Jump to content

პოდკასტის ყურდსასმენი და მიკროფონი


Recommended Posts

გამარჯობათ,

ვეძებ ყურსასმენს და მიკროფონს ერთად ან ცალცალკე, მთავარია კარგი იყოს და სუფთა ხმა ქონდეს ბიუჯეტი ბევრი არა $100-150, მიკროფონი წმინდად უნდა გამოცემდეს ხმას და არ შრიალებდეს და ფხიკინებდეს რას მირჩევთ?

 

spacer.png

spacer.png

Link to comment
Share on other sites

შიშინი ყველა მიკრაფონს დაყვება ეგ ოთახის სივრცისგან გამოცემული ხმაა რომელსაც მიკრაფონი აღიქვამს და გადმოგცემს, ატრიბუტული დაცვა მაგისგან არის ერთი ფილტრი იყიდო რომელსაც დაუყენებ და მეორე პროგრამულად დაამუშავო ისე მიკრაფონის ლაინი რომ მაქსიმალურად დააგდო ეგ შიშინის ხმა... ნორმალური ხარისხის პოდკასტ სეტაპისთის დაგჭირდება:

1. აუდიო ინტერფეისი 2. კარგი ხარისხის XLR კაბელები, სტუდიური ყურსასმენები და კონდენსორული მიკრაფონები...

ბიუჯეტურად თუ გინდა მიიღო საკმაოდ კარგი ხარისხი, აუდიო ინტერფეისს რაც შეეხება: behringer u-phoria UMC202HD გეყოფა სრულიად.

მიკრაფონი Behringer C1 დაგჭირდება. 

ყურსასმენებს რაც შეეხება შედარებით ბიუჯეტურებიდან: Samson SR850, AKG Pro K72, shure SRH240A...

ეს არის მინიმალური სეტაპი მოკლედ რომ სახლის პირობებში საკმაოდ ხარისხიანი ხმა მოაწყო, სტარტაპია მოკლედ, დანარჩენი ბიუჯეტისდა მიხედვით გათვალე მოკლედ...

Link to comment
Share on other sites

ეგ აუდიო ინტერფეისი რას აკეთებს ვერ გავიგე კარგად გარდა იმისა რომ 2 ან მეტი მიკროფონი დააერთო და რა განსხვავებაა კონდენსორულ მიკროფონებში. დიდად ვერ ვერკვევი აუდიოში უბრალოდ რაც არუნდა საინტერესო თემა გქონდეს და კარგი აუდიო არ გიდევს ძალიან ბანძდება, და მინდა ცოტა გავერკვე.

Link to comment
Share on other sites

აუდიო ინტერფეისი არის მოწყობილობა რომელიც სხვადასხვა აუდიო მოწყობილობისგან წამოსულ სიგნალს გარდაქმნის ფორმატად, რომელსაც შემდეგ კომპიუტერი სხვადასხვა სოფთვეარის მხარდაჭერით ე.წ. DAW-თი აღიქვამს და გასმენინებს, სტუდიური მონიტორების, ყურსასმენების დახმარებით და ა.შ. აუდიო ინტერფეისს გააჩნია ლაინები და ამ ლაინებში აერთებს ხვადასხვა მოწყობილობებს, მიკრაფონებს, ყურსასმენებს  და ა.შ. ამ ყველაფერს ახდენ XLR სტანდარტით რომელიც ბევრად ზუსტ ბგერას გასმენინებს ვიდრე ქრინჯი USB.

პლიუს ჩაწერასთან ერთად და პოსტ მასტერ მიქსინგის პროცესის გარდა, ზუსტად ლაივ რეჟიმში მონიტორინგისთვის, ჩაწერისთვის და გახმოვანებისთვის იყენებენ სტუდიები. 

განსხვავება დინამიკურ და კონდენსატორულ მიკროფონს შორის არის დინამიური მიკროფონი უკეთესია ხმამაღალი, ძლიერი ბგერების (დრამი ან ხმამაღალი ვოკალი) გადასაღებად, განსაკუთრებით ცოცხალ გარემოში, ხოლო კონდენსატორული მიკროფონი გამოიყენება უფრო დელიკატური ბგერების და უფრო მაღალი სიხშირის გადასაღებად (სტუდიაში ვოკალის ჩასაწერად მაგალითად).

Link to comment
Share on other sites

ამ მაღაზიაში შენი აზრით კარგი პროდუქტია? ძაან გაძვირდა ტრანსპორტირება და აქ რომ ვიყიდო სადმე ხომ არ იცი მაღაზია სადაც ავაწყობ აუდიოს. 

Link to comment
Share on other sites

მანდ მეორადებიც აქვთ და ახლებიც, ამიტომ ჯეოვოისში ჯობს იყიდო, ყველაზე კარგი ფასები მანდ აქვთ, ისეთი რომ გამოწერა არც ღირს: 

https://geovoice.ge/dj-ka/ka-5/

 

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

ვხურავ

Link to comment
Share on other sites

  • George locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.