Jump to content

Recommended Posts

დატესტე და მიხვდები შენ სისტემაზე რა ფორმაშია, თუ არ მოგეწონა რამე ყოველთვის შეგიძლია უკან გადასლვა და ახალი ბილდის ლოდინი, მე მეორე არ დამიტესტია და პირველი არ მომეწონა, ბანალურათ ბევრ ვიდეოებს ვუყურებ კომპში და ლაგავდა, ვერ გავასწორე ეგ ლაგები, HDR ლაგავდა და SDR ფორმატში, გლობალური ლაგები ქონდა ჩემთან, იგივე სეტინგებზე 10-ში ეხლაც მშვენივრათ უბერავს, ანუ ჩისტა 11 ბრალი იყო ეგ ლაგები

Link to comment
Share on other sites

  • Replies 1.3k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

2 hours ago, George said:

დატესტე და მიხვდები შენ სისტემაზე რა ფორმაშია, თუ არ მოგეწონა რამე ყოველთვის შეგიძლია უკან გადასლვა და ახალი ბილდის ლოდინი, მე მეორე არ დამიტესტია და პირველი არ მომეწონა, ბანალურათ ბევრ ვიდეოებს ვუყურებ კომპში და ლაგავდა, ვერ გავასწორე ეგ ლაგები, HDR ლაგავდა და SDR ფორმატში, გლობალური ლაგები ქონდა ჩემთან, იგივე სეტინგებზე 10-ში ეხლაც მშვენივრათ უბერავს, ანუ ჩისტა 11 ბრალი იყო ეგ ლაგები

ანუ რომ დავააბგრეითო, მერე შემიძლია ისევ 10ზე დაბრუნება ხო, ეგ არ ვიცი როგორ ხდება :დ

Link to comment
Share on other sites

კი შეიძლება, ოღონდ windows.old ფოლდერი არ უნდა წაშალო სანამ არ დატესტავ ახალს, მაგ შემთხვევაში შეიძლება უკან დაბრუნება, recovery უნდა იყოს უკან დაბრუნება თუ ვერ მიაგენი

Link to comment
Share on other sites

3 hours ago, Gobro said:

კი ღირს. მე გამოსვლის დღიდან მიყენია და საკაიფოდ უბერავს

ჩრმთან პრობლემა ქონდა ზოგიერთ თამაშზე, არ ირთვებოდა, მაგიტომ დავბრუნდი ისევ 10ზე.

Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, G1ORG1 said:

ჩრმთან პრობლემა ქონდა ზოგიერთ თამაშზე, არ ირთვებოდა, მაგიტომ დავბრუნდი ისევ 10ზე.

მე რა თამშებიც დავტესტე ყველა ირთვებოდა ბოლო ასასინის გარდა

Link to comment
Share on other sites

არ გადავალ 11-ზე სანამ ტასკმენეჯერს არ დააბრუნებენ ტასკბარზე :)

და ვაფშო ზოგადად მაგარი არაკომფორტული ოესია, ინტერფეისის ამბავში ყველფერში უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგარი არა იუზერფრენდლია

battlefield 2042-ს თემაა, წინა ნაწილებში რაც კარგი იყო ყველაფერი რო დაიკიდეს და ახალი სრული დებილობა შექმნეს

Link to comment
Share on other sites

 22621.160 ბეტა აპდეიტი გამოვიდა: https://blogs.windows.com/windows-insider/2022/06/13/announcing-windows-11-insider-preview-build-22621-160/ ეგ მგონი პირველი აპდეიტია 22621 RTM კანდიდატ ბილდისთვის, ებ ბილდი უფრო მაღალი აპდეიტით მოგვიანებით გამოვა ვინდოუს აპდეიტშიც როგორც windows 11 22H1 ბილდ , თუმცა არა ეხლა ვაკვირდები  https://thewincentral.com/windows-10-22h2-codenamed-copper-no-22h1-update-reveals-updated-official-documents/ და შეუცვლია ისევ სქემა მიკროსოფტს, კი ეგ RTM ბილდია მაგრამ ეგ ყოფილა კაკრაზ 22H2 sun valley ბილდი და გამოდისო ვინდოუს აპდეიტში უკვე სექტემბერში მარტო, ეხლა ბეტა სტატუსშია ჯერ, მაგრამ გადმოწერით ეხლაც შეგიძლია გადმოწერო, მაგაზე ახალი ბილდი აღარ გამოვა, მარტო აპდეიტებს გამოუშვებენ და უკვე მაისში გამოვიდა ეგ, დაახლოებით 1 თვის უკან ანუ პირველათ 22621, ეგ იყო ბოლო დევ ბილდი, ეხლა მიდის უკვე ახალი დევ ბილდის ტესტიროვკა  25136 ეგ როგორც მივხდი sun vally 2 იქნება და windows 11 23h2 ბილდი, ანუ როგორც ჩანს ეხლა h1 ბილდებს აღარ უშვებენ, რავი მე ეგრე გავიგე, ვეღარ მოვიცალე ისე მაგ ახალი ბილდის დასატესტათ, ეხლა უკვე ბეტა სტატუსშია, ალფა დევ ბილდები აღარაა, შეიძლებოდა დატესტვა, ისიც არ ვიცი WDDM 3.1 დრაივერის საპორტი უკვე დაამატა ნვიდიამ თუ ეგ მარტო ესეთ დრაივერებზეა ჯერ https://forums.guru3d.com/threads/525-14-windows-insider-drivers.443387/ რახან ეგ ჯერ ფინალური ბილდი არაა მაინც დიდი ალბათობით არ დაამატებდა 512.95 მხარდაჭერას ჯერ,მაინც ვინმეს თუ უყენია დატესტოს რას აჩვენებს WDDM 3.0 თუ 3.1 უკვე მაგაზე, მოგვიანებით დავტესტავ დაფიქსეს თუ არა ლაგები მაგ ახალში რაც 22 h1 პირველ ბილდზე ქონდა და ვერაფერი მოვუხერხე ვიდეოებში (ვაბრალებ ახალ ექსპლორერს სირული ეფექტებით და მემგონი მცირე დოზებში მემორი ლიკეიჯიც ქონდა თან + ცუდი საპორტი უფრო 144+ გერციან ფრისინკ მონიკებზე და მაღალ pooling rate 500HZ+ მაუსებზე) , მე უფრო HDR მაინტერესებს და ახალი კალიბრაცია რომ დაამატეს HDR-ზე რამეში ეხმარება თუ აჩერედნოი გალოჩკაა

ხო აგრეთვე გამოუშვიათ პირველი ფინალური ბილსთვისაც აჩერედნოი სეკურიტი აპდეიტი: https://support.microsoft.com/en-us/topic/june-14-2022-kb5014697-os-build-22000-739-cd3aaa0b-a8da-44a0-a778-dfb6f1d9ea11

ხო საინტერესო ისაა რომ 22621 ფინალური ბილდისთვის მეორე აპდეიტიც გამოვიდა 22621.105 https://www.comss.ru/page.php?id=10619 მაგ ბილდს თუ დააყენებ მერე ამ უტილიტით შეიძლება 160 აპტეიტის დაყენებაც ალბათ ბეტა ჩანელზე იქნება: https://github.com/abbodi1406/offlineinsiderenroll/releases ნუ ეგეც პრევიუა, ოღონდ ეგაა შეიძლება სეკურიტი აპდეიტი 160 რაღაცას ამატებს კიდე დამატებით, უწერიათ მაგ ლინკზე, მერე დავტესტავ მაგ ახალ ბილდს, ვნახო ერთი რა ფორმაშია, ოხრათ ბაგები და ფიქსები კია დამატებული 22000 ბილდის შემდეგ, ლამის 250+ ლოლ

აი ეს დრაივერია მაგ ვინდოუსს თუ დააყენებ 22621.160 WDDM 3.1 საპორტით ნვიდიას კარტებისთვის:

Nvidia's Windows 11 22H2 WDDM 3.1 GeForce driver 525.14 has also leaked early https://www.comss.ru/page.php?id=10619

Microsoft might make SSD boot drives a system requirement for Windows 11 from next year https://www.neowin.net/news/microsoft-might-make-ssd-boot-drives-a-system-requirement-for-windows-11-from-next-year/ ისედაც უმრავლესობას უკვე სსდ-ზე უყენია ვინდოუსი, რამდენიმე % იქნება დარჩენილი HDD მსოფლიო მაშტაბით ალბათ, შემდეგი წლისთვის ეგ რიცხვიც აღარ დარჩება მაგას თუ დაამატებს მიკროსოფტი უკვე

ისე ფორუმებზე ხალხი წერდა რომ WDDM 3.1 დრაივერებზე ბაგების, ლაგების და დაკრაშვების დიდი რაოდენობა რაც 22000 ბილდზე ქონდა WDDM 3.0 გაასწორესო უკვე, უფრო გლატკათ უბერავსო თამაშებიც და არა მარტო, ლაგები შემცირებულა, მაგასაც დავტესტავ როცა დავაყენებ, ცვეტოპერედაჩა და სიკაშკაშეც მაინტერესებს HDR მაგ ახალ დრაივერებში რა ხდება

