Jump to content

NVIDIA GeForce RTX 3090 Ti 27 იანვარს გამოვა


Recommended Posts

ცნობილი გახდა გარკვეული ინფორმაცია GeForce RTX 30 სერიის ფლაგმან GeForce RTX 3090 Ti დაფის შესახებ. ვიდეო დაფის გამოშვების დოკუმენტი იმდენად ახალია, რომ მასში ანონსის თარიღიც არ არის მითითებული. როგორც ცნობილია, კომპანია NVIDIA წინასწარ აცნობებს თავის პარტნიორებს საკუთარ პროდუქციაზე ამა თუ იმ სახის აკრძალვების მოხსნის ვადების შესახებ. ხსენებული დოკუმენტი მოიცავს ყველა თარიღს, რაც მზადებაში არსებულ პროდუქტს უკავშირდება, მასში აგრეთვე შედის განცხადება დაფის შესახებ, ნიმუშების მიმოხილვა, გაყიდვაში გამოსვლის თარიღები. RTX 3090 Ti მოდელის პირველ ოფიციალურ დოკუმენტში მოცემულია გაყიდვის დაწყების თარიღი - 27 იანვარი. 

image.png 

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 17 დეკემბერს NVIDIA დააანონსებს 16 გბ მოცულობის მქონე ვიდეო დაფა RTX 3070 Ti-ს. ეს დაფა 11 იანვარს გამოვა. არაოფიციალური ცნობების თანახმად ვიდეო დაფას ექნება იმდენივე CUDA ბირთვი, რამდენიც აქვს ორიგინალ 8 გბ მოცულობის მქონე მოდელს, ასევე ექნება ანალოგიური ტაქტის სიხშირეები. შესაბამისად, ახალი დაფა დამყარებული იქნება 6144 CUDA ბირთვის მქონე სრულფასოვან გრაფიკულ პროცესორ GA104-ზე (GA104-401). RTX 3070 მოდელან შედარებით წარმადობის დიდი მატება მოსალოდნელი არ არის.  

27 იანვრისთვის ასევე დაგეგმილია Nvidia Ampere სერიის უმცროს წარმომადგენელ RTX 3050 დაფის დებიუტი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.