Jump to content

14-დუიმიანი MacBook Pro-ს წარდგენა - Apple-ის სრულიად ახალი ლეპტოპი მეტად ძლიერი საფირმო პროცესორით


Magdalena

Recommended Posts

Apple-მა ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება, რომლის ფარგლებში წარდგენილ იქნა კომპანიის ახალი პროდუქტები. უპირველეს ყოვლისა, ესენია ფლაგმანური ლეპტოპები MacBook Pro 16" და MacBook Pro 14" Apple-ის ახალი საფირმო პროცესორებით, განახლებული დიზაინით და ხელმისაწვდომი ინტერფეისების ფართო ნაკრებით. ამასთან, MacBook Pro 14 სრულიად ახალი მოწყობილობაა - ამ დრომდე ამ ფორმ-ფაქტორის ლეპტოპები Apple-ს არ გამოუშვია. 

image.jpeg 

ფოტო: Apple 

MacBook Pro-ს ამჟამინდელი განახლება უდიდესია Apple-ის პროფესიონალური ლეპტოპებისთვის 2016 წლის შემდეგ. წარმოდგენილი ლეპტოპების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია საკუთარი წარმოების ერთკრისტალიანი სისტემის გამოყენება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალი MacBook Pro 14 სტანდარტულად წარმოდგენილია მხოლოდ Apple M1 Pro ჩიპით, თუმცა ოფციის სახით შესაძლებელია Apple M1 Max-ის არჩევაც. 

ცენტრალურ პროცესორ Apple M1 Pro-სა და M1 Max-ში გაერთიანებულია 10 ბირთვი, რომელთაგან რვა არის მაღალი წარმადობის, ორი კი - ენერგოეფექტური. მაღალი წარმადობის ბირთვები გამოიყენება რთული ამოანების შესასრულებლად, მაგალითად ვიდეოს დამუშავებისთვის, ენერგოეფეტური ბირთვები კი - ისეთი მარტივი ამოცანების დამუშავებისას, როგორიცაა ინტერნეტში მუშაობა. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა ლეპტოპები გახდეს უფრო ავტონომიური, თუმცა ამავე დროს მაღალი წარმადობის.  

image.jpeg 

ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი გახდა მნიშვნელოვნად ძლიერი იმასთან შედარებით, რაც მოცემულია გასული წლის Apple M1 ჩიპში. Apple M1 Pro ჩიპში გრაფიკას გააჩნია 16 ბირთვი (2048 ნაკადური პროცესორი), Apple M1 Max-ში კი მოცემულია 32 ბირთვი (4096 ნაკადური პროცესორი). ორივე ჩიპში წარმოდგენილია 16-ბირთვიანი ნეიროპროცესორი, რომელიც ამუშავებს მანქანურ სწავლებასა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. Apple M1 Pro ჩიპის ერთ ფირფიტაზე განლაგებულია 32 გბ-მდე მოცულობის LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება 200 გბ/წმ-მდე სიჩქარით. უფროს მოდელ Apple M1 Max-ს აქვს 64 გბ ოპერატიული მეხსიერება სიჩქარით 400 გბ/წმ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

საინტერესოა, რომ MacBook Pro 14-ის ყველაზე ხელმისაწვდომ ვერსიას ექნება პლატფორმა Apple M1 Pro-ს შემცირებული ვერსია. ათი CPU ბირთვის ნაცვლად მასში წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 8 (6 მძლავრი და 2 ენერგოეფექტური ბირთვი), აგრეთვე მასში მოცემული იქნება გრაფიკული პროცესორი 16-ის ნაცვლად 14 ბირთვით. რამდენად შესამჩნევად აისახება ეს წარმადობაზე, ჯერჯერობით უცნობია. 

image.jpeg 

ფოტო: Apple 

წარმადობის თვალსაზრისით სრულფასოვანი Apple M1 Pro ვერსია 70%-ით აღემატება გასული წლის M1 ჩიპ. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ ახალი პროცესორი 70%-ით უფრო ძლიერია, ვიდრე 8-ბირთვიანი მობილური პროცესორები, რომლებიც სხვა ვენდორების მიერ გამოიყენება კომპიუტერებში. ინტეგრირებულ გრაფიკას აქვს ძალიან მაღალი დონის წარმადობა და შეუძლია კონკურენცია გაუწიოს დისკრეტულ ვიდეო დაფებს. 

ცალკე ყურადღებას იმსახურებს MacBook Pro-ში ახალი დისპლეების გამოჩენა. MacBook Pro 14-ში გამოიყენება 14.2-დუიმიანი Mini LED პანელი 3024 × 1964 გაფართოებით, 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირითა და მაქსიმალური 1600 კდ/²-მდე სიკაშკაშით. გასული თაობის ლეპტოპებს ჰქონდათ IPS Retina პანელები. Mini LED დისპლეის ახასიათებს სიკაშკაშის უფრო მაღალი დონე, საუკეთესო ფერთა გადმოცემა და ენერგოეფექტურობა. MacBook Pro-ს კიდევ ერთი მახასიათებელია Touch Bar პანელის არარსებობა, რომელიც Apple-ის ლეპტოპებში 2016 წლიდან იყო წარმოდგენილი. ავტონომიურობაზე პასუხისმგებელია ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს 17 საათამდე უწყვეტ მუშაობას. 

image.jpeg 

აღსანიაშნავია Apple-ის გადაწყვეტილება ლეპტოპებში ზოგიერთი კონექტორის დაბრუნების შესახებ. გასული თაობის პორტატულ კომპიუტერებში წარმოდგენილი იყო მხოლოდ USB Type-C პორტი, რაც ართულებდა მოწყობილობების დაკავშირებას სხვა ინტერფეისებთან, ამჯერად მას დაემატა HDMI კონექტორი და სლოტი SD ბარათისთვის. დამუხტვისთვის ამჯერად გამოიყენება მოდიფიცირებული მაგნიტური კონექტორი MagSafe. მხარდაჭერილია სწრაფი დამუხტვა. 

რაც შეეხეა ახალი MacBook Pro 14-ის ფასს, საბაზისო მოდელის ფასია 1999 აშშ დოლარი, ყველაზე მოწინავე მოდელისა კი - 5899 აშშ დოლარი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.