Link to comment
Share on other sites

ამასობაში 25140 ბილდი გამოვიდა https://blogs.windows.com/windows-insider/2022/06/15/announcing-windows-11-insider-preview-build-25140/, ეგ როგორც ჩანს 23 h1 ან h2 ბილდი იქნება, h1 ბილდებთან უცნაური ინფოები დადის, თითქოს მეტი აღარ იქნებაო და ჯერ ბეტა სტატუსს მიიღებენ ალფა ბილდები და მერე აპდეიტების სახით ავაო ფინალურამდე, ბილდს აღარ გაანახლებენ, ეხლაც ეგრეა აი 22h1 ბილდი აღარ გამოსულა და ეხლა რაც გამოსულია 22621 ბილდი მაგაზე ჯერ აპდეიტები გამოვა და სექტემბერ-ოქტომბერში უკვე ფინალური 22h2 ბილდიც ვინდოუს აპდეიტში, ეტყობა მაგასაც ეგ ბედი ელის შემდეგი წლის შემოდგომაზე უკვე, მაგ მეორე ბილდს დავტესტავ მოგვიანებით ალბათ უკვე, ფორმალურათ გამოსულიც რომ არ იყოს ეგ RTM კანდიდატი ბილდია ახალ-ახალი ბეტა აპდეიტებით სექტემბრამდე რასაც გამოუშვებენ, თუ ვარგა რამეთ შეიძლება უკვე დაყენება, გუშინ ნვიდიას ოფიციალური დრაივერებიც კი გამოუშვია უკვე WDDM 3.1 და windows 11 22H2 ბილდის საპორტით

Link to comment
Share on other sites

ხო ამასობაში პირველი ვინდოუს 11 ბილდისთვისაც გამოსულა პრევიუ აპდეიტი შემდეგი ჩეინჯლოგით: https://blogs.windows.com/windows-insider/2022/06/16/releasing-windows-11-build-22000-766-to-the-release-preview-channel/ იდეაში ეგეთივე პრევიუ აპდეიტი შეიძლება ვინდოუს 10 19044 ბილდისთვისაც გამოუშვან უკვე ორშაბათისთვის, ეგრე ყოფენ ხოლმე ხშირათ ვინდოუს 11 და ვინდოუს 10 პრევიუ აპდეიტებს, სხვათაშორის საკმაოთ აქებენ 22621.160 აპდეიტს და ბოლო WDDM 3.1  516.40 ნვიდიას დრაივერებს, ნაკლები ლაგები აქვსო ვიდეოებზე უკვე და გეიმინგშიც უკეთესი სიტუაციაა არისო მინიმალური დაკრაშვებით და უკეთესი პერფორმანსით, ნუ ახალ სისტემებზე ეგ უფრო რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემ ძველზეც დავტესტავ, სისტემის აპგრეიდი გადაიდო კი არა და შეიძლება ვეღარც შევძლო უკვე ყიდვა ბიტკოინი თუ არ დაბრუნდა 45000$ მაინც უკვე შემდეგი წლისთვის მაინც, მაგრამ დაბრუნდა კი არა და ლამის 5000$ ჩამოვაო ყველაზე პესიმისტიკური პროგნოზებით, ამიტომ სისტემის აპგრეიდის პერსპექტივები წარსულს ჩაბარდა უკვე ამ ეტაპზე სანამ ვერ გავაორმაგებ თანხას არაფერი გამოვა მაგ მხრივ, ნუ გეიმინგი ისედაც დაკიდებული მქონდა და თუ მომინდა ვითამაშებ 1080Ti და ამ ძველ სისტემაზე, კვებამ თუ დამისტუკა მაქვს კარგი კვებები დაჟე 3 ცალი და ისეთებიც 3080Ti რომ დაძრავდა თავისუფლათ, ანუ 1000 ვატიანები, მაგრამ ამ ეტაპზე უკრიანის კონფლიქტი უფრო მადარდებს ვიდრე ეგ ყველაფერი, სანამ ომი გრძელდება არსებობს საშიშროება რომ ჩვენც ცუდ დღეში ჩაგვაგდოს რუსეთმა თუ ცუდათ წაუვიდა საქმეები უკრაინას და მერე სხვა ქვეყნებზეც გადავიდა რუსეთის ამბიციები, მაგრამ უფრო ოდესა და მოლდოვეთი უნდაო პირველ რიგში ჯერ, მერე შეიძლება პრიბალტიკის ან პოლონეთის შეტევაც მოინდომონ, მაგრამ პირველ რიგში მე ვფიქრობ რომ არა ნატოს ტერიტორიებს დაესხმებიან თავს, ამასობაში ჩინეთიც ემზადება ტაივანის დასაბყრობათ, არც მაგ კონფლიქტი იქნება რამე პოზიტიური, მანდაც თუ დაიწყო ომი ძალიან ცუდათ განვითარდეს შეიძლება მოვლენები და კიდე უფრო დიდი ეკონომიკური კრიზისი დაიწყება უკვე, შეიძლება ძალიან პესიმისტურ რაღაცეებს ვწერ მაგრამ რეალისტი უნდა იყო მაინც ისეა ყველაფერი უკვე არეულ დარეული და მაქსიმალურათ გამწვავდა გეოპოლიტიკური სიტუაცია მსოფლიოში

Link to comment
Share on other sites

ხვალე დავტესტავ ალბათ 22621.160 ვინდოუს 11 ბილდს და შეხვედავ დაიფიქსა ლაგები WDDM 3.1 თუ აქვს ვიდეოებზე კიდე, რამდენადაც გლატკათ მუშაობდა MPC-HC+madvr ვინდოუს 10-ზე იმდენათ ლაგავდა ვინდოუს 11 22000 ბილდზე ჩემთან, არაფერმა არ უშველა, ნოლიდანაც დავაყენე და პირდაპირი აპგრეიდით, მაინც იგივე იყო, მაინც მგონია რომ არ იქნება ეგ პრობლემა ბოლომდე მოგვარებული, რაღაცეების ოპტიმიზაცია კიდე დარჩათ გასაკეთებელი და მაგიტომ, თუმცა არ გამოვრიცხავ ახალ სისტემებზე უფრო კარგ ხოდზეა სეკურიტი ფიშკები თუ ჩაურთე და ოფიციალური საპორტი ექნება პროცესორი-მაზერის, უფრო HDR გამო მინდოდა გადასლვა, რახან აშკარათ უკეთესი გრადიენტები და სიკაშკაშე ქონდა მაგ ვინდოუსზე ვიდრე ვინდოუს 10-ზე და ეგ სხვებმაც შენიშნეს,სხვათაშორის ოპერაში არ ლაგავდა, შეიძლება დაჟე პირიქით ასწრაფდა უფრო ბრაუზინგი, როგორც ჩანს მანდ ქონდა ნორმალური ოპტიმიზაცია, MPC-HC არა, თუმცა მაგის შემდეგ უკვე 5-6 თვე გავიდა და შეიძლება შეიცვალა უკვე სიტუაცია, რაც არ უნდა იყოს ეგ ნვიდიას დრაივერებზეცაა დამოკიდებული და WDDM 3.1 ხალხი წერდა ნაკლები ლაგები აქვსო იგრებში უკვე, შეიძლება ეგ ვიდეოებზეც ვრცელდება, რაც არ უნდა იყოს 1-2 დღე შეიძლება დავრჩე მთლათ თუ არ დამთხარა თვალები და დავაკვირდე რა ფორმაშია ეგ ახალი, ერთი შეხედვრით ლაგები სრაზუ რამდენიმე რაღაცის გამო შეიძლება ქონოდა მაგ ახალ ვინდოუსზე, ნუ ახალი ვიზუალური ეფექტები და ექსპლორერი, სადაც მგონი მცირე მემორი ლიკეიჯიც ქონდა, მაგის გარდა უფრო ცუდი მხარდაჭერა მაღალ სიხშირიან მონიტორებზე Gsync-ფრისინკზე + მაუსებზე მაღალი Polling Rate, ყველაფერი ერთად იწვევდა რაღაცნაირ აჩქარებულ ეფექტს ვიდეოებში, იგრები აღარ დამიტესტია, ბრაუზერში ეგ დიდათ ვერ შევნიშნე, 4-5 თვის უკან მეყენა ბოლოს დევ ბილდი და მაგის შემდეგ ბევრი რამე შეიცვლებოდა, ნუ მაშინ WDDM 3.0 დრაივერები იყო და საკმაოთ კრივოი, მაგის შემდეგ ბევრი რამე დაფიქსეს და ეხლა თან WDDM 3.1 საპორტი აქვს 516.40, ანუ მაგანაც შეიძლება იმოქმედოს ლაგებზე

