Jump to content

Intel-ის სამომავლო გეგმა დემონსტრირებს Alder Lake-ში DDR5-ისა და 14 ბირთვის მხარდაჭერას


Recommended Posts

image.jpeg 

ინტერნეტში გამოჩნდა მობილური Intel Alder Lake პროცესორების სავარაუდო საწარმოო გეგმა. Wccftech-ის მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასევე იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დაიყოფა კატეგორიების მიხედვით მე-12 თაობის მობილური პროცესორები და რა კონფიგურაციები იქნება ხელმისაწვდომი ამ კატეგორიებში. 

Alder Lake-P საწარმოო კატეგორია ჩაანაცვლებს ამჟამინდელ Tiger Lake-H45, H35 და UP3 პროცესორების ჯგუფებს, მასში გაერთიანებული იქნება მოდელები 12-დან 45 ვატამდე TDP-ის დონით. სითბოს გამოყოფის ამ ჩარჩოებში მოთავსდა 14-ბირთვიანი პროცესორები, რომლებიც, სავარაუდოდ, გაერთიანებულიი იქნება 6 ბირთვი Golden Cove (P-Core) და 8 ბირთვი Gracemont (E-Core). ჯგუფი დაიხურება 2+8 ბირთვის მქონე კონფიგურაციებით. Alder Lake-M კატეგორია ჩაანაცვლებს Tiger Lake-UP4-ს და წარმოდგენილი იქნება 7-15 ვატი სითბური პაკეტის მქონე პროცესორებით, რომელთა ბირთვების რაოდენობა იქნება 10, 2 + 8 კონფიგურაციაში. 

image.jpeg  

ფოტოს წყარო: Wccftech 

ორივე კატეგორიაში ინტეგრირებული გრაფიკის სახით გამოყენებული იქნება GT2 და GT3 ბირთვები, ბოლო მათგანი შეიცავს 96 გამომთვლელ ბლოკს, აგრეთვე Alder Lake-P და M უზრუნველყოფენ LPDDR5 ოპერატიული მეხსიერების, Thunderbolt 4 ინტერფეისის, WiFi 6E უსადენო ქსელის მხარდაჭერას. DDR5-სა და PCIe Gen5-ის მხარდაჭერა რეალიზებული იქნება მხოლოდ Alder Lake-P-ში, M კატეგორია შემოიფარგლება PCIe Gen4-ით და LPDDR5-ის გარდა ქნება LPDDR4X-ის მხარდაჭერა. 

Intel Alder Lake-P-ს წარმოება უნდა დაიწყოს 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, Alder Lake-M-ისა კი - 2022 წლის იანვრიდან იმავე წლის აპრილამდე. პროცესორების პრეზენტაცია მოსალოდნელია ღონისძიება Innovation-ზე 27-28 ოქტომბერსა და CES 2022-ზე იანვარში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.