Magdalena Posted October 13, 2021 Share Posted October 13, 2021 Samsung-ის ნახევრადგამტარი პროდუქტების განყოფილება გეგმავს მომდევნო წელს Exynos პროცესორების მიწოდების მასშტაბი ორჯერზე მეტად გაზარდოს, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო ETNews. ითვლება, რომ ამჟამად Samsung Galaxy სმარტფონების დაახლოებით 20% დამყარებულია Exynos ჩიპებზე. phonearena.com Exynos ჩიპები ასევე გამოიყენება სხვა კომპანიების სმარტფონებში, მაგრამ ასეთი მოწყობილობების რაოდენობა ძალიან მცირეა. Samsung Exynos-ის მომხმარებელთა ბაზა ძირითადად შემოიფარგლება ჩინური ბრენდებით, როგორიცაა Vivo და Meizu. ბოლო დროს Samsung-ის საფირმო ჩიპები გააკრიტიკეს იმის გამო, რომ არ გამოირჩევიან ყველაზე გამორჩეული წარმადობითა და ენერგოეფექტურობით, აგრეთვე იმიტომ, რომ ჩიპები ცხელდება დატვირთვისას. ამჟამად, როდესაც კომპანიამ აღჭურვილობაში ARM ჩიპები მიიღო, წარმადობის დონე როგორც ფლაგმანურ, ისევე Exynos ჩიპის მქონე საშუალო დონის სმარტფონებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და, დიდი ალბათობით, მომდევნო თაობებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ინსაიდერები აცხადებენ, რომ 5G-სა და გახურებასთან დაკავშირებული პრობლემებიც უახლოეს მომავალში მოგვარდება. phonearena.com Samsung თანამშრომლობს AMD-სთან, რათა მობილურ მოწყობილობებში გრაფიკის წარმადობა ახალ დონეზე აიყვანოს. ამ პარტნიორობის პირველი შედეგი იქნება ჩიპი Exynos 2200, რომლის დებიუტი Galaxy S22 სერიის ფლაგმანურ სმარტფონებში შედგება. Samsung-ის ბევრ ხელმისაწვდომ და საშუალობიუჯეტურ მოწყობილობაშიც წარმოდგენილი იქნება საფირმო პროცესორები. ETNews არ აკონკრეტებს, გააფართოვებს თუ არა Samsung იმ ბაზრების რაოდენობას, სადაც Exynos-ვერსიის ფლაგმანური სმარტფონები გამოვა. ცნობილია, რომ Exynos 2200 ჩიპი დამზადდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. პროცესორი შედგება ერთი 2.9 GHz Cortex-X2 ბირთვის, სამი 2.8 GHz Cortex-A710 ბირთვისა და ოთხი 2.2 GHz ენერგოეფექტური Cortex-A510 ბირთვისგან. GPU-ის სიხშირეა 1250 MHz. https://bit.ly/3oXYQZ0 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.