Jump to content

AMD-ს და NVIDIA-ს ბოლო თაობების თითქმის ყველა ვიდეო დაფა ამჟამად სარეკომენდაციო ფასზე ორჯერ ძვირად იყიდება


Recommended Posts

მიმდინარე თვეში ერთ წელი სრულდება Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფების გამოსვლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში დაფების ფასი არ გატოლებია და არც მიახლოებია სარეკომენდაციო ღირებულებას, იმავე სიტუაციაშია 2020 წლის სექტემბერში გამოსული GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფებიც. 3DCenter-ისა და HardwareUnboxed-ის უახლესი მონაცემებით მიმდინარე თაობის გრაფიკული ამაჩქარებლების თითქმის ყველა მოდელის ფასი 21 ნოემბრის მდგომარეობით ორჯერ მაღალია სარეკომენდაციო ფასთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

ევროპაში, კერძოდ გერმანიასა და ავსტრიაში, რომელთა ბაზრებს იკვლევს 3DCenter, GeForce RTX 30 სერიის ვიდეო დაფები ოქტომბრიდან კიდევ უფრო გაძვირდა. ამავდროულად, Radeon RX 6000 მოდელების ფასები ოდნავ დაეცა. წყაროს ცნობით, ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ საცალო მოვაჭრეებმა მიიღეს Radeon RX 6800 მოდელების ახალი პარტია, რამაც შეამცირა საშუალო ფასი მთელ სერიაზე. GeForce RTX 30 სერიის გრაფიკული დაფები ახლა საშუალოდ 95%-ით უფრო ძვირია, ვიდრე მწარმოებლის რეკომენდაცი. თუმცა, მაგალითად, GeForce RTX 3080-ის ღირებულება დაახლოებით 1500 ევროა, რაც ორჯერ მეტია რეკომენდებულ 719 ევროზე. 

image.png 

GeForce RTX 30 და Radeon RX 6000 დაფების ფასები გერმანიასა და ავსტრიაში. წყარო: 3DCenter.org 

 

YouTube-არხ HardwareUnboxed-ის ამერიკული ბაზრის ფასების ახალი ანალიზი ასევე აჩვენებს GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფებზე ფასების ზრდას. თითქმის ყველა მოდელი შემოთავაზებულია სარეკომენდაციო ფასზე ორჯერ ძვირად GeForce RTX 3080 Ti მოდელის გარდა. იგი თავიდანვე გამოვიდა გაზრდილი სარეკომენდაციო ფასმაჩვენებლით. ამჟამინდელ პირობებში კი იგი სარეკომენდაციოზე 60%-ით ძვირია. საერთო ჯამში, GeForce RTX 30 სერია სავაჭრო პლატფორმა eBay-ზე შემოთავაზებულია საშუალოდ 113%-ით მეტ ფასად. ოქტომბრის შემდეგ მაჩვენებელმა 6%-ით მოიმატა. 

image.jpeg 

GeForce RTX 30-სერიის ფასი eBay-ზე. წყარო: HardwareUnboxed 

image.jpeg 

Radeon RX 6000-ის ფასები ასევე უფრო მაღალია, ვიდრე გასულ თვეში იყო. საშუალოდ, AMD გრაფიკული დაფები ორჯერ ძვირია. ოქტომბერთან შედარებით აშშ-ში ეს სერია 9%-ით გაძვირდა. 

image.jpeg 

Radeon RX 6000-ის ფასები eBay-ზე. წყარო: HardwareUnboxed 

image.jpeg 

ორივე წყარო აღნიშნავს, რომ ვიდეო დაფების რეალური ფიზიკური ხელმისაწვდომობა არ არის პრობლემა - ამაჩქარებლები მაღაზიებში მარაგშია. თუმცა, მათი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად, აგრეთვე კომპიუტერის სხვა კომპონენტების ნაკრების გარეშე, შეუძლებელი ამოცანაა. საცალო მოვაჭრეები არ აპირებენ მარჟის შემცირებას, რადგან დისტრიბუტორებს არ სურთ გრაფიკულ დაფებზე ფასის დაკლება. კრიპტოვალუტების მზარდი ღირებულება და მომავალი სადღესასწაულო სავაჭრო სეზონი ნამდვილად არ უწყობს ხელს ამაჩქარებლების სტაბილიზაციას და ფასების შემცირებას. 

 

Link to comment
Share on other sites

მაგათ მალე ალბათ ინტელიც მიურთდება თავის კარტებს როცა გამოუშვებს რამდენიმე თვეში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.