Link to comment
Share on other sites

მოკლეთ ვინც ჯერ ვინდოუს 10-ის 19044 ბილდზეა და უნდა დატესტოს აი ეს ვინდოუს 11 ბეტა ბილდი https://blogs.windows.com/windows-insider/2022/06/13/announcing-windows-11-insider-preview-build-22621-160/ რაც სექტემბერში უნდა გამოვიდეს ოფიციალურათ აი ამ უტილიტით შეიძლება მარტივათ დაყენება მაგ ბილდის https://github.com/abbodi1406/offlineinsiderenroll/releases 2 ბეტა ჩანელი აირჩიეთ და აი რეზულტატიც რესტარტის შემდეგ ეხლა ვცდი და დავწერ მოგვიანებით რა გაასწორეს და რაც მთავარია აქვს თუ არა კიდე ლაგები ვიდეოებზე:

g7UokAg.jpg

ანუ თავისუფლათ მოსულა ვინდოუს 10-ზე დატესტვა მაგ ახალი ბილდის ყოველგვარი ისოების გადმოწერის გარეჩეს და მერე თუ რამე არ მოგეწონა 5 წუთში უკან დაბრუნდება ყველაფერი მანამდე რაც გეყენა ვინდოუს 10-ზე, დაყენებით კი სადღაც 30 წუთს მოუნდება აპგრეიდს მაგრამ ყველაფერი ისე დარჩება რაც მანამდე გეყენა თამაშები-ანტივირუსები-დრაივერების ჩათვლით, ბევრი ჩხუკუნი აღარ ჭირდება ხოლმე, მთავარია თვითონ ვინდოუსი რამდენათ ნორმალურია და სტაბილური, ხო დევ ჩანელზე უკვე 25140 ბილდს დააყენებს, ეგ კი უკვე 2023 წლის სექტემბრის ბილდი იქნება უფრო, შეიძლება მაგაზე მთლათ WDDM 3.2 საპორტი ქონდეს უკვე დამატებული, მაგრამ რახან არ გამოსულა ოფიციალურათ დაჟე 22h2 ბილდიც ჯერ არაა ჯერ ცნობილი რა შეიცვალა ან დაემატა დაჟე WDDM 3.1 კი

ესე იგი მაგას რომ ჩაურთავთ და ბეტა ჩანელს ჩართავთ რესტარტის შემდეგ აპდეიტში იპოვის ვინდოუს 10-ის enablement აპდეიტს ვინდოუს 11 22621.160 ბილდი რომ დააყენოს მაგ ძველ ვინდოუსზე, მეორე რესტარტზე კი უკვე უნდა დაეთანხმო ლიცენზიურ პირობებს და დაიწყებს მაგის შემდეგ მაგ ვინდოუს 11 ბოლო ბეტა ბილდის გადმოწერას, მე როგორც ვიცი მაგის შემდეგ ჯერ არ გამოსულა აპდეიტები, მაგრამ შეიძლება ამ კვირას ან შემდეგ მიდვიკისთვის გამოვიდეს კიდე რამე, ბევრი ბაგები არა აქვს უკვე როგორც პირვერს ქონდა წინა სექტემბერში რომ დასრულდა მაგაზე მუშაობა, ალბათ ეხლაც სკრიპტის გატარებაა საჭირო, წავიდე ვიპოვე ეგ სკრიპტი TMP 2,0-ის გამო დაბლოკა აპგრეიდი მაგრამ სკრიპტის შემდეგ ყენდებოდა პირველ ვერსიაზეც, ალბათ ეხლაც ეგრეა, თუმცა ეგ სკრიპტი საჭიროა მარტო ძველ სისტემებზე, ახლებზე პირდაპირ დაყენდება თუ იპოვა TPM 2.0 სისტემაში

კიდე გაურთულებია მიკროსოფტს აპგრეიდის გაკეთება ძველ სისტემებზე, ნუ თუ ისო ობრაზიდან არ აყენებ ჩაშენებული ბაიპასით უკვე რუფუსით თუნდაც, ეგ მუშაობს, მაგრამ მე ვერაფერი მოვუხერხე, მიშველა მგონი სულ ძველმა მეთოდმა ანუ დამალული სისტემური ფაილები გამოაჩინეთ და ძველი ვინდოუს 10-ის AppraiserRes.dll ფაილით ჩაანაცვლეთ C:\$WINDOWS.~BT\Sources ფოლდერში და მაგის შემდეგ გააგრძელებს ფაილების გადმოწერას და ვინდოუსის დაყენებას უკვე, კიდე რამე თუ გამოხტა დავწერ, პოვერშელის ბაიპასი აღარ შველის, მაინც შეცდომას მიგდებდა 10% რომ უახლოვდებოდა გადმოწერა, ხო ისე 160 აპდეიტი უბრალო განახლება არაა, ეგეთი ყოფილა 105 ფიქსებით და სეკურიტი აპდეიტებით, მანდ მაგეების გარდა შეუცვლიათ კიდე ინტერფეისი ექსპლორერში, აი ეხლა ასე გამოიყურება :

FE-Tabs-Nav-Hero-1024x659.png

ვსიო ამასობაში გადმოწერა ფაილები და უკვე დაყენება წავიდა, მალე ალბათ დარესტარტებასაც მომთხოვს უკვე, ხო კიდე მაგ ბილდზე ვოტერმარკი არა აქვს უკვე და ვადა არ გასდის, ლიცენზია მოქმედებს უკვე თუ გაქვს ავტომატურათ გადავა, არც აპგრეიდის გაკეთება დაჭირდება მეტი, მარტო აპდეიტებს გადმოწერს და რომელიმე აპდეიტის შემდეგ ფინალური ბილდის სტატუსიც მიეცემა სექმტებრისთვის, მანამდე კიდე რაღაცეებს დაამატებენ მაგ აპდეიტებში

Link to comment
Share on other sites

მოკლეთ დაყენდა დავტესტავ და დავწერ მერე რამდენათ კარგ ფორმაშია ესეთი ძველი სისტემისთვის თუ ყველა ვარიანტში ვინდოუს 10-ზე ჯობია დარჩენა, ნუ პირველ რიგში დარჩა თუ არა ლაგები, რასაც ვუყურებ არის გარკვეული პროგრესი ექსპლორერ-ვიზუალიზაციაში, ანუ თითქოს უფრო გლატკათ უბერავსო, ეხლა შევიხედები ევენტ ვივერში და გავასწორებ რამე ბაგები თუ გამოხტა კოსმეტიკური, ბოლოს რაც მეყენა ვინდოუს 11 დევ ბილდი, მაგის შემდეგ კიდე შეუცვლიათ რაღაცეები, ფოლდერების ინტერფეისია შეცვლილი და რამდენიმე ახალი ფიშკა დაუმატებიათ, ხლამით არ ავუვსივარ, ვინდოუს სტორი არც კი დაუბრუნებია, ეხლა დავბლოკავ shutup10-ში და დავაკვირდები მერე კიდე, რაღაცნაირი უფრო სოჩნი ჩვენება აქვს ამ ახალ ვინდოუსში რაც აკლია აშკარათ ვინდოუს 10-ში, ნუ ალბათ ინტერფეისის გარდა გააუმჯობესეს color management-იც და HDR საპორტიც უკეთესია, ასოებსაც თითქოს უფრო უკეთესათ აჩვენებსო, ფონტები ანუ

q1Lq9WE.jpg

ხო WDDM 3.1 მუშაობს უკვე ბოლო ნვიდიას დრაივერში მაგ ახალ ვინდოუსზე:

gd4Khn6.png

 

მოკლეთ ვისაც TPM 2.0 საპორტი არ გააჩნია ერთ 7-8 ვორნინგს აგდებს კოსმეტიკურს აი ასეთი ტიპის:

LSA package is not signed as expected. This can cause unexpected behavior with Credential Guard. და ეგრე ასახელებს 6-7 ვორნინგში ყოველი ბუტის შემდეგ რამდენიმე სხვადასხვა დასახელების პაკეტებს, დაიგნორების მაგივრათ მე გამოვურთე მაგის ლოგი რეესტრიდან და მეტი აღარ ამოუგდია უკვე, აი ესეც გასათიშია კიდე, ეგეც ყოველი ბუტის შემდეგ ფიქსირდებოდა და ზუსტათ TPM 2.0 თემაა ეგეც:

Credential Guard and/or VBS Key Isolation are configured but the secure kernel is not running; continuing without them.

