Jump to content

RGB-განათების მქონე დამცავი ნიღაბი Razer Zephyr გაყიდვაში გამოვიდა 100$-ად


Recommended Posts

კომპანია Razer-მა დაიწყო უნიკალური პროდუქტის, მაღალტექნოლოგიურ დამცავ ნიღაბ Zephyr-ის გაყიდვა, რომელიც შეიქმნა კოდური დასახელების მქონე პროექტ Project Hazel-ის ფარგლებში. ახალი ნიღბის შეძენა შესაძლებელია საორიენტაციო ფასად - 100 აშშ დოლარი. 

image.jpeg 

ფოტოების წყარო: Razer 

მოწყობილობაში გამოყენებულია N95 ტიპის ფილტრები, რაც მაღალ ეფექტურობას უზრუნველყოფს. კომპანია ამტკიცებს, რომ ნიღაბს შეუძლია გაფილტროს ბაქტერიების 99% და ჰაერში არსებული, 0.3 მიკრონი ზომის ნაწილაკების 95%. 

ნიღბის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ორი შემწოვი ვენტილატორი, რომლებსაც შეუძლიათ ორ რეჟიმში მუშაობა - ბრუნვის სიჩქარით 6200 და 4200 ბრ/წთ. 

image.jpeg 

რეალიზებულია მრავალფერი განათება Razer Chroma RGB 16.8 მილიონი ფერის პალიტრით. მისი შეცვლა შესაძლებელია სმარტფონისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციის გამოყენებით. 

image.jpeg 

სრულად დამუხტული ბატარეა საკმარისია რვასაათიანი მუშაობისთვის განათების გარეშე და ვენტილატორის დაბალ სიჩქარეზე ბრუნვის პირობებში, ხოლო განათებითა და მაღალი სიჩქარით ბატარეა მუშაობს 3.5 საათის განმავლობაში. დამუხტვა ხორციელდება USB Type-C პორტის მეშვეობით და სრულად დამუხტვისთვის დაახლოებით 2 საათია საჭირო. 

ნიღბის ზომებია 181 × 104 × 104 მმ, წონა - დაახლოებით 206 გრამი. სმარტფონთან დაკავშირებისთვის გამოიყენება უსადენო კავშირი Bluetooth Low Energy.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.