Jump to content

NVIDIA ამზადებს განახლებულ ვიდეო დაფა GeForce RTX 2060-ს 12 გბ მეხსიერებით და GeForce RTX 3070 Ti-ს - 16 გბ-ით


Recommended Posts

ვიდეო დაფების მწარმოებლების ლოგიკის გაგება მეტად რთულია. მაგალითად, დღესდღეობით AMD უშვებს იმდენად ცოტა ახალ ვიდეო დაფას, რომ ისინი ვერ მოხვდებიან ტოპ 50 ყველაზე გაყიდვად დაფებში Steam-ზე. ამის გამო AMD-ის პროცენტული წილი მუდმივად მცირდება, მომხმარებლები ღიად გამოხატავენ იმედგაცრუებას Big Navi არქიტექტურასთან დაკავშირებით. გახსოვთ, რა მასშტაბის იყო დავა - შეძლებდა თუ ვერა ახალი გრაფიკული ჩიპი NVIDIA-ს ფლაგმანისთვის გასწრებას? შესაძლებელია თამამად მტკიცება, რომ პირველ ამოცანას AMD-ის ინჟინრები მშვენივრად გაუმკლავდნენ, რადგანაც Radeon RX 6900 ХТ წარმადობით თითქმის GeForce RTX 3090 დაფის ტოლია და ღირს უფრო იაფი. თუმცა ბაზარზე საკმარისი რაოდენობის ვიდეო დაფების გამოშვება არ შეუძლია არც AMD-ს, არც NVIDIA-ს. 

image.jpeg 

ინსაიდერების ინფორმაციით მალე გაიყიდება GeForce RTX 3000 SUPER სერიის ვიდეო დაფა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი არაოფიციალური ცნობები ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა ამჯერად ინფორმაცია სანდრო წყაროებიდან მოდის და ნაწილობრივ განსხვავდება უკვე გავრცელებული ხმებისგან. 

image.png 

  • უპირველეს ყოვლისა, ვიხილავთ GeForce RTX 3090 SUPER-ს. ეს იქნება ნამდვილი მონსტრი CUDA ბირთვების გაზრდილი რაოდენობით და მაღალსიჩქარიანი GDDR6X ვიდეო მეხსიერებით. სავარაუდოდ, მეხსიერების მოცულობა იგივე დარჩება (24 გბ), თუმცა სიჩქარე გაიზრდება 20 გბ/წმ-მდე. 

  • მომდევნო მოდელი იქნება განახლებული GeForce RTX 2060. მას 12 გბ ვიდეომეხსიერება ექნება, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული. უცნობია, ვინ მოიფიქრა ასეთი უცნაური სვლა და საერთოდ რისთვის სჭირდება გრაფიკულ ჩიპს 12 გბ. დიდი ალბათობით, კომპანიას სურს გაყიდოს ერთი და იგივე პროდუქტი, ოღონდ გაცილებით მაღალ ფასად ორჯერ მეტი ვიდეომეხსიერებით. 

  • დაბნეულობას იწვევს აგრეთვე სამომავლო GeForce RTX 3070 Ti მოდელი 16 გბ ვიდეომეხსიერებით. თუკი ზემოთხსენებული მოდელების არსებობა ასე თუ ისე მაინც აიხსნება, აქ ნამდვილი ჩიხია. რისთვის არის საჭირო ასეთი ვიდეო დაფა, თუკი GeForce RTX 3080 Ti მოდელსაც კი მხოლოდ 12 გბ აქვს? ასეთი ვიდეო დაფა იქნება ამჟამად არსებულ მოდელებზე უფრო სწრაფი ვიდეომეხსიერების გაორმაგებული მოცულობის ხარჯზე და შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ძველი GPU-ების გაყიდვაზე. 

image.png 

რეალურად, ეს არ არის სრული გეგმა. მოცემულ ცხრილზე შეგვიძლია ვიხილოთ როგორც უკვე გამოსული, აგრეთვე მოსალოდნელი მოდელები. ახალი სერიის გამოსვლა მოსალოდნელია 2022 წლის დასაწყისში.  

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.