Jump to content

კომპანია BMW-მ დაადასტურა მზადყოფნა, რომ 2030 წლისთვის ევროპაში სრულად შეწყვეტს შიდაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვას


Recommended Posts

როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters აცხადებს, გერმანულ ავტოკონცერნ BMW-ს გენერალურმა დირექტორმა ოლივერ ციპსემ ოფიციალურად დაადასტურა კომპანიის მზაობა - შეწყვიტოს შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვა. საუბარი არ ეხება ხვალინდელ დღეს, დაგეგმილ 2030 წლამდე კიდევ დიდი დროა, თუმცა პერსპექტივები სავსებით ნათელია. 

ამგვარი ტენდენციები მთელ ევროპაში შეინიშნება, რადგან ევროპარლამენტში უკვე დიდი ხანია მოიხსენიება 2035 წელი, როგორც შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი ავტომობილების გაყიდვის ბოლო ვადა. მოსალოდნელია, რომ ამ დროისთვის განხორციელებული იქნება ელექტრომობილებზე სრულად გადასვლა მეორადი ბაზრისთვის რაიმე ზიანის მიყენების გარეშე. მიზეზი მარტივია და იგი გამოწვეულია არა იმდენად ეკონომიკური მოსაზრებებით, არამედ ეკოლოგიური ხასიათის საკიხებით, რაზე საუბარსაც არ წყვეტს მთელი მსოფლიო. 

image.jpeg 

თავის მხრივ ციპსემ განაცხადა, რომ კომპანია სრულ მზადყოფნაშია, თუკი შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვას ტაბუ დაედება რომელიმე ცალკეულ რეგიონში ან ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე. ამავე დროს, ეს არ ნიშნავს შიდაწვის ძრავზე მომუშავე მოდელების წარმოების სრულ შეწყვეტას. ისეთი გიგანტებისგან განსხვავებით, როგორებიცაა Volkswagen და General Motors, საკითხის ამგვარად დაყენება BMW-სთვის აქტუალური არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სიტუაცია ნებისმიერ მომენტში საპირისპიროდ შეიცვალოს. 

ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანიაში რეალურად აფასებს სიტუაციას და ანგარიშს უწევს გეგმას, რომ 2030 წლისთვის ელექტრომობილების წილი მთლიანი ბაზრის მინიმუმ 50% იქნება. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.