Jump to content

Xiaomi 12 mini-ს ექნება Snapdragon 870, 120-ჰერციანი ეკრანი, 108-მეგაპიქსელიანი კამერა და IP68 სტანდარტის დაცვა


Recommended Posts

ჩინური კომპანია Xiaomi მიმდინარე წელს ახალი თაობის მინიმუმ ორ ფლაგმანურ სმარტფონს წარადგენს. ერთ-ერთი მათგანია კომპაქტური Xiaomi 12 mini. ამჟამად სმარტფონის შესახებ თითქმის ყველაფერი ცნობილი. 

image.png 

სამომავლო სმარტფონი აგებული იქნება 7-ნანომეტრიან მობილურ პროცესორ Qualcomm Snapdragon 870-ზე, რომლის შემადგენლობაში შედის ბირთვები მაქსიმალური 3.2 გჰც სიხშირით და გრაფიკა - Adreno 650. მეხსიერების მხრივ საბაზისო მოდიფიკაციას ექნება 8 გბ LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერება და 128 გბ მოცულობის UFS 3.1 ფლეშ-მეხსიერება. კომპაქტური ფლაგმანი აგრეთვე წარმოდგენილი იქნება 256 გბ მეხსიერების მქონე ორ მოდიფიკაციად. 

Xiaomi 12 mini-ში წარმოდგენილი იქნება ოთხმოდულიანი ძირითადი კამერა, რომელშიც შედის Samsung-ის სენსორის ბაზაზე აგებული 108-მეგაპიქსელიანი სენსორი. დანარჩენი სამი მოდულის ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ დაზუსტებულა. ასევე უცნობია სელფი კამერის პარამეტრებიც.  

სმარტფონის ერთ-ერთი განსხვავებული მახასიათებელი იქნება დისპლეი. მოდელის დასახელებიდან გამომდინარე ლოგიკურია ვარაუდი, რომ მას მცირე ზომის ეკრანი ექნება. მაგალითად, iPhone 13 mini-ს დიაგონალი 5.4 დუიმს შეადგენს, ASUS ZenFone 8-ს დიაგონალი, რომელიც თავდაპირველად ფიგურირებდა, როგორც ZenFone 8 mini – 5.9 დუიმია. Xiaomi-ს მინი-ვერსიის დისპლეის ზომა კი 6.28 დუიმს შეადგენს. 

რა ტიპის მატრიცა იქნება გამოყენებული Xiaomi 12 mini-ში, ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა, მაგრამ ცნობილია სხვა ძირითადი მახასიათებლები. კერძოდ, ეკრანის კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი, სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი - 1500 ნიტი, მხარდაჭერილია Dolby Vision და HDR10+. სმარტფონს ექნება ბრტყელი პანელი გადახრილი გვერდების გარეშე და ფრონტალური კამერისთვის განკუთვნილი ჭრილი ზედა ნაწილში. 

კომპლექტში არსებული ბატარეის მოცულობა 4200 მა/სთ-ს შეადგენს. კომპაქტურ სმარტფონს აქვს 67-ვატიანი სადენიანი და 50-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. მოწყობილობა დაცული იქნება წყლისა და მტვრისგან IP68 სტანდარტის შესაბამისად. ჯერჯერობით მსგავსი მახასიათებელი აქვს Xiaomi-ს მხოლოდ ორ სმარტფონს - Mi 11 Pro-სა და Mi 11 Ultra-ს. 

Xiaomi 12 mini-ს ექნება სტერეოდინამიკები Dolby Atmos-ის მხარდაჭერით, Wi-Fi 5.8 გჰც სიხშირით და Bluetooth 5.2. სმარტფონის წონაა 176 გრამი, კორპუსის სისქე - 7.96 მმ. მოწყობილება გაყიდვაში გამოვა ოპერაციულ სისტემა Android 11-ითა და საფირმო MIUI 12.5-ით, მომხმარებელს დიდხანს არ მოუწევს ლოდინი Android 12-სა და MIUI 13-სთვის. 

8/128 გბ ვერსიის ფასია 565 აშშ დოლარი, 8/256 გბ ვერსიისა - 610 აშშ დოლარი. 12 /256 გბ მოდიფიკაციის ღირებულება კი 675 აშშ დოლარი იქნება. სმარტფონის პრეზენტაცია 21 დეკემბერს შედგება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.