206f6dea-d3c5-4d10-bc72-989f03c8b84b და 199fe037-2b82-40a9-82ac-e1d46c792b99 დავსერჩე რეესტრში და გამოვურთე მაგის ლოგი, მარტო ბუტის წინ აქვს, სხვა არაფერზე არ მოქმედებსო ვითომ რომ დავსერჩე გუგლში, სხვანაირათ ვერ დაფიქსავ ვერანაირათ, ხო პირველ ვინდოუს 11 ბილდზე ეგ არა აქვს, მერე დაუმატებიათ რაღაც სერვისი და მაგის გამო აგდებს უკვე მაგ ვორნინგს თუ TMP 2.0 არ გაქვს, ანუ მეორე ბილდის თემაა, დევ ბილდებში უკვე ქონდა ეგ, სხვა შეცდომებს არ აგდებს ან ვორნინგებს ევენტ ვივერში ბუტის შემდეგ რომ იცის ხოლმე, არც KIS 2021 MR 3 ბილდზე გაუხურებია რამე i პაჩზე სრულყოფილი საპორტი აქვს როგორც ჩანს მაგ ახალი ბილდის უკვე, სხვას უკვე დავაკვირდები პერფორმანსი ნორმა აქვს და თუ ლაგავს ეგრევე შემიძლია დავაბრუნო ისევე ვინდოუს 10-ზე, მაგრამ რასაც ვუყურებ უფრო გლატკათ უბერავს თითქოს ამ ახალზე, რამდენიმე საათი უნდა დაკვირვება, ბრაუზინგში ნორმალურათ გაზავს, აი სკროლინგის დროსაც ეტყობა რომ უფრო სუფთან მოძრაობს, შეიძლება სტარტ11 გაასწორეს რაღაცეები არ ვიცი ეხლა shutup10 ვნახავ რა ხდება და სერვისებს თუ უნდა ცოტა შეჩხუკუნება, ხო გეიმ მოდი არ გადმოუტანია როგორც მქონდა ვინდოუს 10-ში ისევ ისე ამოცლილი დარჩა აქაც, ვინდოუს დეფენდერია და ეჯი მარტო, ვინდოუს სტორიც არაა, ხო კლასიკურ პეინს არ მაყენებინებდა და PowerRun გავუშვი აეროს დამყენებელი და დაყენდა მაგის შემდეგ, კლასიკური კალკლულატორი გადმოიტანა ვინდოუს 10-ან, პეინტი რატომღაც არა, ხო ახალი ეფექტები და ექსპლორერი ბოლომდე ჯერ არაა ფორმაში, მაგრამ რაც იყო მე რომ ვტესტავდი დევ ბილდებში მაგას ბევრათ ჯობია რომ ვუყურებ, ნაკლები ლაგები აქვს და უფრო შუსტრათ იხსნება ეხლა ყველაფერი დაგვიანების გარეშე თითქმის, ვოლების რეფრეშის დროს რომ რაღაცა ფლაშინგი ქონდა ეგ მგონი დაუფიქსიათ, ფაქტიურათ პლავნათ იცვლება ვოლები მაგრამ მაგას კიდე დავაკვირდები შეიძლება ლონგ რანში უჭირს უკვე, თემებზე კიდე სამუშაო აქვს, ეხლა შევიხედე კარგა ხანს მოუნდა დარეფრეშებას დობრათ თემები მიყენია + სახელები კი არ დაუტოვებიათ, მარტო ვიზუალურათ შეიძლება გარჩევა რა ქვია თემა ან როცა დააკლიკავ აჩვენებს მერე უკვე სახელსაც ისე არა, ეგ დიდი მინუსია მაინც ალბათ ვისაც ბევრი თემები აქვს ვერც გაიგებს რა თემაა თუ არ დააკლიკა, აი ეხლა ვნახე უნდა კურსორი მიუახლოვო და მერე ჩანს რა ქვია ლოლ, მაგარი ნეუდობნია, ეს ახალი ვიზუალიზაცია ჯერ მაგარი დაუხვეწარია, როგორც ჩანს ჯერ შეეცადნენ ლაგები მაინც მოეცილებინათ და მერე იზრუნებენ უკვე გაუმჯობესებებზე და უკეთეს ვიზუალიზაციაზე, ბევრი რამეა ახალში დახვეწილი მაგრამ ბოლომდე ფორმაში ჯერ არაა მაინც, ბევრ თემებზე უკვე უჭირს გახსნა სწრაფათ, იგივე ჩაკეცვა და გახსნა თემები თუ გაქვს გახსნილი, თითქოს ჭედავსო, მაგრამ სერიოზული ლაგები მარტო მანდ შევნიშნე ჯერ, სხვაგან თითქმის დაუფიქსიათ ყველაფერი, ტასკბარზე, ექსპლორერში და ფოლდერების გახსნა გადატანებიც უფრო ასწრაფდა მაგ ახალში, დავაკვირდები კიდე

Link to comment
Share on other sites

ვინმემ ამიხსნას ამდენი ჩალიჩი რატო უნდა ჭირდებოდეს აზრზე მოსასვლელად სირი მაიკროსოფტის სირ ოპერაციულ სისტემას და თან ბედნიერები უნდა ვიყოთ რომ არსებობს. მოდი იდი ნა მორე copyright  კალაძე

Link to comment
Share on other sites

lol რამდენი რაღაცეებია დასაბლოკი shutup10-ში და უმრავლესობა რამე არც დაგჭირდება თან, მივაბლოკე ყველაფერი რაც კი ვნახე და არაფერში მჭირდებოდა, დავტოვე აპტეიდები მარტო და რანში რომ იმახსოვრებს კამანდებს ეგ ფუნქცია დანარჩენი დავუბლოკე, მაგრამ რაც დრო გადის მით უფრო ბევრი რაღაცეები ემატება მანდ, მეეჭვება ლაგებს ამცირებდეს ეგ ყველაფერი რომ ჩართული დატოვო, HDR კალიბრაციის ახალი აპი მაინტერესებდა მაგრამ ჯერ არ დაუმატებიათ მგონი, ვერ ვიპოვე https://devblogs.microsoft.com/directx/windows-hdr-calibration-app/ მგონი ტასკ მენეჯერიც შეუცვლიათ ამ ახალში:

2I22dVq.png

ნუ რაღაც-რაღაცეები შეცვლილია ბოლოს რაც მეყენა მაგის შემდეგ მაგ ახალში, დავტესტავ კიდე, დაბრუნება უკან ყოველთვის შემიძლია არ წამიშლია windows.old ფოლდერი ჯერ სადაც 19044 ვინდოუს 10 ბილდია და 5 წუთში უკან გადმოვალ თუ არ მომეწონა და ლაგები შევნიშნე ჯერ ვტესტავ, ბრაუზერში კარგია საკმაოთ, ყველაზე მეტათ ინტერფეისი არ მომწონს მაინც, ნუ ბანალურათ 3-ზე აქვს დიზაინი და თან დაუხვეწავია და ოპტიმიზაცია აკლია ჯერ, ეგაა მაგ ახალი ვინდოუსის ყველაზე დიდი მინუსი სხვა ნუანსებს რომ დავანებოთ თავი, მაგას 5-ზე სანამ არ მოიყვანენ ეგრე გააკრიტიკებენ სხვა რომც ნორმალური ქონდეს ყველაფერი, ექსპლორერზე კარგათ უმუშავიათ, მაგრამ დიზაინი მაინც არაა ბოლომდე დახვეწილი, თუმცა რაც იყო იმას ალბათ ჯობია მაგ ახალში უკვე რაღაც ცვლილებებია დამატებული, thumbnails შლის მაგ ახალშიც clenup-ის გატარების შემდეგ, ამიტომ ეგ რომ აღარ გააკეთოს Computer\HKEY_LOCAL_MACHINE\SOFTWARE\Microsoft\Windows\CurrentVersion\Explorer\VolumeCaches\Thumbnail Cache რეესტრში უნდა შეხვიდე და მანდ autorun 0 გადაიყვანო, მაგის შემდეგ აღარ გაანულებს thumnail ვიდეოებზე და ფოტოებზე, ფოლდერები ეხლა ასეთ ვიდზეა მაგ ახალში:

WldoAwf.png

ამასობაში ახალი 25145 დევ ბილდი გამოუშვიათ: https://blogs.windows.com/windows-insider/2022/06/22/announcing-windows-11-insider-preview-build-25145/ ახალი ფიშკები დაუმატებიათ კიდე მაგ დევ ბილდში, ფინალური შემდეგი წლის სექტემბრისთვის გამოვა უკვე, სხვათაშორის მაგ ახალ ვინდოუსში მონიტორის ინფოც შეუცვლიათ, ეხლა ესე მიჩვენებს ჩემთან უკვე:

2acXf4a.png

ვინდოუს 10-ში ეგეთი დეტალები არ ეწერა ჩემ მონიკზე, აწერია აქვს თუ არა ვესას სერტიფიკატი მონიკს და რომელი ფრისინკის საპორტი გააჩნია ეგეც წერია

მაგ ახალ ბილდში კიდე ერთი ახალი ფიშკა ვიპოვე გეიმინგისთვის:

uCF5YPD.png

მაგრამ ჩართული ჯობია მაგ ბოლო ირი სეტინგის დატოვება 2დ რეჟიმში დესკტოპზე და უშლის თუ არა ხელს ვიდეოების ყურების დროს ეგ არ ვიცი, დასატესტია ეგ ამბავი, თუმცა ლაგები თითქოს ნაკლები აქვს, მაგრამ ბოლომდე გლატკი თითქოს მაინც ვერაა, ანუ იმ დონეზე ვერ აჩვენებს ვიდეოებს MPC-HC+madVR როგორც ვინდოუს 10-ში, მაგრამ რაც იყო იმას ბევრათ ჯობია თავიდან უკვე, ვუყურებ სერიალს დღეს და გადავწყვიტავ ეგ ჯობია თუ ძველი, ისე ახალში უფრო სოჩნი ფერები აქვს და უკეთესი გრადიენტები ვიდეოებში, ეგ აშკარათ ჩანს, მემგონი ახალ ვინდოუსში რაღაც ფილტრაციასაც იყენებს ვიდეოებში, შეიძლება მაგიტომ აქვს მცირე ლაგები ჯერაც კი, მეორე მხრივ ეგ ლაგები შეიძლება ახალი ექსპლორერის და ეფექტების გამო ქონდეს და იმის გამოც ლაგავდეს შეიძლება მაღალ სიხშირიან მონიკებზე და მაუსებზე რომ აქვს გარკვეული პრობლემები მაგ ახალ ვინდოუსში, ნელ-ნელა სწორდება მაინც WDDM 3.1 უფრო მომწონს მე ვიდრე 3.0 როგორც უბერავდა ზამთარში რომ დავტესტე, ეს აშკარათ უკეთესია და იმედია კიდე დაიხვეწება მოგვიანებით

