Jump to content

Intel დაეხმარება Samsung-ს ჩიპებისთვის განკუთვნილი PCB-ს წარმოების გაფართოებაში


Recommended Posts

ნახევარგამტარ კომპონენტებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ბევრ კომპანიას აიძულებს გაზარდონ წარმოების მოცულობა. Samsung-ის ელექტრომექანიკის განყოფილება (Samsung Electro-Mechanics)  არ არის გამონაკლისი, სხვადასხვა ასორტიმენტის ბეჭდური PCB-ების მწარმოებელი მზად არის 900 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელოს საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებაში. არაოფიციალური ცნობების თანახმად Intel დაინტერესებულია კორეული კომპანიის ხსენებული საინვესტიციო პროგრამით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

როგორც The Korea Times აღნიშნავს, არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ Samsung Electro-Mechanics ვიეტნამში არსებული საკუთარი საწარმოს გაფართოებაში ჩადებს 900 მლნ აშშ დოლარზე მეტს, რათა გაზარდოს  PCB-ების საწარმოო მოცულობა, რომლებიც FC-BGA შესრულების ჩიპების წარმოებისთვისაა საჭირო. კომპანიის ვიეტნამური პლატფორმა არის ერთ-ერთი კანდიდატი ინვესტიციების მისაღებად, მაგრამ არა ერთადერთი, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

კორეული წყაროები განმარტავენ, რომ AMD და Intel შეიძლება ჩაერთონ ისეთ ინიციატივებში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღმოფხვრას კომპონენტების დეფიციტი საკუთარი პროდუქციის წარმოებისთვის. FC-BGA დიზაინი, რომელიც გულისხმობს აწყობილი ჩიპის დამონტაჟებას პირდაპირ PCB-ზე, მოთხოვნადია ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მაისში Intel-მა მიმართა Samsung-ს წინადადებით - დანახარჯები გაენაწილებინათ სპეციალიზებული PCB-ების წარმოების მოცულობის გასაზრდელად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.