Jump to content

Xiaomi-ის გეიმინგ სმარტფონი მსოფლიოში ყველაზე მაღალი წარმადობის სმარტფონის სტატუსს ინარჩუნებს


Recommended Posts

ბენჩმარკ AnTuTu-ს ავტორებმა გამოაქვეყნეს ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სმარტფონების წარმადობის ახალი რეიტინგი. Xiaomi-ს გეიმინგ მოდელი კვლავ ჩამონათვალის ლიდერია და კონკურენტებს მასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. 

image.png 

საუბარია ერთკრისტალიან სისტემა Snapdragon 888+-ზე მომუშავე Xiaomi Black Shark 4S Pro-ზე. მიმდინარე წლის ნოემბრის შეჯამებით 16 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდიფიკაციამ 875382 ქულის მოგროვება შეძლო. ჯერჯერობით ეს გახლავთ ბენჩმარკის რეკორდი, თუმცა მალე ბაზარზე გამოვა ახალი თაობის ფლაგმანები ჩიპით Snapdragon 8 Gen1, რომლებიც 1 მილიონ პუნქტზე მეტის მოგროვებას შეძლებენ. 

მანამდე კი ლიდერობენ მოწყობილობები SoC Snapdragon 888+-ით. მეორე ადგილზეა მოდელი კვლავ ამ მობილური პლატფორმით და ეს არის გეიმინგ სმარტფონი Nubia Red Magic 6S Pro – 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით. სხვაობა 23 ათას ქულას შეადგენს. 

მესამე ადგილზეა iQOO 8 Pro. ეს არის ჩინურ კომპანია Vivo-ს სმარტფონი, რომელიც ასევე გვევლინება, როგორც გეიმინგ სმარტფონი, თუმცა გრეგნულად ჩვეულებრივ სმარტფონს მოგვაგონებს. ტესტებში თავი ყველაზე უკეთ წარმოაჩინა ვერსიამ 12 გბ ოპერატიული მეხსიერებითა და ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 888+-ით. 846663 ქულით სმარტფონი მესამე ადგილზეა. 

image.jpeg 

ტოპ-ათეულში სულ მოხვდა ხუთი სმარტფონი პროცესორით Snapdragon 888+. ზემოთხსენებული სამი სმარტფონის გარდა კიდევ ორი მოხვდა მეხუთე და მეექვსე ადგილებზე. ესენია vivo X70 Pro+ 12 გბ და ASUS ROG Phone 5s – 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით. პირველმა ფლაგმანმა მოაგროვა 835275 ქულა, მეორემ - 831627. 

მეოთხე ადგილზე შემცირებული სიხშირის მქონე ერთკრისტალიანი Snapdragon 888 პროცესორის გამოყენების მიუხედავად მოხვდა Xiaomi Black Shark 4 Pro 12 გბ ოპერატიული მეხსიერებით და 837792 ქულით. 

image.jpeg 

Snapdragon 888 ჩიპზე მომუშავე შემდეგი მოდელი iQOO 8 მეშვიდე ადგილზეა 829916 ქულით. ამავე პროცესორის მქონე გეიმინგ სმარტფონი Lenovo Legion 2 Pro მერვე ადგილზეა 10 ათასით ნაკლები ქულით. ათეულს ხურავენ OPPO Find X3 Pro და Realme GT. მათაც აქვთ Snapdragon 888, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა - 12 გბ. OPPO-ს ფლაგმანმა Realme 200 ქულით ჩამოიტოვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.