Jump to content

ევროპის კოსმოსური სააგენტო ტესტავს 3D ბეჭდვის ტექნოლოგიას კოსმოსში მთვარის გრუნტში არსებული ლითონების გამოყენებით


Recommended Posts

პროექტი განპირობებულია აუცილებლობით - მთვარის მომავალი ბინადრები უზრუნველყოფილ იყვნენ საჭირო აღჭურვილობებითა და სათადარიგო ნაწილებით, რომელთა დედამიწიდან მიწოდება დიდ ხარჯებს მოითხოვს. 

სამ კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ევროპის კოსმოსური სააგენტო გამოიყენებს მთვარეზე მარტივა ხელმისაწვდომ ლითონებს სხვადასხვა კომპონენტის წარმოებისთვის. 

მთვარეზე ცხოვრება შეიძლება ჯერ კიდევ შორეული კონცეფცია, მაგრამ ეს არ ანელებს კოსმოსური ორგანიზაციების ძალისხმევას, მისთვის მოემზადონ. ევროპის კოსმოსურმა სააგენტო (ESA) შეთანხმება დადო ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Incus, OHB System AG და Lithoz GmbH ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის, რათა დაეუფლონ 3D ბეჭდვის ტექნოლოგიას მთვარის მსგავს მცირე გრავიტაციის მქონე გარემოში. 

image.jpeg 

პროექტი განპირობებულია მთვარეზე იმ აუცილებელი კომპონენტების წარმოების უზრუნველყოფის აუცილებლობით, რომლებიც დედამიწიდან არ წაღებულა. ახალი ტექნოლოგია კომპონენტების დასამზადებლად იყენებს გადამუშავებულ ლითონის ფხვნილებს, ომლებიც მთვარეზე ხელმისაწვდომი იქნება. 

კომპანია Incus-ის საწარმოო პროცესი Metal Manufacturing (LMM) დამყარებულია ლითოგრაფიაზე, რომელიც წარმოადგენს ლითონის დეტალების წარმოებისთვის განკუთვნილ 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის სახეობას, რაშიც ფოტოპოლიმერიზაციის პრინციპი გამოიყენება. კომპანიები თვლიან, რომ ეს არის 3D ბეჭდვის მეტად ეფექტური ტიპი კონკრეტულად ზემოთხსენებულ სფეროში გამოყენებისთვის. 

Incus-ისა და Lithoz-ის მიერ შემუშავებული ლითოგრაფიული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა სწრაფად და ხარისხიანად დაიბეჭდოს ნივთები ლითონებისა და კერამიკის გამოყენებით, თანაც ტექნოლოგია რესურსების დაზოგვას უზრუნველყოფს. ეს კონცეფციები წარმატებით წარმოაჩენს თავს დედამიწაზე, ასეთი პროექტები გადამწყვეტია ტექნოლოგიური ხარვეზების ამოსავსებად და კოსმოსში წარმოების დასანერგად“ - ნათქვამია კომპანია Lithoz-ის მასალების განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებაში. 

პროექტი 18 თვე გაგრძელდება და გამოყენებული იქნება შეფასებისთვის, თუ რამდენად შესაძლებელია მთვარის ზედაპირზე არსებული ლითონების გადამუშავება მაღალი ხარისხის საბოლოო პროდუქტების მისაღებად ეკოლოგიურად სუფთა, ნარჩენების გარეშე არსებული პროცესის მეშვეობით. წარმატების შემთხვევაში მთვარის მისია ნაკლებად დამოკიდებული გახდება დედამიწაზე ყველა ასპექტში - საცხოვრებელი ადგილის შექმნიდან დაწყებული - კვლევისთვის საჭირო მასალებით დამთავრებული. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.