Magdalena Posted October 8, 2021 Share Posted October 8, 2021 კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრებმა შექმნეს რობოტი, სახელად LEONARDO. მისი განსაკუთრებული მახასიათებელია მრავალგვარი მეთოდით გადაადგილების შესაძლებლობა: იგი დადის და ხტუნავს ორ ფეხზე, ბალანსს ინარჩუნებს სკეიტბორდზე ან გაჭიმულ თოკზე და ფრინავს კიდეც. წყარო: newatlas.com რობოტის სიმაღლეა 0.8 მ, მას მარტივად შეუძლია გადაადგილება ორი ქვედა კიდურით და აქვს უნიკალური უნარი - შეინარჩუნოს წონასწორობა. რობოტი წონასწორობას ინარჩუნებს მხრებზე განთავსებული ოთხი ხრახნით და ამით იგი კვადროკოპტერს მოგვაგონებს. ხრახნები საშუალებას აძლევს რობოტს არა მხოლოდ გაათანაბროს თავისი პოზიცია, არამედ აიწიოს ჰაერში. შედეგად LEONARDO ადვილად დახტის უხეშ რელიეფზე, გადალახავს კიბეებს და სხვა დაბრკოლებებს. წყარო: newatlas.com „ჩვენ შთაგონება ბუნებისგან ავიღეთ. გაიხსენეთ, როგორ იქნევენ ფრინველები ფრთებს, ხტებიან და გადალახავენ სატელეფონო ხაზებს. როდესაც ფრინველები სიარულიდან ფრენაზე გადადიან, ეს არის რთული, მაგრამ დამაინტრიგებელი მოვლენა. გვინდოდა ამის აღქმა და რაიმეს შესწავლა“ - განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა Soon-Jo Chung-მა. რობოტ LEONARDO-ს უნარების სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3iBzg8f გადაადგილების კომპლექსური მეთოდი LEONARDO-ს უპირატესობას ანიჭებს სხვა რობოტებთან შედარებით. ხრახნები მას უზრუნველყოფენ უფრო ეფექტური ბალანსით, ვიდრე ჩვეულებრივ ორფეხა მანქანებს აქვთ, ფეხები კი ამაგრებენ სხეულს და დატვირთვის დიდ წილს ხრახნებიდან იღებენ. პროექტი მუშავდებოდა ორი წლის განმავლობაში და ამ პერიოდში რობოტმა მოახერხა ლაბორატორიული ტესტებიდან რეალურ პირობებში შესაძლებლობების დემონსტრირებაზე გადასვლა. ინჟინრებმა LEONARDO-ს ასწავლეს გაჭიმულ თოკზე სიარული და სკეიტბორდით გადაადგილებისას საგზაო კონუსების თავიდან არიდება. სამომავლო ვერსიებში პროექტის ავტორები რობოტს უზრუნველყოფენ უფრო მძლავრი ძრავით და მეტად ჭკვიანი ალგორითმებით. https://bit.ly/3liTuFq Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.