Jump to content

ნახევრადგამტარი პროდუქციის დეფიციტი 2023 წლამდე შენარჩუნდება, მიიჩნევს Intel-ის ხელმძღვანელი


Recommended Posts

ნახევრადგამტარი კომპონენტების დეფიციტის პრობლემა საკმაოდ დიდხანს დარჩება აქტუალური, ამბობს Intel-ის ხელმძღვანელი პეტ გელსინერი. CNBC-სთან საუბრისას გელინგერმა კომენტარი გააკეთა კომპანიის ბოლო ფინანსურ შედეგებზე და აღნიშნა, რომ არ ელოდება მიკროჩიპების დეფიციტის შემსუბუქებას მინიმუმ 2023 წლამდე. 

image.jpeg 

ფოტო: The Verge 

ჩვენ ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. სიტუაცია ეტაპობრივად გაუმჯობესდება მომავალი წლის ყოველ კვარტალში, მაგრამ ბალანსი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის [ნახევრადგამტარ კომპონენტებზე] 2023 წლამდე არ აღდგება“, - განაცხადა გელსინგერმა. 

Intel-ის მთავარ კონკურენტ AMD-ს ოდნავ უფრო ოპტიმისტური პროგნოზები აქვს. გასულ თვეში კომპანიის ხელმძღვანელმა ლიზა სუმ ღონისძიება Code Conference-ზე გამოსვლისას ყველას მოუწოდა შეეგუონ ჩიპების დეფიციტს მომავალ წლამდე. „მომავალ წელს მდგომარეობა გაუმჯობესდება. არა მყისიერად. მაგრამ ახალი ქარხნების ამოქმედების შედეგად ყველაფერი თანდათანობით დაიწყებს გაუმჯობესებას, ”- განაცხადა ლიზა სუმ. 

NVIDIA იზიარებს AMD-ის აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით და თვლის, რომ მის გრაფიკულ პროცესორების დეფიციტთან დაკავშირებული ვითარება 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს გაუმჯობესებას. 

Intel-ის ნაკლებად დამაიმედებელი პერსპექტივა გამომდინარეობს მისი უახლესი ფინანსური ანგარიშიდან, რომელშიც კომპანიამ აღნიშნა პერსონალური კომპიუტერებიდან მიღებული შემოსავლის 2%-იანი კლება და ლეპტოპებიდან მიღებული 5%-ით ნაკლები შემოსავალი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, რაც გამოწვეულია კომპიუტერების მწარმოებლებისთვის საჭირო კომპონენტების დეფიციტით. ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პროცესორების ნაკლებობაზე, არამედ სხვა კომპონენტებზეც. 

„ჩვენ ამას გარემოებათა მიმდინარეობას ვუწოდებთ. შეიძლება გვქონდეს პროცესორი, მაგრამ სხვა მომწოდებელს არ ჰქონდეს საკმარისი LCD პანელები, ხოლო მესამეს - საჭირო Wi-Fi მოდულები. განსაკუთრებით მონაცემთა ცენტრები განიცდიან მიკროჩიპების და ზოგიერთი ქსელის კონტროლერების დეფიციტს, ”- განაცხადა გელსინგერმა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.