Jump to content

Google-ის საფირმო ჩიპ Tensor-ში CPU ბირთვების უჩვეულო კომბინაცია და მძლავრი ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელია მოცემული


Magdalena

Recommended Posts

ჯერ კიდევ აგვისტოში Google-მა დააანონსა საფირმო მობილური ერთკრისტალიანი პლატფორმა Tensor. საძიებო გიგანტმა განაცხადა, რომ ახალ ჩიპს ექნება ხელოვნური ინტელექტის მოწინავე შესაძლებლობები, რაც გააუმჯობესებს გამოსახულების და ხმის დამუშავებას მომავალ სმარტფონებში. კომპანიამ ამჯერად ოფიციალურად წარადგინა ფლაგმანური სმარტფონები Pixel 6 ახალი SoC-ის ბაზაზე და ისაუბრა მის მახასიათებლებსა და შესაძლებლობებზე. 

image.jpeg 

engadget.com 

Google-ს არ გაუხმაურებია ყველა დეტალი Tensor-ის შესახებ და მხოლოდ შემოიფარგლა ფრაზებით, თუ როგორი შთამბეჭავია ეს პროდუქტი. ჩიპის პარამეტრები რესურს Engadget-მა გაახმაურა. ცნობილია, რომ Tensor არის 5-ნანომეტრიანი ჩიპსეტი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ხელოვნურ ინტელექტზეა ორიენტირებული. მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობისთვის განკუთვნილია მაღალი წარმადობის TPU (Tensor Processing Unit). მისი მახასიათებლები და წარმადობის შესახებ ინფორმაციაც არ გახმაურებულა, თუმცა Google-მა გამოაცხადა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული მთელი რიგი ფუნქციები, ასე რომ TPU მძლავრი უნდა იყოს.  

რვაბირთვიან ჩიპში მოცემულია ორი მაღალი წარმადობის ბირთვი Cortex-X1 სიხშირით 2.8 გჰც. ეს აღსანიშნავი ფაქტია, რადგან მის კონკურენტ Snapdragon 888-ს მხოლოდ ერთი ასეთი ბირთვი აქვს. დანარჩენი კლასტერები კი წარმოდგენილია შედარებით მოძველებული ბირთვებით, რომლებიც გასული წლის ჩიპებში გვხვდება. ესენია ორი საშუალო დონის ბირთვი Cortex-A76 სიხშირით 2.25 გჰც და ოთხი ენერგოეფექტური Cortex-A55 ბირთვი, რომელთა სიხშირეა 1.8 გჰც. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელია GPU Mali-G78. 

image.jpeg 

engadget.com 

Google-მა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ახალი ჩიპის ენერგოეფექტურობაზე. კონკურენტებთან შედარებით Tensor გამოიყენებს გაცილებით მცირე ენერგიას ისეთი ამოცანების შესასრულებლად, როგორებიცაა შეტყობინებებისა და ვიდეოს რეალურ დროში თარგმა ფუნქცია Live Translate-ის მეშვეობით, ტექსტის შეყვანა ხმოვანი ბრძანებებით და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სხვა ამოცანები, განაცხადა Google-მა. გარდა ამისა, კომპანიამ აღნიშნა, რომ მისი საფირმო ჩიპსეტის CPU Pixel 6 სმარტფონს უზრუნველყოფს 80%-ით მეტი წარმადობით Pixel 5-თან შედარებით, რომელიც Snapdragon 765G-ზეა დამყარებული. გრაფიკული წარმადობა კი 370%-ით გაიზარდა. 

image.jpeg 

Tensor სმარტფონებს აგრეთვე უზრუნველყოფს უსაფრთხოების დამატებითი დონით, რადგან იგი იმუშავებს Titan M2 ჩიპთან ერთად, რომელიც იცავს მომხმარებლის კონფიდენციალურ მონაცემებს. საერთო ჯამში, Tensor გთავაზობთ ყველაფერს, რასაც ელოდებით ახალი ფლაგმანური ჩიპსეტისგან. როგორ წარმოაჩენს თავს ჩიპი რეალურ პირობებში, ცნობილი გახდება Pixel 6-ის პირველი ტესტების შემდეგ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.