Jump to content

OPPO Find X4-ს ექნება 4-ნანომეტრიანი ჩიპი Dimensity 9000, 120-ჰერციანი LTPO დისპლეი, 80-ვატიანი დამუხტვა და Android 12


Recommended Posts

ჩინური კომპანია OPPO ახალი თაობის ფლაგმანურ სმარტფონ Find X-ს 2022 წლის დასაწყისში წარადგენს. შევა თუ არა ხაზში Neo და Lite მოდელები - ჯერ არ არის დაზუსტებული, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ მასში სტანდარტულ OPPO Find X 4-თან ერთად წარმოდგენილი იქნება Pro ვერსია. სტანდარტული ვარიანტის ტექნიკური მახასიათებლები უკვე ხელმისაწვდომია ინტერნეტში. 

image.png 

4-ნანომეტრიანი ერთკრისტალიანი სისტემა Dimensity 9000 იქნება მომავალი ფლაგმანის სილიკონის გული. მობილური პროცესორი იმუშავებს 8 GB ან 12 GB LPDDR5 ოპერატიულ მეხსიერებასთან ტანდემში. UFS 3.1 მუდმივი მეხსიერების მოცულობა შეადგენს 256 ან 512 გბ-ს. 

OPPO Find X4-ის კვების ქვესისტემის სახით წარმოდგენილი იქნება 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელსაც გააჩნია როგორც სადენიანი, ასევე უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. დამუხტვის სიმძლავრეა 80 და 50 ვატი, შესაბამისად. 

image.jpeg 

სმარტფონს ექნება სამმოდულიანი ძირითადი კამერა მიკროსკოპის გარეშე, რომელიც ამჟამინდელი აობის მოდელებშია წარმოდგენილია. მოცემულ მასალაში გამოყენებულია OPPO Find X3 და Find X3 Pro მოდელების ფოტომასალა, რადგან მომავალი თაობის სმარტფონების რენდერები ამ ეტაპზე არ არსებობს. 

მთავარი და ულტრაფართოკუთხიანი კამერების გაფართოება 50 მეგაპიქსელია. სენსორების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ არსებობს. მესამე კომპონენტი იქნება 13-მეგაპიქსელიანი ტელეობიექტივი ხარისხის კარგვის გარეშე ოპტიკური ზუმის შესაძლებლობით. მომხმარებლები შეძლებენ ვიდეოს გადაღებას 4K ULTRA HD ფორმატში კადრების 60 FPS სიხშირით. 

image.png 

OPPO Find X4-ში აგრეთვე ვიხილავთ 120-ჰერციან LTPO AMOLED პანელს, რომლის ზომაა 6.78 დუიმი, გაფართოება კი - Wide Quad HD+. სხვა მახასიაებლებიდან აღსანიშნავია Wi-Fi 5.8 გჰც სიხშირით, Bluetooth 5.2 და თანდაყოლილი Android 12 ოპერაციული სისტემის სახით, რომელსაც დაემატება პროგრამული უზრუნველყოფა ColorOS 12. სმარტფონების ფასი ჯერჯერობით უცნობია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.