Magdalena Posted October 23, 2021 Share Posted October 23, 2021 ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტის პრობლემა საკმაოდ დიდხანს დარჩება აქტუალური, ამბობს Intel-ის ხელმძღვანელი პეტ გელსინგერი. CNBC-სთან საუბრისას გელსინგერმა კომენტარი გააკეთა კომპანიის ბოლო ფინანსურ შედეგებზე და აღნიშნა, რომ არ ელოდება მიკროჩიპების დეფიციტის შემსუბუქებას მინიმუმ 2023 წლამდე. ფოტო: The Verge ”ჩვენ ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. სიტუაცია ეტაპობრივად გაუმჯობესდება მომავალი წლის ყოველ კვარტალში, მაგრამ ბალანსი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის [ნახევრადგამტარ კომპონენტებზე] 2023 წლამდე არ აღდგება“, - განაცხადა გელსინგერმა. Intel-ის მთავარ კონკურენტ AMD-ს ოდნავ უფრო ოპტიმისტური პროგნოზები აქვს. გასულ თვეში კომპანიის ხელმძღვანელმა ლიზა სუმ ღონისძიება Code Conference-ზე გამოსვლისას ყველას მოუწოდა შეეგუონ ჩიპების დეფიციტს მომავალ წლამდე. „მომავალ წელს მდგომარეობა გაუმჯობესდება. არა მყისიერად. მაგრამ ახალი ქარხნების ამოქმედების შედეგად ყველაფერი თანდათანობით დაიწყებს გაუმჯობესებას, ”- განაცხადა ლიზა სუმ. NVIDIA იზიარებს AMD-ის აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით და თვლის, რომ მისი გრაფიკული პროცესორების დეფიციტთან დაკავშირებული ვითარება 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს გაუმჯობესებას. Intel-ის ნაკლებად დამაიმედებელი პერსპექტივა გამომდინარეობს მისი უახლესი ფინანსური ანგარიშიდან, რომელშიც კომპანიამ აღნიშნა პერსონალური კომპიუტერებიდან მიღებული შემოსავლის 2%-იანი კლება და ლეპტოპებიდან მიღებული 5%-ით ნაკლები შემოსავალი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, რაც გამოწვეულია კომპიუტერების მწარმოებლებისთვის საჭირო კომპონენტების დეფიციტით. ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პროცესორების ნაკლებობაზე, არამედ სხვა კომპონენტებზეც. „ჩვენ ამას გარემოებათა მიმდინარეობას ვუწოდებთ. შეიძლება გვქონდეს პროცესორი, მაგრამ სხვა მომწოდებელს არ ჰქონდეს საკმარისი LCD პანელები, ხოლო მესამეს - საჭირო Wi-Fi მოდულები. განსაკუთრებით მონაცემთა ცენტრები განიცდიან მიკროჩიპების და ზოგიერთი ქსელის კონტროლერების დეფიციტს, ”- განაცხადა გელსინგერმა. https://tinyurl.com/ys9t88wz Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.