოპებისთვის განკუთვნილი დისკრეტული GPU-ები. მის საპირისპიროდ, Iris Xe A200M არის ან საწყისი დონის დისკრეტული გრაფიკული ჩიპი (ნაკლებად სავარაუდოა) ან უფრო დიდი ალბათობით Intel-ის შემდეგი თაობის ინტეგრირებული გრაფიკული სერია. იმის გათვალისწინებით, რომ Intel-ის Arc Alchemist ჩიპების ხაზი სავარაუდოდ შედგება ორი ASIC-ისგან, სახელები A380 / A370M და A350 / A350M საკმაოდ კარგად წარმოადგენენ ამას. 

საუბარი ეხება დრაივერ Intel Graphics DCH-ს, რომელიც მე-11 თაობის 30.0.101.9999 ვერსიის Intel NUC Kit-ისთვისაა განკუთვნილი, და გამოქვეყნებულია 14 დეკემბერს. @Komachi_Ensaka, რომელმაც აღმოაჩინა დრაივერი, ვარაუდობს, რომ ვერსიის ნომერი 9999 მიუთითებს, რომ ეს არის სატესტო დრაივერი, თუმცა დრაივერის ბეტა ვერსიის შენახვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე დღის განმავლობაში უცნაურია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.