EcoQoS gives Windows 11 apps better battery life https://www.techrepublic.com/article/ecoqos-gives-windows-11-apps-better-battery-life/ შევნიშნე ეგ ფიშკები და დამაინტერესა რას ცვლიდა, უფრო ჰიბრიდული პროცესორებისთვის ყოფილა გათვლილი ნოუტბუკებში განსაკუთრებით, იგივე ინტელის 12 სერიისთვის

ეს ტაბები ექსპლორერში საინტერსო ფიშკა ჩანს, ეგრევე ოპერას ბრაუზერის ტაბი გამახსენდა, ფაქტიურათ ეგეთივე პონტია მანდაც:

PtC06l7.jpg

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არ ლაგავს საერთოდ ბევრ ფოლდერებს თუ გახსნი მაგ ტაბებში და აქეთ იქით იძრომიალებ ერთი ფოლდერიდან მეორეში, მოკლეთ წარმადობა ექსპლორერში გაუზრდიათ, მაგრამ თემებში უჭირს აშკარათ ჯერ სეტინგებში გადაადგილება, ჭედავს ბანალურათ, რაც ვინდოუს 10-ში არა აქვს, რაც უფრო მეტი თემა გაქვს დამატებული მით უფრო გაუჭირდება, ალბათ პროცესორზე და სისტემაზეც არის დამოკიდებული არ ვიცი, მაგრამ აშკარათ ოპტიმიზაცია მოიკოჭლებს ვინდოუს 11-ში თემების სეტინგებში

Pooling rate მაუსებზე რამდენზე გიყენიათ ისე 500 თუ მთლათ 250 უნდა დაწევა, მე ჯერ 500 ვტესტავ, ჩემ მაუსზე ეგაა დეფოლტზე, 1000 ვაბშე უბერავსო, მაგრამ იქნება მთლათ 250 ჩამოწევა ჭირდება

Link to comment
Share on other sites

მოკლეთ ჯერ ვერ გამოვიტანე ვერდიქტი, კი ლაგები შემცირდა, მაგრამ მაინც საკმაოთ დაგრუზულია ვინდოუს 10-ან შეფარდებაში ერთიდაიგივე რაღაცეებს რომ უშვებ, გეიმერების ნაწილი ამტკიცებდა სანამ 8 ბირთვიანი პროცესორი არ ჩავდგით არ იყოო კარგ ფორმაში ზოგიერთ თამაშებში, თითქოს პერფორმანსის ვარდნა ქონდა გარკვეული დაჟე 6 ბირთვიანებზეც კი, თუმცა იგრებში მე საერთოდ არ დამიტესტია, ნუ გავუშვი მასს ეფექტ 3 და ნორმალურათ მუშაობდა ყველაფერი, ლაგები აქვს მაგრამ იმდენი აღარ როგორც მანამდე, ზედმეტი რაღაცეები არ გამითიშია სერვისებში, ნაწილ-ნაწილ რომ თიშავენ ხოლმე, ეგეთი რაღაცეები ვინდოუს 10-ში არ ჭირდებოდა და არა მგონია რამემ უშველოს დიდათ, კიდე რამდენიმე დღე დავრჩები და დავტესტავ, თუმცა მერე ალბათ უკან გადავალ ვინდოუს 10-ზე, არ წამიშლია დაუნგრეიდი, ვიდეოებზე მაინც აქვს გარკვეული ლაგები და თვალებზე მოქმედებს, მაგრამ ფერები და გრადიენტები კარგი აქვს უფრო ვინდოუს 10-ზე, ეხლა სპეციფიკურათ ლაგავს, ისე არა რომ ცრემლები გადინოს დიდხანს როცა უყურებ რაღაცას, უბრალოთ არაკომფორტულია MPC-HC+madvr რომ გავუშვი, ეგ ვინდოუს 10-ან შეფარდებაში რა თქმა უნდა, აუდიო ნორმალურია ძველ კარტაზე, არაფერი ცუდი არ შემინიშნია ეფექტებიც ყველაფერი დარჩა, თუ იგრებისთვის გჭიდება პირველ რიგში ვიდეოებისთვისაც გამოდგება, მაგრამ ვინდოუს 10-ზე უფრო გლატკათ უშვებს ყველაფერს 4K HDR ფორმატი იქნება თუ უბრალოთ ვებკები ან BD-remux 1080P, არა მგონია უკეთესი ფერების გამო ქონდეს ეგ ლაგები, უფრო მემგონი ახალი ექსპლორერი და ვიზუალური ეფექტები ახურებს ჯერ კიდევ, მაგრამ ისე ძალიან აღარ როგორც 5-6 თვის უკან თუნდაც, აქვთ საკმაო სამუშაოები უკვე ჩატარებული მაგ მიმართულებით, მაგრამ რაღაცეები კიდეა დასაფიქსი, ხო ამჯერათ ძველ ექსპლორერზე აღარ გადამიყვანია და ძველ ტასკბარზე, აი წვრილი საათი და დატა მაგარი ნეუდობნია ამ ახალში ტასკბარზე რაც აქვს, მაგი გასასწორებელი აქვთ და თვითონვე აღნიჩნეს დევებმა ეგ პრობლემა, ჯერ არაფერი შეუცვლიათ მაგ მხრივ, სხვა პრობლემები ქონდათ მოსაგვარებელი, ეგეც ახალ ექსპლორერს, ტასკბარს და ვიზუალურ ეფექტებს ეხება უფრო, ეგ ყველაფერი მაგ ახალ ვინდოუსში თავიდანვე მაქს 3-ზე იყო შესრულებული, ძალიან დაბალ დონეზე, ფერებს არ ვგულისხმობ, ეგენი კაკრაზ კარგია ვინდოუს 10 თუ შეადარებ, სხვა ყველაფერი კითხვის ნიშნის თუ არა მინიმუმ ძახილის ნიშანის ქვეშაა, ანუ ეგრევე ვაპროსები გაქვს და ხშირათ პრეტენზიებიც, ისე არც ვიცი შეიძლება ეგ ლაგები თითქმის არ ქონდეს ეხლა რომ 32გბ რამი DDR5 აჯახო და თუნდაც 12600K სიტყვაზე, ანუ რაც დავწერე ეგ პრობლემები იქ საერთოდ არ ქონდეს ან კიდე უფრო ნაკლებათ, ისე საინტერესოა 23h2 ბილდში შეიცვალა რამე მაგ მხრივ თუ ჯერ ყველაფერი ისევ ისეა მანდაც, თუ ვინდოუს 10-ზე დავბრუნდი ამ დღეებში შეიძლება ბოლო დევ ბილდიც დავტესტო მაინც რამე პროგრესი არის თუ ჯერ არაფერი ისეთი, ამ უტილიტით მაგის გაკეთება ძალიან მარტივათ ხდება: https://github.com/abbodi1406/offlineinsiderenroll/releases მაგითი შეგიძლია გადმოიწერო როგორც ჯერ არ გამოსული ვინდოუს 10 19044 პრევიუ აპდეიტი პრევიუ ჩანელიდან, ასევე ეხლანდელი ვინდოუს 11 22H2 22621.160 ბეტა ბილდი, ეხლა რაც მიყენია ვოტერმარკის გარეშე უკვე, ასევე სულ ბოლო დევ ბილდი დევ ჩანელიდან, ერთი რესტარტის შემდეგ აპდეიტში ეგრევე პოულობს ყველაფერს, თუ არა აქვს ვინდოუს 11 მხარდაჭერა შენ სისტემას მაშინ C:\$WINDOWS.~BT\Sources ფოლდერში appraiserres.dll ჩანაცვლება ჭირდება ვინდოუს 10 სისტემიდან, რომელიც მაქვს დატოვებული მაგ საქმისთვის და მაგის შემდეგ უკვე უპრობლემოთ ყენდება ძველ სისტემაზეც ეგ ახლები, თუ დაყენება დაიწყო მერე აღარ გაახურებს, ხო ისე ბუტზე ამ ახალში ვერ შევნიშნე დიდათ ვერც შენელება ვერც ასწრაფება, რესტარტებზეც ეგრეა, სხვაობა საკმაოთ მცირეა ვინდოუს 10 19044 ბილდთან, არც ღირს მაგაზე აქცენტის გამახვილება, ხო ეგ ფასტბუტის გარეშე და ჰიბერნაციის, 4გბ პეიჯფაილით სსდ-ზე

