Jump to content

AMD-ის გეგმები 2022 წლისთვის: CPU Zen 3-ზე წარმადობის 15%-იანი ზრდით გეიმინგში, DDR5-ზე გადასვლა და უარი big.LITTLE-ზე


Recommended Posts

AMD-ის მიერ გახმაურდა „ოთხი სვეტის სტრატეგია“ - ესენია: ბირთვების არქიტექტურა, ტექნოპროცესი, პროცესორის სიხშირე და პლატფორმა. მარტივად რომ ვთქვთ, თავდაპირველად კომპანიის ინჟინრები ქმნიან ახალ მოწინავე არქიტექტურას, შემდეგ კი ახდენენ მის ოპტიმიზაციას ახალ ტექნოპროცესზე (ამჟამად ეს არის 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი). არანაკლებ მნიშვნელოვანია ტაქტის სიხშირე,  გარკვეული სიმძლავრე სხვადასხვა პროგრამაში, აგრეთვე პლატფორმა, რომლის ფარგლებში განხორციელდება ეს ყველაფერი. 

image.jpeg 

როდესაც დიდი და პატარა ბირთვების შესახებ ჰკითხეს, AMD-ის წარმომადგენელმა ცალსახად უპასუხა: არ მოხდება ექსპერიმენტები არქიტექტურაზე მომავალ თაობაში. კომპანია გადავა უკვე დადგენილი კურსის პარადიგმაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი პროცესორები არაკონკურენტული იქნებიან. წითელი გუნდის ინჟინრებს შეუძლიათ შექმნან მაღალსიჩქარიანი და ამავე დროს მცირე ზომის ბირთვები, რომელთა წარმადობა უკეთესი იქნება, ხოლო ენერგოეფექტურობა უფრო მაღალი, ვიდრე Zen 3-ს შემთხვევაშია.  

აგრეთვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ 2022 წელს მომდევნო თაობის პლატფორმას (АМ5) ექნება PCIe 5.0-ს, აგრეთვე DDR5 ოპერატიული მეხსიერების  მხარდაჭერა. ამასთან, მოწინავე გაგრილების სისტემების მფლობელებს შეუძლიათ მშვიდად იყონ - მათ თავსებადობას პირდებიან. 

მოსალოდნელია, რომ პირველი არქიტექტურა, რომლის ფარგლებში ყველა ხსენებული სიახლე რეალიზდება, იქნება Zen 4. ამჯერად AMD-ს არ უსაუბრია მოსალოდნელ სიჩქარის მატებასა და IPC-ზე. შესაძლოა, ჯერ ძალიან ადრეა, რადგან ახალი პროცესორების გამოსვლამდე ჯერ კიდევ მთელი წელია წინ. შეძლებს Intel მთელი ამ დროის მანძილე ბაზარზე დომინირებას? საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ Alder Lake თაობა მაღალ წარმადობას დემონსტრირებს 

AMD ბრძოლის გარეშე არ დარება. მომდევნო წლის დასაწყისში დაიწყება 3D V-Cache ტექნოლოგიის მქონე ახალი Ryzen პროცესორების გაყიდვა. მოსალოდნელია, რომ იგი ამჟამინდელ მოდელებთან შეადრებით 15%-ით სწრაფი იქნება გეიმინგში. როგორც ჩანს საინტერესო წელი გველოდება: ოპონენტები უკვე დიდი ხანია არ ყოფილან განწყობილნი ასე სერიოზულად, მათი გეგმები ასეთი შთამბეჭდავი ამ დრომდე ჯერ არ ყოფილა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.