Jump to content

SK hynix-მა დაასრულა HBM3 ტიპის მეხსიერების შემუშავება


Magdalena

Recommended Posts

მიმდინარე წლის ზაფხულში SK Hynix-მა განაცხადა, რომ მუშაობდა HBM3 ტიპის მეხსიერების შექმნაზე, ამჯერად კი გამოუშვა პრეს-რელიზი ამ პროცესის დასრულების შესახებ. მთავარი საინფორმაციო მიზეზი, რა თქმა უნდა, გახდა კონკურენტების უკან ჩამოტოვების ფაქტი ახალი ტიპის მეხსიერების შექმნით, რომელიც გამოყენებული იქნება მონაცემთა დამუშავების ცენტრებსა და მანქანური სწავლებისთვის განკუთვნილ პლატფორმებზე. ვიდეო დაფების სეგმენტში HBM3 ტიპის მეხსიერების გამოყენების შესახებ ხსენებულ პრეს-რელიზში არაფერი თქმულა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SK hynix 

HBM3 ტიპის მეხსიერება გამოირჩევა 78%-ით გაზრდილი სიჩქარით HBM2E ტიპთან შედარებით - შესაბამისი მაჩვენებელი 819 გბ/წმ-მდე გაიზარდა. HBM3-ის სტეკში ერთი კრისტალის სისქე არ აღემატება 30 მიკრონს - ეს არის A4 ფორმატის სტანდარტული ფურცლის სისქის დაახლოებით მესამედი. ერთ სტეკზე შესაძალებელია განთავსდეს 12-მდე ფენა, რომელაგან თითოეული მათგანის მოცულობა 24 გბ იქნება. უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივად წარმოდგენილი იქნება ჩიპები 16 გბ-მდე მოცულობით. შეცდომების კორექციის ინტეგრირებული მექანიზმი აამაღლებს იმ სისტემების მუშაობის საიმედოობის დონეს, რომელბშიც ზემოთხსენებული ტიპის მეხსიერება იქნება გამოყენებული. SK Hynix-ს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია, როდის დაიწყება HBM3 მეხსიერების მიწოდება პირველი მომხმარებლებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.