Jump to content

NVIDIA-მ შეწყვიტა მხარდაჭერა და დაასრულა GeForce 600 და 700 სერიების ვიდეო დაფების სასიცოცხლო ციკლი


Recommended Posts

image.png 

კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად დაასრულა 2012 წლიდან წარმოებული GeForce 600 და 700 სერიების ვიდეო დაფების მხარდაჭერა, ახალი დრაივერები მათთვის აღარ გამოვა. მიმდინარე კვირაში გამოვიდა დრაივერი Game Ready Drivers 496.13, რომელსაც არ აქვს არქიტექტურა Kepler-ზე დამყარებული ვიდეო დაფების მხარდაჭერა. გამონაკლისები გახდა არქიტექტურა NVIDIA Maxwell-ზე დამყარებული GeForce GTX 750 Ti, GeForce GTX 750, GeForce GTX 745. ვიდეო დაფების სრული ჩამონათვალი, რომელთა სასიცოცხლო ციკლი დასრულდა, ამგვარად გამოიყურება: 

 
image.png 

NVIDIA კვლავ გამოუშვებს უსაფრთხოების განახლებებს ძველი გრაფიკული ამაჩქარებლებისთვის, მაგრამ ამიერიდან მთელი ძირითადი ყურადღება დაეთმობა Maxwell, Pascal, Turing და Ampere არქიტექტურებზე დამყარებულ ვიდეო დაფებს. 

პროგრამული მხარდაჭერის შეწყვეტა არ ნიშნავს იმას, რომ მითითებული ვიდეო დაფები აღარ იმუშავებ. მაგრამ ახალ პროექტებზე მათი ოპტიმიზება აღარ მოხდება, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მათ წარმადობასა და სტაბილურობაზე. Kepler არქიტექტურის ვიდეო დაფები კარგად ემსახურა გეიმერებს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით GTX 660, რომელიც შეიძლება უკვე ლეგენდარულად ჩავთვალოთ, თუმცა ამ ვიდეო დაფების დრო წავიდა და წინ სიარულის დრო დადგა მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო დაფებთან დაკავშირებული ვითარება საკმაოდ რთულია. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

აი რატომ ჯობია open source driver-ები, რატომ არ უშვებს nvidia open source driver-ებს და რატომ აგინა Linux-ს შემქმნელმა nvidia-ს. ყველაფერს ერთი მიზეზი აქვს :D

Link to comment
Share on other sites

დრო იყო უკვე 9 წლის უკან გამოშვებული კარტები იყო და სულს ღაფავდენ ახალ იგრებში, ჩემი კი დამებრიდა პირდაპირ კეისში, კომპი გაითიშა მაგ დროს და მერე აღარ ჩაირთო ლოლ, რამ მოკლა არ ვიცი არ ხურდებოდა, ალბათ დაამოკლა სადღაც, 2018 წლის იანვრიდან აღარაფერი მქონდა თან ნათამაშები, შემდეგი 900 სერიაა ალბათ, ეგეც ფორმალურათ არის მხარდაჭერა დატოვებული, ბევრი ფიშკები არ მუშაობენ და ახალი კარტებია მაგისთვის საჭირო

Link to comment
Share on other sites

დააგვიანდათ :D 

სადაც ამდ-მ HD და R9 სერიას შეუწყვიტა დრაივერები, იქ ხრენვიდიას ეს ნაბიჯი არცაა გასაკვირი, პირიქით, მე ის გამიკვირდა აქამდე რომ არ ქნა :D 

Link to comment
Share on other sites

მზე კომპანიაა რაა. ან ასეთ დრაივერს რა აზრი აქვს ყოველ ახალზე რომ წარმადობას აკლებს ძველ სერიას

Link to comment
Share on other sites

რეალურად ამოწურა მაგ სერიებმა თავისი თავი და აღარც ახალ დრაივერებს ქონდა უკვე დიდი ხანია წარმადობის გაუმჯობესება(პირიქით, თუ რამე ახალი ტექნოლოგია ან ფუნქცია ემატებოდა, ეგ აკლებდა წარმადობას) 

მთავარია მაიკროსოფტმაც არ იჩათლახოს და ახალ ვინდზე ან ახალ განახლებებზე შეზღუდვა არ დაადოს ძველ დრაივერებს, მაშინ კი რეალურად ჩამოწერილი გამოვა ეგ სერია :) 

Link to comment
Share on other sites

ჩვენი გაგვჭირვებია  ჟენვიდია ბიძია შეგვეშვი რა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.