Jump to content

Samsung საფირმო სმარტფონების უმეტესობას საკუთარი წარმოების Exynos ჩიპებზე გადაიყვანს


Recommended Posts

Samsung-ის ნახევრადგამტარი პროდუქტების განყოფილება გეგმავს მომდევნო წელს Exynos პროცესორების მიწოდების მასშტაბი ორჯერზე მეტად გაზარდოს, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო ETNews. ითვლება, რომ ამჟამად Samsung Galaxy სმარტფონების დაახლოებით 20% დამყარებულია Exynos ჩიპებზე. 

image.jpeg 

Exynos ჩიპები ასევე გამოიყენება სხვა კომპანიების სმარტფონებში, მაგრამ ასეთი მოწყობილობების რაოდენობა ძალიან მცირეა. Samsung Exynos-ის მომხმარებელთა ბაზა ძირითადად შემოიფარგლება ჩინური ბრენდებით, როგორიცაა Vivo და Meizu. ბოლო დროს Samsung-ის საფირმო ჩიპები გააკრიტიკეს იმის გამო, რომ არ გამოირჩევიან ყველაზე გამორჩეული წარმადობითა და ენერგოეფექტურობით, აგრეთვე იმიტომ, რომ ჩიპები ცხელდება დატვირთვისას. 

მჟამად, როდესაც კომპანიამ აღჭურვილობაში ARM ჩიპები მიიღო, წარმადობი დონე როგორც ფლაგმანურ, ისევე Exynos ჩიპის მქონე საშუალო დონის სმარტფონებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და, დიდი ალბათობით, მომდევნო თაობებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ინსაიდერები აცხადებენ, რომ 5G-სა და გახურებასთან დაკავშირებული პრობლემებიც უახლოეს მომავალში მოგვარდება. 

image.jpeg 

Samsung თანამშრომლობს AMD-სთან, რათა მობილურ მოწყობილობებში გრაფიკის წარმადობა ახალ დონეზე აიყვანოს. ამ პარტნიორობის პირველი შედეგი იქნება ჩიპი Exynos 2200, რომლის დებიუტი Galaxy S22 სერიის ფლაგმანურ სმარტფონებში შედგება. Samsung-ის ბევრ ხელმისაწვდომ და საშუალობიუჯეტურ მოწყობილობშიც წარმოდგენილი იქნება საფირმო პროცესორები. ETNews არ აკონკრეტებს, გააფართოვებს თუ არა Samsung იმ ბაზრების რაოდენობას, სადაც Exynos-ვერსიის ფლაგმანური სმარტფონები გამოვა. 

ცნობილია, რომ Exynos 2200 ჩიპი დამზადდება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. პროცესორი შედგება ერთი 2.9 GHz Cortex-X2 ბირთვის, სამი 2.8 GHz Cortex-A710 ბირთვისა და ოთხი 2.2 GHz ენერგოეფექტური Cortex-A510 ბირთვისგან. GPU-ის სიხშირე 1250 MHz. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.