Link to comment
Share on other sites

რაღაცეები კიდე დავტვიკე, მივაშალ-მოვაშალე და კიდე უფრო შემცირდა ლაგები, დაბალი დონის რენდერინგია და მაგიტომაც ჭედავს, სამოსნების გაკეთებული ვინდოუსია, ინდუსები დასვეს არ აცალეს და აი შედეგიც, ორჯერ მეტი დრო უნდოდა მაგის ფორმაში მოყვანას და დიდი ალბათობით მოვა მაგრამ 2021 წლის სექტემბრის მაგივრათ როცა გამოვიდა პირველი ბილდი ალბათ უფრო 2023 სექტემბერში უკვე, ანუ იმ ფორმაში მაინც რეზკათ გაკრიტიკება რომ აღარ იქნება საჭირო, დიზაინი ცალკე თემაა, ბევრს ვიცი არ მოეწონა, მაგრამ უბრალოთ რომ ნორმალურათ შეძლო გამოყენება მინიმუმ არ უნდა ლაგავდეს ეგრე და რაღაცნაირი აჩქარებული ეფექტი არ უნდა ქონდეს გახსნა-ჩაკეცვის დროს და ექსპლორერში ძრომიალის, პროცესორი იგრუზებაო თითქოს მაგ მომენტში და ნელდებაო ყველაფერი, გარკვეუილი სპაიკებიც აქვს, შეიძლება მართლა 8 ბირთვიანზეა ოპტიმიზირებული ეგ ვინდოუსი, ვინდოუს 10-ზე აშკარათ არ ჭირდება მაგდენი რესურსები და გაცილებით გლატკათ მუშაობს ყველაფერი მინიმალური ლაგებით და ჭედვებით, მითუმეტეს ვიდეოების ყურების დროს, კიდე დავტესტავ 1-2 დღე და მერე გადავწყვიტავ დავრჩე თუ ისევ დავბრუნდე ვინდოუს 10-ზე, დაუნგრეიდის ოპცია არ წამიშლია ჯერ, მაგრამ პროგრესი არის 5-6 თვის წინ რაც იყო და რაც ეხლაა მაგას თუ შევადარებთ, კიდე შეამცირებენ ლაგებს და პერფორმანსიც უნდა გაიზარდოს იგრებში და 2დ რეჟიმში, მაგ მხრივ საინტერესო უნდა იყოს წესით 23h2 ბილდი, ეხლა რომ დევ ბილდებს ტესტავენ ეგ, მერე მაგასაც დავტესტავ თუ დავრჩი ამ ბილდზე, თუმცა მაგის გაკეთება ვინდოუს 10-ზეც შემიძლია იმ უტილიტით ზემოთ რომ დავაგდე, არც ინსაიდერების რეჟიმის ჩართვა ჭირდება ეგრე და არც ზედმეტი ჩალიჩი

Link to comment
Share on other sites

Link to comment
Share on other sites

ცხოვრებაში პირველად ვარ ამ აზრზე, არადა რა ჰარდვეარს აღარ გამოვლია წლების მანძილზე და რამდენ ოპერაციულ სისტემას XP-დან მოყოლებული, მაგრამ პირველად ვფიქრობ რომ Win10-ზე ვრჩები და გადასვლის სურვილიც არ მაქვს, არადა აქამდე სულ სიახლეებისკენ მივისწრაფვოდი სოფთვეარში, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები რატომ უნდა ვთქვა უარი Win 10-ზე...((( ვინმემ გამეცით პასუხი, თორემ წინააღმდეგობაში ვარ ჩემს ეგოსთან... 😏

Link to comment
Share on other sites

მაგარი ბეყე სისტემაა რასა ვუყურებ, ალბათ გადმოვალ უკან ჯერ, მითუმეტეს ჩემ ძველ სისტემაზე ურიკინებს მაგარი, ნუ ლაგები ვერ დავფიქსე ვიდეოებზე, მგონი მასს ეფექტ 3 ნაკლები ლაგები აქვს ვიდრე ვიდეოს როცა ვუყურებ მაგ დროს, თუმცა არაფერი ეგეთი ვინდოუს 10-ზე არ ჭირს იგივე ნასტროიკებზე, სხვა არაფერიო არ დამიყენებია ან შემიცვლია დიდათ, მომენტებში უფრო მოშნათ ლაგავს თან, მომენტებში თითქოს გლატკათ უბერავსო, ეგ ბრაუზერშიც ჩანს ვიდეოებს როცა ვუყურებ უტუბზე, არ გასწორდება მინიმუმ 22H2 ბილდზე ბოლომდე ლაგები სექტემბერში რაც უნდა გამოუშვან, ალბათ ეხლა 23h2 ეცდებიან ოპტიმიზაციის გაუმჯობესებას, შეიძლება მართლა 8 ბირთვიანი ჭირდება მაქსიმუმის გამოსაწურათ არ ვიცი, მაგრამ პარავოზივით რომ ხმარობს პროცესორს ეგ ფაქტია, ლაგებიც მაგიტომ აქვს კაკრაზ, ერთ თვეში ინტერესის პონტში ბოლო დევ ბილდსაც დავაყენებ 1-2 დღე, ვნახო რამე შეიცვალა საერთოდ თუ ისევ ისე ლაგავს, ლაგები გამოწვეულია ახალი ვიზუალური ეფექტებით და ექსპლორერით, არა აქვთ ბოლომდე დატვიკული ყველაფერი გლატკათ რომ ეშვებოდეს და არ ლაგავდეს, 12-16 თრიდიანზე შეიძლება უკეთესს ფორმაში იყოს 32გბ რამზე, ჩემთან აშკარათ არაა კარგ ფორმაში, ზუსტათ მაგის გამო შედარებით სუსტ სიტემებზე (ჩამოსაწერებს არ ვგულისხმობ) ექნება პერფორმანსის ვარდნები ან ლაგები როგორც ჩემთან აქვს, გააჩნია ალბათ სისტემას და რა გაქვს დაყენებული, გარკვეული დრაივერის გამოც ლაგავდეს შეიძლება, იგივე ლან კარტა, რომელიმე კონტროლერი, მაუსი და ასე შემდეგ, არაა ბოლომდე ოპტიმიზირებული აშკარათ, მაუსებზეც უჭირს გეიმერულებზე მაქსიმალური სისწრაფის ჩვენება (მაღალ pooling rate აქვს პრობლემა 500HZ ეწყება უკვე პრობლემები ხშირათ, 1000 ვერც დააყენებ ვერაფერს უკვე) და ფრისინკიც ლაგავს სადაც არ უნდა ქონდეს ლაგები იქ 165 გერციან მონიკებზე, ლაგები რომ არა მე ვერ ვიტყოდი რომ რაღაცეები ძალიან არ მომეწონა და მაგის გამო უკან გადავალ მეთქი ვინდოუს 10-ზე, კაკრაზ მაგ მხრივ არაფერი ისეთი არ შემხვედრია ძალზე ნეტაგიური, არის ნუანსები, მაგრამ ნორმალურათ რომ ემუშავა გავატარებდი მაგეებს, მაგრამ თვალების დათხრა რაში მჭირდება აბა ზედმეტი, ფერების დამუშავება და HDR საპორტი უკეთესი აქვს ამ ახალში, მარტო ეგ ერთი პლიუსი შევნიშნე, სხვა დიდათ არაფერი, ესაა ისე ბოლო ვინდოუს 11 ბაზრის წილი ყველა ვინდოუსებში ვინმეს თუ აინტერესებდა რა შეიცვალა გამოსვლის დღიდან:

https://gs.statcounter.com/os-version-market-share/windows/desktop/worldwide ანუ ვერ ვიტყოდი რომ საერთოდ არაფერი უკავია და რამე, იმის გათვალისწინებით რომ თვითონ დესკტოპ სისტემებზე ვინდოუსების ბაზრის წილი გლობალურათ 75% არტყამს და დიდი ატრივით ლიდერობს ამ ეტაპზე https://gs.statcounter.com/os-market-share/desktop/worldwide ნუ 10% მაგივრათ 20-25% მაინც რომ გახდეს სიტყვაზე შემდეგი წლის სექტემბრისთვის ბაზრის წილი და შეავიწროვოს ვინდოუს 10-ის დომინაცია, მაგისთვის საჭიროა კარგათ რომ მუშაოვდეს ყველა სისტემებზე და არა მარტო 12-16 თრიდიან თანამედროვე პროცესორებზე და 32გბ რამზე სიტყვაზე სწრაფი სსდ-ით, მანდ ალბათ ნაკლები ლაგები უნდა ქონდეს, თუმცა არ დამიტესტია ნამდვილათ რა სხვაობაა ჩემნაირთან და მანდაც ლაგავს თუ არა ვიდეოებზე, ეგ ლაგების თემა ჩემი მოგონილი არაა, ძალიან ბევრს ულაგავს და ერთ-ერთი მთავარი მიზეზია რატომაც დაბრუნდა ბევრი ვინდოუს 10-ზე, ვერ ვიტყოდი რომ ბევრს ჯერ არც კი დაუტესტია საერთოდ, უბრალოთ ისე ძალიან არ მოწონებიათ რომ ყველას მაგაზე დაეწყო გადასვლა, გეიმერების ნაწილი გადავიდნენ,სხვები მემგონი ნაკლებათ უფრო, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ადრე თუ გვიან მოიყვანენ ფორმაში და კარგათ შეუბერავს და დაიწყება უკვე უფრო მასიურათ გადასვლა მაგ ახალზე, ანუ 20-25% ყველაზე ცუდ შემთხვევაში ნამდვილათ უნდა ავიდეს ალბათ 2024 წლისთვის მაინც მაგ ახალი სისტემის ბაზრის წილი, ეგ კი უკვე ცუდი რასკლადი იქნება, ნუ ვინდოუს 12 გამოსვლის პერსპექტივებიც იზრდება მაგის გამო, თუმცა უფრო 4-5 წლის შემდეგ ალბათ, ყველა იძახის რომ ახალი ვიზუალური ეფექტები და ექსპლორერი დაბალი დონის პროგრამირების ბრალია და ლაგები და სტატერინგიც მაგიტომ აქვს და სპაიკები პროცესორზე სწრაფათ რომ იწყებ გადაადგილებას ვინდოუსში, ხო ვინდოუს 11-ზე საქართველოში მთლათ პლაჩევდნი სიტუაცია ყოფილა, მარტო 4.5% გადასულა ჯერ მაგ ახალზე, 10% ეგ გლობალური სტატისტიკაა და ცალკე შტატებში ყოფილა 11%, ანუ ცოტა უფრო მეტი მაინც, ბრიტანეთში 13% მაგალითათ, მაგ მხრივ ჩვენთან სამჯერ ნაკლები სპროსია მაგ ახალზე

