Jump to content

Qualcomm-ის მოდემები გამოყენებული იქნება iPhone-ების მხოლოდ 20%-ში 2023 წელს - Apple საკუთარ ჩიპებს გამოიყენებს


Magdalena

Recommended Posts

Qualcomm ემზადება სიტუაციისთვის, რომ Apple გამოუშვებს ფიჭური კავშირის საკუთარ მოდემებს, რომლებიც 2023 წელს Qualcomm-ის ჩიპებს ჩაანაცვლებენ. ინვესტორებისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე Qualcomm-ის ფინანსურმა დირექტორმა Akash Palkhiwala-მ განაცხადა, რომ Qualcomm გეგმავს 2023 წელს Apple-ს მიაწოდოს მოდემების 20%. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, Qualcomm-ის ჩიპები გამოყენებული იქნება iPhone-ების მხოლოდ 20%-ში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MacRumors 

როგორც ჩანს, 2022 წელი იქნება ბოლო, როდესაც Qualcomm iPhone-ებისთვის განკუთვნილი მოდემების ერთადერთი მომწოდებელი იქნება. Apple უკვე ბევრი წელია მუშაობს ფიჭურ ქსელებთან დაკავშირებისთვის განკუთვნილ საკუთარ ჩიპებზე და გავრცელებული ხმების თანახმად კომპანია მოდემების გამოსაშვებად მზად 2023 წლისთვის იქნება. 

ჯერ კიდევ მაისში ცნობილმა ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მ თქვა, რომ 5G კავშირისთვის განკუთვნილი ჩიპები დებიუტი შედგება iPhone-ებში 2023 წელს, რაც შეესაბამება Qualcomm-ის მონაცემებს. თუ ეს მოხდება, Apple სავარაუდოდ გამოიყენებს საკუთარ ჩიპებს უმეტეს ქვეყნებში და Qualcomm-ს დაეყრდნობა მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში. ასევე შესაძლებელია, რომ Apple-ის საკუთარი მოდემები გამოიყენებოდეს ახალ ფლაგმანურ მოდელებში, ხოლო Qualcomm-ის პროდუქტები გამოყენებული იქნება ძველ გადაწყვეტილებებში, ასევე შედარებით ხელმისაწვდომ სმარტფონებში, როგორიცაა iPhone SE. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Apple ცდილობს უარი თქვას Qualcomm-ის მოდემების გამოყენებაზე. კომპანიას სურდა iPhone 12-ის Intel-ის 5G ჩიპებით აღჭურვა, მაგრამ „ლურჯმა“ პროდუქცია Apple-ის მოლოდინ ვერ გაამართლა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.