Jump to content

Tesla-ს ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ Cyberquad იქნება მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო კვადროციკლი


Recommended Posts

გასული წლის შემოდგომაზე პიკაპ Cybertruck-ის პრეზენტაციაზე გამოჩნდა ელექტრო კვადროციკლი Cyberquad, იგი სიახლეებში იშვიათად ჩანს, თუმცა ახლახანს დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშნის თანახმად Tesla მას ადრე თუ გვიან გამოუშვებს. მასკმა  განაცხადა, რომ Cyberquad იქნება ყველაზე უსაფრთხო კვადროციკლი თავისი კლასის წარმომადგენლებს შორის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Electrek 

ხსენებული კომენტარი Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა კომპანიის აქციონერების შეკრებაზე განაცხადა, აღნიშნავს Electrek. მასკს კითხეს, გამოვა თუ არა კვადროციკლი პიკაპთან ერთად ოსტინში მდებარე საერთო საწარმოდან. ადრე Tesla-მ Cyberquad წარადგინა, როგორც პიკაპ Cybertruck-ის ერთ-ერთი ოფცია, ამიტომ მათი ერთად წარმოების საკითხი სავსებით გამართლებულად გამოიყურება. 

მასკმა კითხვაზე უპასუხა, რომ ტეხასში არსებულ საწარმოში მოხდება პიკაპ Cybertruck-ის წარმოება, კვადროციკლ Cyberquad-ის შესახებ კი ბუნდოვანი პასუხი გასცა და უბრალოდ ივარაუდა, რომ ეს სატრანსპორტო საშუალება ოსტინის კონვეირიდან გამოვა. Tesla-ს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ საწარმოო თვალსაზრისით კვადროციკლის წარმოება გამოწვევაა, რადგან მსგავსი ტექნიკა თავისთავად სახიფათოა, კომპანია კი ისწრაფვის Cyberquad აქციოს ყველაზე უსაფრთხო მოდელად თავის კლასში. 

მიზნის მიღწევას ხელს შეუწყობს დაბალი სიმძიმის ცენტრი, ვინაიდან ელექტრო ძრავის განავსებისთვის დამახასიათებელი კლასიკური კონსტრუქცია Tesla-ს შესაძლებლობას მისცემს მოათავსოს ბატარეა მიწასთან უფრო ახლოს. როგორც მასკმა განმარტა, კვადროციკლები საფრთხეს წარმოადგენენ გადაბრუნების თვალსაზრისით. Tesla-ს იდეალურ შემთხვევაში სურს ისეთი მოდელი, რომელიც არ გადატრიალდება. როგორ მიიღწევა ეს მიზანი, კომპანიის ხელმძღვანელს არ განუმარტავს. პიკაპ Cybertruck-ის მასობრივი წარმოება მომდევნო წლის ბოლოს დაიწყება, ასე რომ Cyberquad მომხმარებლებისთვის ამ ვადაზე ადრე არ იქნება ხელმისაწვდომი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.