Jump to content

Google Pixel 6-მა მიიღო ადრეული წვდომა გულისცემის და სუნთქვის რიტმზე თვალყურის დევნებაზე


Recommended Posts

image.jpeg 

Google Pixel 6-მა და Pixel 6 Pro-მ მიიღეს განახლება, რის შედეგად დაემატა გულისცემის რიმისა და სუნქვის თვალყურის დევნების ფუნქცია. ამჟამად ეს ფუნქცია ექსკლუზიურია Pixel სერიის სმარტფონებისთვის. 

ფუნქციები პირველად წარმოდგენილ იქნა Pixel-ის ხაზში მიმდინარე წელს, თუმცა გამოშვებისას ხელმისაწვდომი არ იყო აპლიკაცია Google Fit-ში Pixel 6-ისა და Pixel 6 Pro-ს შემთხვევაში.  

Pixel 6-ის ზოგიერთმა მფლობელმა განაცხადა, რომ გულისცემის და სუნთქვის თვალყურის ფუნქცია ჯერ კიდევ მიუწვდომელია მათ სმარტფონებში. სავარაუდოდ, ახალი ფუნქციები ადეულ წვდომაშია ზოგიერთი მომხმარებლისთვის. ისინი განთავსებულია Google Fit აპლიკაციაში და საჭიროა მისი განახლება, რათა შეამოწმოთ, არის თუ არა თქვენთვის ხელმისაწვდომი ახალი ფუნქციები. 

Google-მა განაცხადა, რომ მომავალში გულისცემის და სუნთქვის თვალყურის დევნება სხვა Android-სმარტფონებშიც გამოჩნდება. თუ თქვენ ფლობთ Google Pixel 3-ს ან უფრო ახალ Google-სმარტფონს, წვდომას მიიღებთ ამ ფუნქციებზე უახლოეს მომავალში. Pixel-ის ახალი ფუნქციების ნახვა შეგიძლიათ Google Fit აპლიკაციაში. პირველი ჩანართი, სახელწოდებით „მთავარი, შემოგავაზებთ შეამოწმოთ, ფლობთ თუ არა თავსებად მოწყობილობას. 

უმეტესობა სმარტ-საათების და ფიტნეს-ტრეკერებისგან განსხვავებით Pixel 6-ს და Pixel 6 Pro-ს არ გააჩნია სპეციალური პულსის მზომი ან სუნთქვის სენსორი, ამიტომ აპლიკაცია იყენებს სმარტფონის კამერებსა და ფლეშ-განათებას. 

გულისცემის რითმის გასაზომად Google უკანა კამერას იყენებს. იგი მოგთხოვთ დაჯდეთ კარგად განათებულ ადგილას და დაადოთ თითი უკანა კამერის ზედაპირს. შემდეგ საჭიროა დაახლოებით 30 წამის განმავლობაში გაუნძრევლად ჯდომა, სანამ იგი მონაცემებს მიიღებს. ეს ფუნქცია მუშაობს Mobvoi TicWatch Pro 3 Ultra GPS-ის გულისცემის რითმის სენსორის ანალოგიურად. 

სუნთქვზე თვალყურის დევნებისთვის გამოიყენება სელფი კამერა. შესამოწმებლად აპლიკაცია მოგთხოვთ სმარტფონი განათავსოთ ისე, რომ კარგად ჩანდეს სახე და სხეულის ზედა ნაწილი. განხორციელებული ყველა საჭირო მანიპულაციის შემდეგ აპლიკაცია მოგაწვდით თქვენს სუნთქვასთან დაკავშირებულ შედეგებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.