Jump to content

AMD-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნახევრადგამტარ კომპონენტებზე დეფიციტის დასრულების ვადა დაასახელა და გააზიარა 2022 წლის გეგმები


Recommended Posts

Counterpoint Research-ის ანალიტიკოსების ინსაიდერულმა ინფორმაციამ გამოავლინა ნახევრადგატარი კომპონენტების ბაზარზე არსებული გლობალური უთანასწორობის პრობლემა. ამრიგად, Apple არა მხოლოდ ირჩევს საუკეთესო ტექნოლოგიებს ერთი წლით ადრე, ვიდრე სხვა კომპანიების უმეტესობა, არამედ ფლობს TSMC-ის ყველა შეკვეთის 53%- (5-7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესები). 24%-იანი წილი დის Qualcomm-ზე, დანარჩენი კომპანიები კი იძულებულნი არიან გაინაწილონ დარჩენილი 23%. უმნიშვნელო მომხმარებლებზე რომ ვსაუბრობდეთ, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა საერთოდ არ წამოწეულიყო ეს თემა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია NVIDIA-ზე, MediaTek-სა და AMD-ზე. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ტაივანური საკონტრაქტო კომპანიის სიმძლავრის მხოლოდ 5%- იღებს და ურთულეს მდგომარეობაშია. 

image.jpeg 

საქმე ის არის, რომ AMD რამდენიმე ბაზარს შორის იხლიჩება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია კონსოლების მწარმოებლების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რადგან ეს არის პრიორიტეტული სფერო, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში მოაქვს სტაბილური შემოსავალი და არაერთხელ გადაურჩენია წითლები გაკოტრებისგან. მეორე ადგილზეა სერვერის პროცესორები, რომლებიც უზარმაზარი მარჟებით იყიდება. მესამე დესკტოპ-პროცესორების სექტორი და სადღაც ბოლოსკენ - გრაფიკული ჩიპები. AMD-ის ტექნიკური დირექტორი და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარკ პეპერმასტერი რამდენიმე დღის წინ BusinessLine- ესაუბრა. მან გაზიარა განვითარების სტრატეგია და საკუთარი ხედვა კომპანიის მომავლის შესახებ. 

პირველ რიგში, მარკმა განაცხადა, რომ AMD მართლაც განიცდიდა ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტს, მაგრამ მაინც უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ათობით და ასობით სხვა კომპანია. ეს ყველაფერი მაღალტექნოლოგიური პროცესების გამოყენებას უკავშირდება. როგორც გაირკვა, ბევრ მომხმარებელი უპირატესობას უფრო მომწიფებულ, ძველ და გამოცდილ ტექნპროცესებს ანიჭებს, რამაც გამოიწვია არა მხოლოდ ფასის მკვეთრი ზრდა, არამედ ასეთი ჩიპების გაქრობაც. ამავდროულად, AMD იყენებს ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე 7-ნანომეტრიან საწარმოო პროცესს, ამიტომ ამ მიმართულებით ბევრი კონკურენტი არ ჰყავს. შესაძლოა მარკი ცოტათი არაგულწრფელია, როდესაც საუბრობს 2022 წელს Zen 4 არქიტექტურაზე დაფუძნებული დესკტოპ-პროცესორების შემდეგი თაობის გამოშვების გეგმებზე: ყველას კარგად გვახსოვს, რომ თავდაპირველად მათი გამოშვება 2021 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ Apple მყარად ჩაეჭიდა 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესს და მას არავის გაუყოფს, სანამ უფრო მოწინავე ტექნოლოგიას არ მიიღებს.  

ნახევრადგამტარი კომპონენტების კრიზისის დასრულებასთან დაკავშირებით მარკს პესიმისტური პოზიცია აქვს. მისი თქმით, ვითარების გაუმჯობესებას მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის შეძლებენ და  2023 წლისთვის უნდა ველოდოთ პროცესორების, ვიდეო დაფების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების დეფიციტის სრულად დასრულებას. გარდა ამისა, მარკი ელოდება შემოსავლების ზრდას 2021 წლის მეოთხე კვარტალში, რომელიც განპირობებულია სერვერების ბაზრის ზრდით და სტაბილურად მაღაი მარჟებით. ვინაიდან ვიდეო დაფები ინტერვიუში ნახსენები არ იყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ AMD-ს უბრალოდ არაფერი აქვს მათ შესახებ სათქმელი. საჭიროა  ნახევრადგამტარების კრიზისის დასრულებას დაველოდოთ. ყველაზე მოუთმენლებს კი შეუძლიათ სცადონ ბედი 2022 წლის პირველ ნახევარში, როცა ბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტური ვიდეო დაფები გამოვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.