Jump to content

ილონ მასკის კომპანია Boring Company-მ ლას-ვეგასის ქვეშ 51 საავტომობილო მიწისქვეშა სადგურის მშენებლობის ნებართვა მიიღო


Recommended Posts

აშშ-ის ნევადას შტატის ოლქ კლარკის ხელისუფლებამ ილონ მასკის კუთვნილ კომპანია Boring Company-ს გვირაბების სისტემა Vegas Loop-ის მშენებლობის ნებართვა მისცა, რომლებშიც მუდმივად იმოძრავებენ Tesla-ს ელექტრომობილები. 51 სადგურისგან შემდგარი მიწისქვეშა სისტემა გააერთიანებს გვირაბებს, რომელთა საერთო სიგრძე 47 კილომეტრია. 

image.jpeg 

twitter.com/ClarkCountyNV 

კომპანიამ ახლა უნდა მიიღოს მთელი რიგი ტექნიკური ნებართვები ადგილობრივი მარეგულირებლებისგან. პროექტი Boring Company არსობრივად წარმოადგენს მეტროს უფრო „ექსკლუზიურ“ ალტერნატივას, მასში მატარებლების ნაცვლად უპილოტო ავტომობილები იმოძრავებენ. კომპანიის პრეზიდენტ სტივ დევისის თქმით Vegas Loop-ის შექმნა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. აგებული სადგურები დაუყოვნებლივ შევა ექსპლუატაციაში. 

პროექტის რეალიზაციის პირველ ექვს თვეში Boring გეგმავს 5-10 სადგურის აშენებას, შედეგად ექსპლუატაციაში ყოველწლიურად 15-20 სადგური შევა. კომპანია მშენებლობის დასრულებას სამი წლის ვადაში ფიქრობს. 

Boring Company-ს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება, თუ რამდენად ეფექტური იქნება Vegas Loop სისტემა მას შემდეგ, რაც მისი მშენებლობა დასრულდება. მოსალოდნელია, რომ მისი მეშვეობით მოხდება საათში 57 ათასი მგზავრის ტრანსპორტირება, ამასთან ელექტრომობილები მგზავრებს არ აიყვანენ შუალედურ სადგურებზე, არამედ გაჩერების გარეშე მიიყვანენ მგზავს საწყისი პუნქტიდან დანიშნულების ადგილამდე. 

კომპანია ყოველთვის ვერ ახერხებს დასახული მიზნის მიღწევას. ადრე აცხადებდნენ, რომ ლას-ვეგასში უკვე მოქმედი მიწისქვეშა LVCC სისტემა საათში 4400 მგზავრს გადაიყვანდა, თუმცა უახლესი ცნობებით ჯერჯერობით უზრუნველყოფილია მხოლოდ 675-მდე მგზავრის ტრანსპორტირება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.