Jump to content

ASUS-მა წარადგინა ახალი ბიზნეს-ლეპტოპები ExpertBook B5 - OLED დისპლეით


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა დააანონსა ახალი თაობის პორტატული კომპიუტერები ExpertBook B5, რომლებიც განკუთვნილია კორპორატიული მომხმარებლებისთვის. სერია მოიცავს სტანდარტულ ExpertBook B5 მოდელს, ასევე ტრანსფორმირებად ვერსია ExpertBook B5 Flipს. 

image.jpeg 

წყარო: ASUS 

კომპაქტურ ლეპტოპებს აქვთ 13.3-დუიმიანი OLED დისპლეი. გამოყენებულია Full HD ფორმატის მატრიცა 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით. უზრუნველყოფილია 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერა. ლეპტოპ ExpertBook B5 Flip-ის ზედა ნაწილი ბრუნავს 360 გრადუსით, რაც შესაძლებელს ხდის მოწყობილობა გარდაიქმნას სენსორული მართვის მქონე პლანშეტად. 

image.jpeg 

პორტატულ კომპიუტერ ExpertBook B5-ში მოცემულია ოთხბირთვიანი პროცესორი Intel Core i5-1135G7 ტაქტის სიხშირით 4.2 გჰც-მდე, მოდიფიკაცია ExpertBook B5 Flip-ში კი - ჩიპი Intel Core i7-1165G7, რომელსაც აქვს ასევე ოთხი ბირთვი, სიხშირე კი - 4.7 გჰც-მდე. 

მაქსიმალურ კონფიგურაციაში ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 48 გბ-ს შეადგენს. შესაძლებელია M.2 NVMe PCIe 3.0 ფორმატის 512 გბ ან 1 ტბ მოცულობის SSD-ის განთავსება (ტრანსფორმირებად მოდელში). 

image.jpeg 

აღჭურვილობაში შედის კლავიატურა განათებით, 720p ფორმატის ვებ-კამერა, Wi-Fi 6 (802.11ax) და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები. ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB 3.2 Gen 2 Type-A, Thunderbolt 4 (×2) და HDMI 2.0b, აგრეთვე სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. გათვალისწინებულია თითის ანაბეჭდის სკანერი მომხმარებლის ბიომეტრიული იდენტიფიკაციისთვის. 

ლეპტოპი ExpertBook B5 გაიყიდება დაახლოებით 1300 აშშ დოლარად, მოდიფიკაცია ExpertBook B5 Flip-ის ფასი კი 1700 აშშ დოლარიდან იწყება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.