Jump to content

Samsung-მა შექმნა LPDDR5X DRAM მეხსიერება ხელოვნური ინტელექტისა და 5G სისტემებისთვის


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Samsung Electronics-მა განაცხადა, რომ შექმნა წარმოებაში პირველი 14-ნანომეტრიანი Low Power Double Data Rate 5X (LPDDR5X) DRAM სტანდარტის 16 გბ მეხსიერების ჩიპები 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung 

დაანონსებული პროდუქტები ორიენტირებულია მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებზე, ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე, სერვერებზე, საავტომობილო პლატფორმებსა და ა.შ. 

LPDDR5X მეხსიერება უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემას 8.5 გბ/წმ სიჩქარით. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1.3-ჯერ მეტია LPDDR5 მეხსიერების სიჩქარეზე, რომლის შედეგია 6.4 გბ/წმ. 

image.jpeg 

14-ნანომეტრიანი საწარმოო ტექნოლოგიის გამოყენების წყალობით მეხსიერების ენერგმოხმარება შემცირდა 20%-ით LPDDR5 სტანდარტის პროდუქტებთან შედარებით. 

16 გბ LPDDR5X ჩიპების ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას ოპერატიული მეხსიერების მოდულები 64 გბ-მდე მოცულობით. 

image.jpeg 

მიიჩნევა, რომ ახალი მეხსიერება ხელს შეუწყობს „ციფრული რეალობის“ კონცეფციის განვითარებას, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების, მანქანური სწავლებისა და შერეული რეალობის (AR) დანერგვას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.