Magdalena Posted October 25, 2021 Share Posted October 25, 2021 აეროკოსმოსური კომპანია SpaceX ტეხასში არსებულ ბაზაზე აგრძელებს მრავალჯერად ხომალდ Starship-ის მომზადებას ისტორიაში პირველი ორბიტალური სატესტო ფრენისთვის. ძრავ Raptor-ის ვაკუუმური ვერსიის პირველი სტატიკური აალების გამოცდიდან მოკლე დროში SpaceX-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხომალდი Starship პირველი სატესტო ფრენისთვის მზად მომდევნო თვეში იქნება, თუმცა მანამდე აუცილებელია ნებართვის მიღება მარეგულირებელი ორგანოებისგან. ფოტოს წყარო: SpaceX ორბიტალური ფრენების განსახორციელებლად SpaceX-მა უნდა მიიღოს ნებართვა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA). არსებული ცნობების თანახმად FAA-ს სურს ნახოს, რომ SpaceX-მა მიიღო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა, რათა გარანტირებულ იქნას მინიმალური რისკი იმ შემთხვევისთვის, თუკი ხომალდის გაშვებისას საგანგებო მდგომარება შეიქმნება. ამ ეტაპზე ხომალდის გაშვებისა და ფრენის დროს პრობლემების წარმოქმნის ალბათობა არც ისე მცირეა. ჩვენ უკვე ვნახეთ SpaceX-ის რამდენიმე წარუმატებლობა წარსულში, Starship-ის პროტოტიპების ადრეული ვერსიები აფეთქდა ან „სწრაფად, მოულოდნელად დაიშალა“, როგორც ამას ინდუსტრია ზოგჯერ უწოდებს. თუმცა, ილონ მასკის კომპანიას ასევე აქვს წარმატებული ტესტები, რომელთა დროსაც ხომალდის პროტოტიპი წარმატებით აფრინდა ატმოსფეროში და შემდეგ მოხდა კონტროლირებადი დაშვება. SpaceX-ისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება Starship-ის ფრენა Super Heavy რაკეტით დედამიწის ატმოსფეროს გარეთ. კომპანია ტექნიკურად მზად არის ამისათვის, თქვა მასკმა, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებას დიდი დრო დასჭირდება. ასევე შესაძლებელია, რომ FAA-მ გადადოს ზოგიერთი საკითხის განხილვა და SpaceX-ს მისცეს დროებითი ნებართვა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა წლის ბოლომდე განახორციელოს. https://tinyurl.com/c22arh7a Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.