Jump to content

NVIDIA-მ დააანონსა პლატფორმა მაღალი წარმადობის ხელოვნური ინტელექტის მქონე დამხმარეების შექმნისთვის


Recommended Posts

NVIDIA-მ დააანონსა ტექნოლოგიური პლატფორმა NVIDIA Omniverse Avatar მაღალი წარმადობის ინტერაქტიული ავატარების შექმნისთვის, რომლებიც აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტით. ამ დამხმარეების გამოყენება შესაძლებელი იქნება პრაქტიკულად ყველა სფეროში, მაგალითად მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის. 

image.png 

ამ პლატფორმაში გაერთიანებულია NVIDIA-ს ტექნოლოგიები მეტყველების ხელოვნური ინტელექტის, კომპიუტერული ხედვის, ბუნებრივი ენის გაგების, რეკომენდაციების მექანიზმებისა და მოდელირების სფეროდან. მისი მეშვეობით შექმნილი ავატარები წარმოადგენენ ინტერაქტიუ პერსონაჟებს სამგანზომილებიანი გრაფიკითა და რეითრეისინგით, მათ შეუძლიათ დაინახონ და დაუკავშირდნენ სხვადასხვა თემას და გაიგონ თანამოსაუბრის მიერ გამოხატული აზრი. 

Omniverse Avatar საშუალებას იძლევა შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის მქონე დამხმარეები პრაქტიკულად ყველა სფეროსთვის. იგი კომპანიებს დაეხმარება უზრუნველყონ მომხმარებლებთან ყოველდღიური კონტაქტი - ეს საკითხები იქნება საბანკო ოპერაციები, პირადი შეხვედრების დანიშვნა, მაგიდის დაჯავშნა რესტორანში და ა.შ. 

Omniverse Avatar-ში გაერთიანებულია NVIDIA-ს ძირითადი გრაფიკა, მოდელირებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები და საშუალებას იძლევა შეიქმნას რეალურ დროში ყველაზე რთული აპლიკაციები იმასთან შედარებით, რაც აქამდე შექმნილა“ - განაცხადა NVIDIA-ს გენერალურმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა (Jensen Huang). 

Omniverse Avatar იყენებს მეტყველების ხელოვნური ინტელექტის, კომპიუტერული ხედვის, ბუნებრივი ენის გაგების, რეკომენდაციების მექანიზმების, სახის ანიმაციისა და გრაფიკის ელემენტებს, რომლებიც წარმოდგენილია შემდეგი ტექნოლოგიებით: 

  • საუბრის ამოცნობა დაფუძნებულია NVIDIA Riva-ზე, მრავალენოვანი მეტყველების ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტზე. Riva აგრეთვე გამოიყენება ადამიანური საუბრის პასუხების გენერირებისთვის ტექსტის საუბრად გარდაქმნის შესაძლებლობის მეშვეობით. 

  • ბუნებრივი ენის აღქმა და გაგება დაფუძნებულია ბუნებრივი ენის გენერაციის მოდელ NVIDIA Megatron 530B-ზე, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს, გაიგოს და დააგენერიროს ადამიანის ენა. Megatron 530B - ეს არის წინასწარ განსწავლული მოდელი, რომელსაც მინიმალური სწავლების ან მის გარეშეც კი შეუძლია შეადგინოს სრული წინადადებები, უპასუხოს კითხვებს, შეაჯამოს გრძელი რთული ისტორიები, თარგმნოს სხვადასხვა ენაზე და დაამუშავოს კონტენტი ბევრ იმ სფეროში, რომლებისთვისაც იგი სპეციალურად არ იქნა შემუშავებული. 

  • ავატარის სარეკომენდაციო მექანიზმი წარმოდგენილია NVIDIA Merlin-ის მიერ. ეს არის სამუშაო ჩარჩო, რომელიც საშუალებას აძლევს საწარმოებს შექმნან ღრმა სწავლების ისეთი სარეკომენდაციო სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დიდი მოცულობის მონაცემების მართვა; 

  • აღქმის შესაძლებლობები მხარდაჭერილია NVIDIA Metropolis-ის მიერ - ეს გახლავთ ვიდეოანალიტიკისთვის განკუთვნილი კომპიუტერული ხედვის სამუშაო ჩარჩო; 

  • ავატარის ანიმაცია დამყარებულია NVIDIA Video2Face და Audio2Face ტექნოლოგიებზე, სახის 2D და 3D ანიმირებასა და რენდერინგზე ხელოვნური ინტელექტის საფუძვლით. 

ეს ტექნოლოგიები გაერთიანებულია აპლიკაციაში და მუშავდება რეალურ დროში NVIDIA Unified Compute Framework-ის გამოყენებით. მასშტაბირებადი რეგულირებადი მიკროსერვისების სახით წარმოდგენილი ეს შესაძლებლობები შესაძლოა უსარფთხოდ იქნას ამოქმედებული, მართული და ორგანიზებული რამდენიმე ადგილზე NVIDIA Fleet Command-ის მეშვეობით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.