Jump to content

გამოვიდა პროფესიონალური მონიტორი ASUS ProArt PA329CV 4K HDR მხარდაჭერით


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა გამოუშვა ProArt PA329CV მონიტორი, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალი მომხმარებლებისთვის, კონტენტის შემქმნელებისათვის, დიზაინერებისთვის და ა.შ. მოწყობილობას აქვს 32-დუიმიანი IPS მატრიცა. 

image.jpeg 

ფოტოების წყარო: ASUS 

პანელი შეესაბამება 4K ფორმატს (3840 × 2160 პიქსელი) და ფლობს HDR10-ის მხარდაჭერას. ხელმისაწვდომია ფერთა გადმოცემის ქარხნული კალიბრაცია (∆E < 2, Calman Verified), ასევე 100%-იანი sRGB ფერთა გამა და Rec. 709. 

მონიტორს აქვს VESA DisplayHDR 400 სერტიფიკაცია: სიკაშკაშის მაჩვენებელი აღწევს 400 კდ/2-ს, კონტრასტულობა - 1000:1-ს, დინამიური კონტრასტულობა - 100 000 000:1-ს. მატრიცის რეაგირების დრო 5 მილიწამი (GTG), კადრის განახლების სიხშირე - 60 ჰერცი, ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსს შეადგენს. 

image.jpeg 

მოდელი ProArt PA329CV აღჭურვილია 2-ვატიანი დინამიკებით, აქვს სტანდარტული აუდიო ჰაბი და USB Type-C პორტი დაკავშირებული მოწყობილობისთვის 90 ვატი ენერგიის გადაცემის შესაძლებლობით. აგრეთვე ხელმისაწვდომია DisplayPort 1.2, ორი HDMI 2.0 ინტერფეისი და ოთხი USB 3.1 პორტი.  

სადგამი საშუალებას იძლევა რეგულირდეს დახრის კუთხე და ეკრანის ბრუნვადობა. გარდა ამისა, შესაძლებელია სიმაღლის ცვლილება 130 მილიმეტრის ფარგლებში. პანელი გამოიყენება ალბომის და პორტრეტის რეჟიმში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.