Jump to content

გამოვიდა ვიდეო დაფა AMD Radeon RX 6600 - სარეკომენდაციო ფასი 329 $


Recommended Posts

კომპანია AMD-მ წარადგინა RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული დესკტოპ სერიის ვიდეო დაფების უმცროსი წარმომადგენელი Radeon RX 6600. როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანია ახალ ვიდეო დაფას Nvidia GeForce RTX 3060 მოდელს უპირისპირებს, რომელიც ასევე ყველაზე დაბალბიუჯეტური დაფაა ამ დროისთვის NVIDIA-ს დესკტოპ სეგმენტში. AMD-ის ახალი ვიდეო დაფა გვევლინება, როგორც გეიმინგისთვის განკუთვნილი მოდელი 1080p გაფართოების პირობებში. 

ქვემოთ მოცემულია Radeon RX 6600-ის ტესტირების შედეგები რამდენიმე თამაშში, რაც AMD-მ აჩვენა ახალი ვიდეო დაფის პრეზენტაციის დროს. სატესტო სისტემა მოიცავდა დედა დაფა Gigabyte X570 Aorus Master-ს, AMD Ryzen 5 5600X პროცესორს, 16 გბ DDR4-3600 ოპერატიულ მეხსიერებას და ოპერაციულ სისტემა Win10 Pro x64 19041.508-ს. 

image.jpeg 

თავად ვიდეო დაფას რას შეეხება, მას აქვს 8 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება 128-ბიტიანი ინტერფეისით, 28 გამომთვლელი ბლოკი (CU) და 32 მბ Infinity Cache. გრაფიკული პროცესორის გეიმინგ სიხშირე შეადგენს 2044 მჰც-ს, სიხშირე აჩქარებისას კი - 2491 მჰც-ს. Radeon RX 6600 დაფის ჯამური სიმძლავრეა 132 ვატი და უზრუნველყოფს 8.93 TFLOPs (FP32) წარმადობას. 

AMD-ის მთავარმა პარტნიორებმა, როგორებიცაა ASRock, ASUS, Gigabyte, MSI, PowerColor, SAPPHIRE, XFX, უკვე წარადგინეს ვიდეო დაფის საკუთარი ვერსიები. ვიდეო დაფის ოფიციალური სარეკომენდაციო ფასი 329 აშშ დოლარს შეადგენს, რეალურად კი მითითებულ ფასად მისი შეძენა უბრალოდ შეუძლებელია, თუ გავითვალისწინებთ მიკროჩიპების ბაზარზე შექმნილ სიტუაციას, მაინინგის მორიგ ბუმს და რითეილერების მადას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.