Jump to content

Alienware იუბილეს აღნიშნავს და გეგმავს ფლაგმანურ გეიმინგ კომპიუტერ Aurora-ს განახლებას


Recommended Posts

15 ოქტომბერს Alienware-ს 25 წელი შეუსრულდა. კომპანია 1996 წლიდან დაკავებულია მაღალი წარმადობის გეიმინგ სისტემების შექმნით, რომლებიც კონკურენტებს შორის ყოველთვის გამოირჩეოდა არა მხოლო „შიგთავსით“, არამედ უნიკალური დიზაინით. იუბილესთან დაკავშირებით Alienware-მა განაცხადა, რომ განახლდება ფლაგმანური დესკტოპ კომპიუტერი Aurora, რომელიც კომპანიაში ინოვაციის სიმბოლოდ ითვლება. 2004 წელს Aurora ALX გახდა პირველი გეიმინგ სისტემა, რომელშიც მაღალეფექტური თხევადი გაგრილება იქნა გამოყენებული. 

image.jpeg 

წყარო: Alienware, Dell Technologies 

განახლებულ Alienware Aurora-სთან მიმართებაში კომპანიამ სერიოზულად იმუშავა კონსტრუქციაზე და განაახლა საფირმო დიზაინ Legend-ის კონცეფცია. განხორციელდა შიდა სივრცისა და კომპონენტების რეორგანიზაცია წვდომის გამარტივების მიზნით, გაუმჯობესდა ვენტილაცია და აკუსტიკური მახასიათებლები. Aurora R12-სა და R10-თან შედარებით კორპუსის შიდა სასარგებლო მოცულობა 50%-ით გაიზარდა გარე ზომების მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. ამჯერად მხარდაჭერილია ოთ ერთეულამდე 120-მილიმეტრიანი ქულერისა და თხევადი გაგრილების სისტემების მეტი ვარიანტის განთავსების შესაძლებლობა. 

image.jpeg 

image.jpeg 

წყარო: Alienware, Dell Technologies 

გადაკეთდა ფრონტალური პანელი, ახალი, ფიჭის ფორმის უჯრედული სტრუქტურა უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადის დინების ეფექტურობის ამაღლებას. განახლებული Aurora 16%-ით ნაკლებად ხმაურიანია მოლოდინის რეჟიმში, 9%-ით - დიდ დატვირთვაზე მუშაობისას და 15%-ამდე - აჩქარებისას. ასევე შემცირდა ტემპერატურა, გაიზარდა მაქსიმალური წარმადობა, იდენტურ პირობებში პროცესორის ტემპერატურა შემცირდა 3%-ით, GeForce RTX 3090-ის გრაფიკული ქულა კი 3DMark TimeSpy-ში 5%-ით გაიზარდა. 

Alienware მომხმარებლებს პირველად სთავაზობს გამჭვირვალე მარცხენა პანელს, რომლის მიღმა ჩანს კომპონენტები და რვაზონიანი რეგულირებადი AlienFX განაება. ახალ კომპიუტერებს აგრეთვე აქვს დამატებითი მაგნიტური სახურავი, რომელიც ფარავს სადენებს და პორტებს უკანა პანელზე. 

განახლებული Alienware Aurora-ს ფასები და გაყიდვის დაწყების თარიღები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.