Jump to content

არაოფიციალურად: Intel Arc ვიდეო დაფების ფასები დაახლოებით 650-დან 820 აშშ დოლარამდე იქნება


Recommended Posts

ამერიკულმა კომპანია Intel-მა გაასაჯაროვა Xe Arc Alchemist გრაფიკული ამაჩქარებლების ფასები. მოსალოდნელია, რომ „ლურჯი გუნდი“ სამომავლო ვიდეო დაფები შეეცდება კონკურენცია გაუწიოს NVIDIA-სა და AMD-ის მოწინავე დაფებს, ამასთან გამოირჩეოდეს ლოიალური ფასებით. 

image.jpeg 

პროცესორების მწარმოებელმა კალიფორნიულმა გიგანტმა აამოქმედა თამაში Xe HPG Scavenger Hunt. სამი გამარჯვებული მიიღებს Intel-ის სამ ახალ გრაფიკულ ამაჩქარებელს, სამი ან ექვსი თვის ვადით Xbox Game Pass-ის გამოწერას, აგრეთვე ARC-ის საფირმო ატრიბუტებს. 

გამარჯვებული და გრან-პრის ლაურეატი მიიღებენ 700 და 900 აშშ დოლარის ღირებულების ჯილდოებს, შესაბამისად. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, როგორი იქნება Intel-ის გრაფიკული ამაჩქარებლების მიახლოებითი ფასი, რომლებიც ბაზარზე მომდევნო წლის პირველ კვარტალში უნდა გამოვიდეს.  

100 მოთამაშე მიიღებს მთავარ პრიზს, რომელიც მოიცავს ექვსთვიან Xbox Game Pass-ს და Intel Arc Premium ამაჩქარებელს. პირველ ადგილისთვის ორასი ჯილდო იქნება განკუთვნილი - სამი თვე Xbox Game Pass-ის გამოწერა და ვიდეო დაფა Intel Arc Performance. 

გეიმინგ სერვისის გამოწერის ღირებულებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საპრიზო პაკეტებში არის სხვა ნივთები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უმაღლესი დონის Intel Arc Premium გრაფიკული დაფის ფასი იქნება დაახლოებით 820 $, ხოლო Arc Performance ეღირება დაახლოებით 650 $. რა თქმა უნდა, 50-100 დოლარის კორექტირება შესაძლებელია ორივე მიმართულებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.