 ნახეთ როგორ გრუზავს პროცესორს თემების სეტინგებში რომ ატრიალებ სკროლს მაუსზე ზემოთ,ქვემოთ მაგარი უჭირს და ჭედავს რასაც ქვია:

trRmDaF.png

მანდ რეალურათ ჭედავს, კი არა ლაგავს იმენა იჭედება მცირე პერიოდით, მაგარი უჭირს, ეგ ძალზე ცუდი ოპტიმიზაციის გამოა, ვინდოუს 10-ზე ეგეთი ჭედვები არა აქვს ანალოგიური თემებით, ეგ ყველაზე პრობლემური ადგილია ვინდოუს 11-ში, შეიძლება დაკრაშოს კიდეც ხანდახან თემებს როცა ამატებ ან ცვლი სეტინგებს, ეხლა თან დავაკვირდი და ორი ექსპლორერია ვინდოუს 11-ში, ერთ-ერთი იგრუზება სერიოზულათ მომენტებში და რამსაც დობრათ ხმარობს, მეორე სულ 15მბ ფარგლებშია და არ გრუზავს არაფერს, საინტერესოა ეგ მეორე რა ფუნქციას ასრულებს და რაში ეხმარება საერთოდ და მაგდენი რესურსები საერთოდ რაში მიდის პროცესორზე მაგ უბრალო ოპერაციების შესრულების დროს

Link to comment
Share on other sites

Windows 11 will now tell if your computer is DirectStorage capable. https://www.guru3d.com/news-story/windows-11-will-now-tell-whether-your-computer-is-directstorage-capable.html აჩერედნოი სიაფანდი ფიშკა არ გამოდგეს, რაღაც დიდხანს გაწელეს მაგის გამოშვება, ვნახოთ ერთი მართლა რას უმატებს რეალურათ, ვნახე ეხლა მარტო DX ultimate, ეგ ესე იგი მარტო ამდ 6000+ სერიის და ნვიდიას 3000+ სერიის კარტებზე იმუშავებს, თუ DX ultrimate უნდა ეგრე გამოდის, HDR საპორტიც ახსენეს რატომღაც, არა მანდ უბრალოთ auto hdr ჩართვაც შეიძლებაო მაგაზე თუ დაგჭირდა და გაქვს სათანადო მონიკი მაგისთვის

Link to comment
Share on other sites

ეხლა ვნახე და თურმე ტასკბარი იწვევს პროცესორის დაგრუზვებს და სპაიკები და ჭედვებიც მაგიტომ აქვს, ჩანს ეგ კარგათ თუ hide taskbar ჩაურთავ, რომ გამოჩნდება იგრუზება ეგრევე ექსპლორერი, დამალულზე არა, ახალი რაც შექმნეს ყველაფერი ნაგავია რა ექსპლორერი,ტასკბარი,ვიზუალური ეფექტები, არაფერს არ გააჩნია კარგი ოპტიმიზაცია ჯერ მაგ ახალ ვინდოუსზე, ჭირდება სერიოზული პროცესორი შედარებით ნორმალურათ რომ იმუშავოს ლაგები და ჭედვების გარეშე მაგ სისტემამ, მარტო სსდ და 32გბ არა მგონია შველოდეს, ან მაშინ ყველაფერი უნდა გამოურთო ვიზუალური ეფექტებიდან, მასე რაღა აზრი აქვს ჯობია მთლათ ძველი ექსპლორერი და ტასკბარი დააბრუნო მაშინ, ფერები ეგეთივე ექნება მაგის შემდეგ რაც ვინდოუს 10-ზე უკვე, ანუ ისევ იმაზე დარჩენა ჯობია მაგეების გათიშვას, ერთადერთი იგრებში თუ იქნება რამე სხვაობა WDDM 3.1-ზე და DX ultimate 12 ახალი სერიის კარტებზე, თუმცა მე ეგ მომენტი არ დამიტესტია კასტრირებულ ვარიანტში როგორი პერფორმანსი აქვს თამაშებში მაგ ახალზე, მაგრამ სერიოზულ ახალ სისტემებზე ეგეთები არ უნდა დაჭირდეს, იქ ალბათ ასე თუ ისე კარგათ მუშაობს ყველაფერი, თუმცა თემების სეტინგებში ალბათ მანდაც ექნება გარკვეული ჭედვები, გააჩნია რამდენი თემა გიყენია, ოპტიმიზაცია აქვს ჯერ სამიანზე, ამიტომ სუსტ სისტემებზე სერიოზულათ გაუჭირდება, ჩემნაირზე უკვე უჭირს, თამაშებს არც ვგულისხმობ, ისე 2დ რეჟიმში დესკტოპზე ლაგავს საკმაოთ, მემგონი 2K 165 გერციანზე კიდე უფრო უჭირს ამ ახალზე ნორმალურათ მუშაობა + მაუსზეც აქვს ლაგები რაც ვინდოუს 10-ზე არ გააჩნია, აი 12600K-12700K ეგ ლაგები თითქმის აღარ უნდა ქონდეს, ამიტომ ვისაც ეგეთი აქვს შეიძლება ვერაფერი შენიშნოს ან სერიოზული რიზენები თუნდაც 5000 სერიაზე, არც მანდ უნდა ქონდეს ცუდი წარმადობა, ანუ პროცესორის რესურსებს უფრო სერიოზულათ იყენებს მაგ ახალში ყველაფერს თუ დაუტოვებ ჩართულს და რაც უფრო მძლავრი პროცესორი იქნება მით უფრო გლატკათ გაეშვება ყველაფერი ზედმეტი ჭედვა-ლაგების გარეშე მომენტებში რაც აქვს ჩემთან, ბევრ რაღაცას 1-2 წელში ალბათ გააუმჯობესებენ და გაასწორებენ მაგრამ ეხლა ჯერ ეგრეა, თუ ეგრეა რატომ არ გადავედი ისევ ვინდოუს 10-ზე?  ნუ გადავალ ალბათ ამ დღეებში, უბრალოთ უფრო სერიოზულათ მინდოდა დამეტესტა მაინც, სხვათაშორის მაგ ყველაფრის გამო ძველ ექსპლორერზე და ტასკბარზე უკეთეს ფორმაში იქნება გაცილებით ძველ სისტემებზე, ლაგები უნდა გაუქრეს, მაგრამ ვიზუალურ ეფექტებს და ფერების დიდ ნაწილს დაკარგავ ეგრე, მათ შორის შეიძლება ვიდეოებშიც, მანდ სხვა გამა  და ფერების დამუშავება აქვს, როგორც ვინდოუს 10ში დაახლოებით ეგრე გადაყავს თუ ძველ ექსპლორერს და ტასკბარს დააბრუნებ რეესტრიდან ან აერო ტვიკერით რომ ერთვება, კიდე ცალკე რაღაცაა გამოშვებული მაგისთვის, ქვია old explorer და მაგითი ბევრი რაღაცის შეცვლა მოსულა და ვინდოუს 10 დამსგავსება, აქვს გარკვეული ბაგებიც მაგის ჩართვის შემდეგ, მაგრამ ჭედვები და ლაგები მინიმუმამდე მცირდება, მიკო და აკრილიკ ეფექტი ექსპლორერზე ითიშება მთლიანათ და სულ მცირე რაღაცეები რჩება ვინდოუს 11-ის ეფექტებიდან მაგის შემდეგ უკვე, მაგიტომ პროცესორზე ნაგრუზა მცირდება და აღარ ლაგავს ისე ძალიან უკვე მასე, ვიდეოებსაც უფრო გლატკათ უშვებდა ადრე რომ მქონდა ჩართული, მთავარი მინუსი ფერების დაქვეითებაა მაგის ჩართვის შემდეგ, ნუ 6 თვის მუშაობის იტოგები ისაა რომ ისე ძალიან აღარ ლაგავს და ჭედავს როგორც თავიდან, მაგრამ ლაგები და ჭედვები დარჩა მაინც საკმარისზე ბევრი ჯერ კიდევ შედარებით სუსტ და მოძველებულ სისტემებზე  + დობრათ ბაგები დაფიქსეს, მაგრამ ეგ საერთო ლაგებს ვერ შეამცირებდა, ოპტიმიზაციებია მაგისთვის საჭირო უფრო სერიოზული და ნელ-ნელა ყველაფერის გასწორება და პერფორმანსის გაუმჯობესება, ადვილი საქმე ეგ არაა, ისე ვიდუზალურათ არც ეგეთი ცუდია მაინც ეგ ბაგები რომ დაეფიქსათ და ნორმალურათ ემუშავა რეალურათ უფრო სუსტ სისტემებზე და ზედმეტი გათიშვები და დატვიკები არ ნდომობოდა დესკტოპზე მაინც რომ კარგ ფორმაში ყოფილიყო, აი ესე გამოიყურება ჩემთან სტარტ11-ით და ყველაფერი როცა ჩართული გაქვს ვიზუალური ეფექტებიდან:

o6ONevV.png

ანუ ლაგები და გარკვეული ჭედვები რომ არა სხვადასხვა ადგილებში, სიმახინჯე სულაც არაა, ფერების დამუშავებაც გააუმჯობესეს ვინდოუს 10-ან შეფარდებაში ვიდეოებში და არა მარტო, უფრო სოჩნი და რეზკი ფერები აქვს ამ ახალზე, ანუ დაჟე ლაგების გარეშე შეიძლება უფრო ღლიდეს თვალებს, ლაგებით კი ვაბშე მაგარი ნეუდობნია მთელი დღე მაგაზე მუშაობა ჯერ, უფრო მაგიტომ გადავალ ალბათ 10-ზე ჯერ, მაგრამ შემდეგი წლის ბილდსაც დავტესტავ აუცილებლათ, ჯერ ვერ ვყიდულობ ბიტკოინი და ეთერეუმი რომ დაეცა ეგრე მოშნათ ახალ სისტემას 12 სერიის ინტელზე, თუ გაიზარდა მარტო მერე უკვე, ამიტომ ვინდოუს 10-ზე დაბრუნება მომიწევს ყველა ვარიანტში სანამ მაგ ლაგებს არ დაფიქსავენ, იქ მშვენივრათ უბერავს ყველაფერი, ერთადერთი ფერების დამუშავება ეგეთი კარგი არა აქვს HDR იქნება თუ სტანდარტული SDR ვიდეოები, სხვათაშორის ასოების ფონტებზე შევნიშნე კიდე დეფოლტზე იავნი გაუმჯობესება, უფრო კარგი დამუშავება აქვს ამ ახალში ასოებზე ტექსტის წაკითხვის დროს დეფოლტზე, უდობნი წასაკითხია და უკეთესათ ჩანს უფრო ვიდრე ვინდოუს 10-ში, ეგ მონიკზეც არის დამოკიდებული მაგრამ მაინც, ზოგადათ ამ ახალში კოლირაზაციაც უკეთესია საერთო სისტემაზე 10 ბიტიან რეჟიმში, კონტრასტიც და სიკაშკაშეც, ანუ დაბანლანსებულია უფრო მაგ მხრივ, ამიტომ უკეთესი ოპტიმიზაცია ჭირდება რომ არ დალაგოს და თვალები და გატკინოს ზედმეტათ, რენდერინგზე აქვთ სამუშაო გლატკათ რომ წაიღოს ყველაფერი ექსპლორერ-ტასკბარზე, მინიმუმ მაინც 16გბ რამი და 8 თრიდიანი პროცესორი მაინც დაჭირდება სსდ-ან ერთად ალბათ, მაგრამ ეგეთზე აღარ უნდა ჩაესვარა აშკარათ 2დ რეჟიმში მაინც და ჯერ ვერაა კარგ ფორმაში მაინც, ნუ სანამ ვინდოუს 10 გავა მარილზე ასე 23-24 წლისთვის, ჩემი აზრით დახვეწავენ მაგ ახალსაც, მითუმეტეს ახალ სისტემებზე ეხლაც არ უნდა იმუშავოს ცუდათ ამ ახალ მეორე ბილდზე, რამდენიმე ბილდის გამოშვების შემდეგ ჩემი აზრით გაცილებით კარგ ფორმაში უნდა მოვიდეს ეგ ახალი ვინდოუსი, თუმცა ვინდოუს 10 რომ გამოვიდა თავიდან ეგრე ძალიან არ ახურებდა და არც ჭედვები არ ქონია, ბევრი დებილური ბაგები რაც პირველ ბილდზე ქონდა დაფიქსულია ამ მეორე ბილდში, მაგრამ საერთო ლაგვა-ჭედვების დიდი ნაწილი დარჩა ისევე, არსად გამქრალა სამწუხაროთ, თავიდანვე სექტემბერში რომ გამოვიდა კატასტროფულ ვიდში და ფორმაში იყო და მაგიტომაა აქამდე რომ ჯერ ვერ მოაგვარეს ყველაფერი და ჯერაც ცუდი ოპტიმიზაცია აქვს, თუმცა საერთო ბაგების ძალიან დიდი ნაწილი დაფიქსულია მეორე ბილდში უკვე რაც სექტემბერში ქონდა ვინდოუს 11-ზე პირველ ბილდზე

Link to comment
Share on other sites

ბოლო ვერსიებზე შეიძლება არ იყოს ცუდ ფორმაში, შეიძლება დამატებითი ოპტიმიზაციებიც ქონდეს თან მაგეებზე, აგერ დაკრაშვები წავიდა ლოლ მოულოდნელი, აქამდე არ ახურებდა რაღაც ეგრე, წავეი ჯობია ვინდოუს 10 გადავალ იქ ნორმალურათ უბერავს, არა უშავს უფრო ცუდი კოლორიზაცია რომ აქვს, ზატო გლატკათ უბერავს ვიდეოებში ყველაფერი:

sw48tUL.png

ნვიდიას კონტროლ პანელშზეც დაკრაშა და სეტინგებში რომ შევედი მანდაც ეხლახან, იზ სერიი fix your shit, ჯერ ისეთ ფორმაშია ეგ ბეტა რომ დატესტავ და მერე ისევ ვინდოუს 10-ზე დაბრუნება მოგინდება ბევრ მელკი ბაგებს და ლაგებ-ჭედვებს რომ აღმოაჩენ, იმედია მართლა კარგ ფორმაშია უფრო ახალ სისტემებზე

აი ასე კეთდება ისე ვინდოუს 10-ზე უკან დაბრუნება (აპგრეიდით თუ გაქვს დაყენებული რა თქმა უნდა ვინდოუს 11-ი + windows.old ფოლდერი არ უნდა წაშალო კაკ მინიმუმ იქამდე სანამ არ გადაწყვიტავ რომ კარგი სისტემაა და ღირს დარჩენა ნამდვილათ და არაფერი უბერავს დიდათ) :

MjbNrXR.png

recovery უნდა იპოვო სეტინგებში, მანდ go back აჭერ და აგრძელებ მერე უკან დაბრუნებას, 1 რესტარტი უნდა მარტო და ვინდოუს 11 დუხიც აღარ დარჩება, არც windows.old ფოლდერი მაგის შემდეგ, ანალოგიურათ შეიძლება დევ ბილდების დატესტვაც შემდეგ წელიწადს რაც უნდა გამოვიდეს უკვე და მერე უკან დაბრუნება მალევე ან თუნდაც რამდენიმე დღეში რომ მორჩები ტესტიროვკებს და ყველაფერს მოსინჯავ, თუ რამე გაქვს დასამახსოვრებელი უნდა დაიმახსოვრო ცალკე, დოკუმენტები იქნება, ბრაუზინგი თუ თუნდაც ტორენტების რაზდაჩები, გადმოიტანს მარტო იმას რაც მანამდე გქონდა ვინდოუს 11 დაყენებამდე შენახული და მაგიტომ

2 წუთში დაბრუნდა ლოლ ვინდოუს 10-ზე, სხვათაშორის ყველა ცვლილება გადმოიტანა რატომღაც რაც ვინდოუს 11-ში გავაკეთე, ეხება როგორც ნვიდიას კონტროლ პანელში შეცვლილ ნასტროიკებს, ასევე ბრაუზინგის ისტორიას, ბიტკომეტში ახალ დამატებულ რაზდაჩებს, აგრეთვე დოკუმენტებში გაკეთებულ ცვლილებებს, ბეკაპი კი მქონდა მაგრამ გამოყენება არ დამჭირდა, ყველაფერი გადმოიტანა, დაჟე ახალი დაყენებული თემაც, საინტერესოა გამოდის 10-ზე გადმოყავს მაგრამ რა ცვლილებაც გააკეთე 11-ზე მაგიანათ უკვე, ძალიან მალე აბრუნებს უკან, ახალ სისტემებზე შეიძლება წამები დაჭირდეს საერთოდ, თუმცა ჩემზეც 2 წუთი მოანდომა მარტო ერთი რესტარტი და მორჩა

Link to comment
Share on other sites

გატეხილ თამაშებზე როგორაა საქმე, ადრე იძახდენ ზოგი არ ეშვებაო, იგრეა ისევ?

Link to comment
Share on other sites

მგონი მარტო რამდენიმე არ ეშვება, დანარჩენი უკვე მუშაობს სუყველა, მაგ ფლანგზეც იხვეწება ბევრი რამე, მაგრამ ზოგზე ვინდოუს 10-ზე უკეთესი სიტუაციაა დღემდე, ზოგიერთ ძველ თამაშებზე აქვს გარკვეული პრობლემები, აი ვინდოუს სტორის შეტეხილ იგრებზე არ ვიცი, შეიძლება ბევრი რამე არ გაეშვას, ნუ მანდ დაჟე ვინდოუს 10-ზე ქონდა პრობლემები, მარტო ზოგიერთ ბილდზე ეშვებოდა შეტეხილ ვერსიებზე, სხვებზე აღარ უკვე, ალდერ ლეიკსის პროცესორებზე არ ეშვებოდა თავიდან ზოგიერთი თამაშები, მაგრამ მგონი ეგ პრობლემაც მოგვარდა ბიოსის განახლების შემდეგ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.